გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 17/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.148.016091
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
7
10/02/2012
ვებგვერდი, 16/02/2012
010260020.35.148.016091
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/02/2012 - 12/07/2013)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №7

201 2 წლის 10 თებერვალი

. გორი

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის თანდართული დებულება.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                 ზ . ხმალაძე

                                                                                                                      დანართი

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 1. ეს დებულება განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის (შემდგომში სამსახური) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას.

 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების; აგრეთვე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებების და განკარგულების, აგრეთვე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

    მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები.

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;

ბ) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;

დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის/პირებისთვის მიწოდება;

ე) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში.

    მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის და განსაზღვრავს მათ თანამდებობრივ მოვალეობებს;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

თ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

    მუხლი 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები

 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 2. გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ იღებს საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წინადადების საფუძველზე.

 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო ხელძღვანელის წინაშე.

 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, გარანტიები, წახალისებისა და პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით.