„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.148.016090
  • Word
6
10/02/2012
ვებგვერდი, 16/02/2012
010250020.35.148.016090
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2012 წლის 10 თებერვალი

ქ. გორი

,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №20 დადგენილებაში (სსმ, №11, 13/08/2010; 010250020.35.148.000229) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.ა“ და ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად“;

,,ლ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ამ მიზნით:

ლ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს;

ლ.ბ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის დამხმარე მოსამსახურეებთან;

ლ.გ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ.დ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას;

ლ.ე) იწვევს და ხელმძღვანელობს თათბირებს;

ლ.ვ) ხელს აწერს ოფიციალურ დოკუმენტებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვს გამგეობას; ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას;

ლ.ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ბრძანებებს;

ლ.თ) ხელს აწერს ფინანსურ დოკუმენტაციას;

ლ.ი) ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების პროცესში გამოსცემს დადგენილებას“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გამგებელს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“;

    თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გამგებლის მოადგილე გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილების ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობს გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.“;

ი) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი

1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით:

ა) წარმართავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას, რომლის უზრუნველსაყოფად:

ა.ა) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;

ა.ბ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; აფასებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ა.გ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ა.დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;

ა.ე) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ბ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

ვ) ორგანიზებას უწევს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;

თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;

ი) აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;

კ) ამზადებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;

ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;

მ) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

ნ) კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ო) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

პ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

ჟ) თვალყურს ადევნებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;

ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით, წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში:

ა) თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;

ბ) თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

გ) თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

დ) თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;

ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;

ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

თ) სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა, აგრეთვე ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

5. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.

6. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

7. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

8. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.“;

კ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თავი III. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები“;

ლ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ ქვეპუნქტი:

,,მ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური“;

 მ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა“;

ნ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

,,13. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა; საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა; სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის/პირებისთვის მიწოდება და მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში“;

ო) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 14. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები

1. თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, საკრებულოს გადაწყვეტილებით, იქმნება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები.

2. გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) გორის № I უბნის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია– ქალაქ გორის დასახლება, კომბინატი);

ბ) გორის № II უბნის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ გორის დასახლება, წმინდაწყალი);

გ) გორის № III უბნის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ გორის დასახლებები, ჭალა, სადგური);

დ) გორის № IV უბნის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ გორის დასახლება, ერხვები);

ე) გორის № V უბნის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ გორის ცენტრალური დასახლება);

ვ) ბერბუკის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბერბუკი, რეხა, სვენეთი, თორტიზა, ხელთუბანი);

ზ) კარალეთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კარალეთი, დიდი გარეჯვარი, პატარა გარეჯვარი, სათბურის დასახლება);

თ) შავშვების თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქვემო შავშვები, შავშვები, ნაწრეტი, წითელუბანი, ნადარბაზევი, ხურვალეთი);

ი) მეჯვრისხევის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მეჯვრისხევი, ზერტი, კვარხეთი,ფაბრიკის დასახლება);

კ) მერეთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მერეთი, კარბი, ქერე, კოშკა, გუგუტიაანთ კარი, ზარდიაანთ კარი);

ლ) სკრის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სკრა, ახალხიზა, რიეთი, დიდი გორიჯვარი, პატარა გორიჯვარი, კოშკები);

მ) ტირძნისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ტირძნისი, მეღვრეკისი, ერგნეთი,თერგვისი, ბროწლეთი);

ნ) დიცის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დიცი, ქორდი, არბო);

ო) ტინისხიდის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია სოფლები: ტინისხიდი, ორთაშენი, თედოწმინდა);

პ) ვარიანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ვარიანი, ახალდაბა, საქაშეთი, არაშენდა, ვარიანის მეურნეობა);

ჟ) ქვახვრელის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქვახვრელი, უფლისციხე, ველები);

რ) შინდისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: შინდისი, ფხვენისი, ყელქცეული, ქვემო ხვითი);

ს) ძევერის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ძევერა, ქიწნისი სათემო, შერთული);

ტ) ზეღდულეთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზეღდულეთი, ბერშუეთი, კირბალი, ზემო სობისი, ქვემო სობისი, ქვემო ახალსოფელი, ახალშენი);

უ) ახალუბნის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალუბანი, ქვეში, ახრისი, აძვი, მუმლაანთ კარი, ჯარიაშენი, ციცაგიაანთ კარი, ქვემო არცევი);

ფ) ატენის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ატენი, წედისი, ბნავისი, ოლოზი, ღვარები);

ქ) ნიქოზის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი);

ღ) მღებრიანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მღებრიანი, პატარა წერეთი, დიდი წერეთი, ჭანჭახა, ოქიანი, დიდი ჭვარები, პატარა ჭვარები, პიტნარა, ბორცვანა, ტამი, სახორცე);

ყ) ბოშურის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო ბოშური, ქვემო ბოშური, ბიისი, ბობნევი, ტუსრევი, ყველაანთ უბანი, ლევიტანა, ორმოცი);

შ) საყავრის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: საყავრე, ფიცესი, ლული, გულხანდისი, დიდთავი, წითელი წყარო, ნადარბაზი, ზემო ახალსოფელი, ფელი);

ც) ტყვიავის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, მარანა);

ძ) ხიდისთავის სოფლის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ხიდისთავი).

3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“;

პ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.“;

ჟ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. გამგებელი ბრძანებას გამოსცემს გამგებლის მოადგილის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების, აგრეთვე გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     ზ. ხმალაძე