„გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.148.016096
  • Word
12
10/02/2012
ვებგვერდი, 16/02/2012
280120000.35.148.016096
„გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2012 წლის 10 თებერვალი

. გორი

,, გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის 2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ, 18/01/2012; 280120000.35.148.016086 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნულ დაავადების მკურნალობის ფარგლებში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

) ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, ქიმიოთერაპიის, ჰორმონო და სხივური თერაპიის თანადაფინანსება მოხდეს 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა ;

) ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, ქიმიოთერაპიის, ჰორმონო და სხივური თერაპიის თანადაფინანსება მოხდეს 2001 ლარიდან ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა.’’

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი – ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული და სამკურნალო -სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული და სამკურნალო -სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2001 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა“.

,,დ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები 70 001-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულა –ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული და სამკურნალო -სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული და სამკურნალო - სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული და სამკურნალო - სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2001 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სქოლიოზით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე), რომელთაც გააჩნია 0-დან 80 001-მდე სარეიტინგო ქულა დახმარება, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, მოხდება ერთჯერადად 50%-ის თანადაფინანსებით არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.’’

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ცნობა სქოლიოზით დაავადების შესახებ (ფორმა №100). ცნობა გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი თვის მანძილზე, ორთოპედ/ტრავმატოლოგის მიერ).’’

ე) ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ამბულატორიული, ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული და სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის ერთჯერადად 50%-ის თანადაფინანსებით არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა“.

ზ) ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი.

თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.’’

 ი) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.’’

2. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ზ . ხმალაძე