დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.148.016089 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/02/2012 - 09/02/2013)
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
201 2 წლის 10 თებერვალი
ქ . გორი
გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგე ნს :
1. დადგინდეს გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი № 1).
2. დამტკიცდეს ქ. გორის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).
3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 თებერვლის №6 დადგენილება.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ . ხმალაძე
დანართი № 1
გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. ქ. გორში სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში _ მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. გორის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების (ქვეზონების) მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG X ITL X C X K, სადაც:
ა) CN ა რის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ქ. გორის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,65-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
გ.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის – 1,5-ს;
გ.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის – 1,3-ს;
გ.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის – 1,1-ს;
გ.დ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;
გ.ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის – 0,8-ს;
გ.ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის – 0,7-ს;
გ.ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის – 0,6-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში (ქვეზონაში) უდრის 50-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. გორში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| ზონა (ქვეზონა) | IMG | ITL | C | K | CN (ლარი) |
| ცენტრალური ზონა | |||||
| I ქვეზონა | 0,65 | 1,5 | 0,24 | 50 | 11,7 |
| II ქვეზონა | 0,65 | 1,3 | 0,24 | 50 | 10,14 |
| III ქვეზონა | 0,65 | 1,1 | 0,24 | 50 | 8,58 |
| შუალედური ზონა | |||||
| - | 0,65 | 1 | 0,24 | 50 | 7,8 |
| პერიფერიული ზონა | |||||
| I ქვეზონა | 0,65 | 0,8 | 0,24 | 50 | 6,24 |
| II ქვეზონა | 0,65 | 0,7 | 0,24 | 50 | 5,46 |
| III ქვეზონა | 0,65 | 0,6 | 0,24 | 50 | 4,68 |
3. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. გორის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი განისაზღვროს 3,9 ლარით .
4. დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. გორის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი განისაზღვროს 1,95 ლარით .
5. გორის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. გორის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 65%-ის ოდენობით და იგი განისაზღვროს 5,07 ლარით.
ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.
დანართი № 2
| ქვეზონები |
ქ. გორის ზონების (ქვეზონების) აღწერა | ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL |
| ცენტრალური ზონა
| ||
| 1 | ბაგრატიონის ქუჩა–ანტონოვის ქუჩიდან კოსტავას ქუჩამდე; კოსტავას ქუჩა –ბაგრატიონის ქუჩიდან სტალინის ქუჩამდე; სტალინის გამზირი– კოსტავას ქუჩიდან ქუთაისის ქუჩამდე; ქუთაისის ქუჩა–სტალინის ქუჩიდან გმირების (ყოფილი კუტუზოვის) ქუჩამდე; სტალინის გამზირი–გმირების (ყოფილი კუტუზოვის) ქუჩიდან კირიონ II -ის ქუჩამდე; კირიონ II-ის ქუჩა – სტალინის ქუჩიდან ლომოურის ქუჩამდე; ლომოურის ქუჩა–კირიონ II-ის ქუჩიდან ამილახვრის ხიდამდე; მდ. მეჯუდა–ამილახვრის ხიდიდან მდ. მეჯუდის და მდ. ლიახვის სანაპირო კომბინატის ხიდამდე; კომბინატის ხიდი–ახალბაღის ჩრდილოეთ კედლის გავლით ჭავჭავაძის და გურამიშვილის ქუჩების გადაკვეთამდე; გურამიშვილის ქუჩა–ჭავჭავაძის ქუჩიდან ამილახვრის ქუჩამდე; ამილახვრის ქუჩა–გურამიშვილის ქუჩიდან ანტონოვის ქუჩამდე; ანტონოვის ქუჩა–ამილახვრის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე. | 1,5 |
| 2 | ა) გურამიშვილის ქუჩა – ამილახვრის ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩა–გურამიშვილის ქუჩიდან დ.აღმაშენებლის ქუჩამდე; დ. აღმაშენებლის ქუჩა–თამარ მეფის ქუჩიდან ანტონოვის ქუჩამდე; ანტონოვის ქუჩა–აღმაშენებლის ქუჩიდან ამილახვრის ქუჩამდე; ამილახვრის ქუჩა–ანტონოვის ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე; ბ) ბაგრატიონის ქუჩა– კოსტავას ქუჩიდან ჭანტურიას ქუჩამდე; ჭანტურიას და კახნიაშვილის ქუჩები–ბაგრატიონის ქუჩიდან გმირების (ყოფილი კუტუზოვის) ქუჩამდე; გმირების (ყოფილი კუტუზოვის) ქუჩა– კახნიაშვილის ქუჩიდან კირიონ II-ის ქუჩამდე; კირიონ II-ის ქუჩა– სტალინის ქუჩიდან ლომოურის ქუჩამდე; ლომოურის ქუჩა– კირიონ II-ის ქუჩიდან ამილახვრის ხიდამდე; მდ. მეჯუდის სანაპირო–ამილახვრის ხიდიდან ქუთაისის ქუჩამდე; ქუთაისის ქუჩა–მდ. მეჯუდის სანაპიროდან სტალინის ქუჩამდე; სტალინის ქუჩა–ქუთაისის ქუჩიდან კოსტავას ქუჩამდე; კოსტავას ქუჩა–სტალინის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე. | 1,3 |
| 3 | ა) აღმაშენებლის ქუჩა –ანტონოვის ქუჩიდან ჭანტურიას ქუჩამდე; ჭანტურიას ქუჩა – აღმაშენებლის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე; ბაგრატიონის ქუჩა – ჭანტურიას ქუჩიდან ანტონოვის ქუჩამდე; ანტონოვის ქუჩა–ბაგრატიონის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე. ბ) კახნიაშვილის ქუჩა–გმირების (ყოფილი კუტუზოვის) ქუჩიდან მდ. მეჯუდამდე; მდ. მეჯუდის სანაპირო –კახნიაშვილის ქუჩიდან ქუთაისის ქუჩამდე; ქუთაისის ქუჩა–მდ. მეჯუდის სანაპიროდან გმირების (ყოფილი კუტუზოვის) ქუჩამდე; გმირების (ყოფილი კუტუზოვის) ქუჩა–ქუთაისის ქუჩიდან კახნიაშვილის ქუჩამდე ; გ) გურამიშვილის ქუჩა– ჭავჭავაძის ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩა– გურამიშვილის ქუჩიდან წითელარმიელების ქუჩამდე; წითელარმიელების ქუჩა– თამარ მეფის ქუჩიდან მდ. მტკვრის ჩრდილოეთ სანაპირომდე; მდ. მტკვრის ჩრდილოეთ სანაპირო– წითელ არმიელების ქუჩიდან მდ. მტკვრის და მდ. ლიახვის შესართავამდე; მდ. ლიახვის აღმოსავლეთ სანაპირო–მდ. მტკვრისა და მდ. ლიახვის შესართავიდან მდ. ლიახვის ხიდამდე; შემდეგ საზღვარი მიუყვება კულტურისა და დასვენების პარკის ჩრდილოეთ საზღვარს გურამიშვილის ქუჩამდე ; | 1,1 |
| შუალედური ზონა
| ||
| - | სამგორის ქუჩა-ჩუბინიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე; ჭავჭავაძის ქუჩა-სამგორის ქუჩიდან გორკის ქუჩამდე; გორკის ქუჩა-ჭავჭავაძის ქუჩიდან შაუმიანის ქუჩამდე; შაუმიანის ქუჩა -გორკის ქუჩიდან სამხედრო ნაწილის დასავლეთ ღობის კედლამდე; სამხედრო ნაწილის დასავლეთ ღობის კედელი-შაუმიანის ქუჩიდან №1 ავტროსატრანსპორტო საწარმოს სამხრეთ კედლამდე; ავტროსატრანსპორტო საწარმოს სამხრეთ კედელი-სამხედრო ნაწილის დასავლეთ კედლიდან სუხიშვილის ქუჩამდე; სუხიშვილის ქუჩა–N1 ავტოსატრანსპორტო საწარმოს სამხრეთ კედლიდან სუხიშვილის და მეჯვრისხევის ქუჩების გადაკვეთამდე; მეჯვრისხევის ქუჩა-სუხიშვილის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩამდე; ნინოშვილის ქუჩა-მეჯვრისხევის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე; პუშკინის ქუჩა-ნინოშვილის ქუჩიდან მდ. მეჯუდამდე; მდ. მეჯუდის და კოშკას სანაპირო-პუშკინის ხიდიდან მეტეოსადგურის შენობამდე, რომელიც შემდეგ მიემართება და გადადის ცხინვალის გზატკეცილზე; ცხინვალის გზატკეცილი-სოფტექნიკის შესასვლელიდან ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩამდე; ალ. ჯავახიშვილის ქუჩა-ცხინვალის გზატკეცილიდან მდ. ლიახვის გადაკვეთით გრიბოედოვის ქუჩის გავლით მოსკოვის ქუჩამდე; მოსკოვის ქუჩა-გრიბოედოვის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩამდე; ჭონქაძის ქუჩა-მოსკოვის ქუჩიდან მდ. მტკვრის გადაკვეთით გორიჯვრის ქუჩის გავლით კეცხოველის ქუჩამდე; კეცხოველის ქუჩა- გორიჯვრის ქუჩიდან გაბაშვილის ქუჩამდე; გაბაშვილის ქუჩა-კეცხოველის ქუჩიდან მდ. მტკვრის და ჭალის გავლით სამგორის ქუჩამდე. | 1 |
| პერიფერიული ზონა
| ||
| 1 | ა) სუხიშვილის ქუჩა–მეჯვრისხევის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე; მელიქიშვილის ქუჩა–სუხიშვილის ქუჩიდან მდ.მეჯუდამდე; მდ. მეჯუდის სანაპირო–მელიქიშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე; პუშკინის ქუჩა–მდ.მეჯუდის ხიდიდან ნინოშვილის ქუჩამდე; ნინოშვილის ქუჩა– პუშკინის ქუჩიდან მეჯვრისხევის ქუჩამდე; მეჯვრისხევის ქუჩა– ნინოშვილის ქუჩიდან სუხიშვილის ქუჩამდე; ბ) ცხინვალის გზატკეცილი –ტყვიავის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე; ჯავახიშვილის ქუჩა– ცხინვალის გზატკეცილიდან მდ. ლიახვის გადაკვეთით გრიბოედოვის ქუჩის გავლით მოსკოვის ქუჩამდე; მოსკოვის ქუჩა–გრიბოედოვის ქუჩიდან თარხნიშვილის ქუჩამდე; თარხნიშვილის ქუჩა – მოსკოვის ქუჩიდან კვეთს მდ. ლიახვს ტყვიავის ქუჩამდე; ტყვიავის ქუჩა–მდ. ლიახვის ნაპირიდან ცხინვალის გზატკეცილამდე. გ) გაბაშვილის ქუჩა– კეცხოველის ქუჩიდან მარაბდელის ქუჩამდე; მარაბდელის ქუჩა– გაბაშვილის ქუჩიდან სამადაშვილის ქუჩამდე; სამადაშვილის ქუჩა– მარაბდელის ქუჩიდან ნავთსადენის ქუჩამდე; ნავთსადენის ქუჩა– სამადაშვილის ქუჩიდან კეცხოველის ჩიხამდე; კეცხოველის ქუჩა– კეცხოველის ჩიხიდან გაბაშვილის ქუჩამდე; დ) სამგორის ქუჩა–ჩუბინიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე; ჭავჭავაძის ქუჩა–სამგორის ქუჩიდან გორკის ქუჩამდე; გორკის ქუჩა–ჭავჭავაძის ქუჩიდან შაუმიანის ქუჩამდე; შაუმიანის ქუჩა–გორკის ქუჩიდან პეტრიაშვილის ქუჩამდე; პეტრიაშვილის ქუჩა–შაუმიანის ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩა–პეეტრიაშვილის ქუჩიდან სამგორის ქუჩამდე; ამ ზონაში შევიდეს თამარ მეფის ქუჩის IV კვარტალის ტერიტორია.
| 0,8 |
| 2 | ა) ცხინვალის გზატკეცილი–სოფტექნიკის შესასვლელიდან ლტოლვილთა ჩასახლების სამხრეთ საზღვრამდე; ლტოლვილთა ჩასახლების სამხრეთ საზღვარი–ცხინვალის გზატკეცილიდან მდ. მეჯუდამდე; მდ. მეჯუდა–ლტოლვილთა ჩასახლების სამხრეთ საზღვიდან თოიძის ქუჩამდე; შემდეგ საზღვარი მოემართება თოიძის ქუჩის გავლით ავტოტექმომსახურების ჩრდილოეთ კედლამდე; ავტოტექმომსახურების ჩრდილოეთ კედელი–სუხიშვილის ქუჩიდან ყოფილი სამხედრო ნაწილში შესასვლელ გრუნტიან გზამდე; შემდეგ საზღვარი მიემართება ყოფილი სამხედრო ნაწილში შესასვლელი გრუნტიანი გზის გავლით №1 ავტოსატრანსპორტო საწარმოს სამხრეთ კედლამდე; N1 ავტოსატრანსპორტო საწარმოს სამხრეთ კედელი–სუხიშვილის ქუჩამდე; სუხიშვილის ქუჩა– №1 ავტოსატრანსპორტო საწარმოს სამხრეთ კედლიდან მელიქიშვილის ქუჩამდე; მელიქიშვილის ქუჩა–სუხიშვილის ქუჩიდან მდ. მეჯუდამდე; მდ. მეჯუდა–მელიქიშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩის გადაკვეთამდე; საზღვარი მიემართება მდ. მეჯუდისა და მდ. კოშკას კალაპოტის გასწვრივ ყოფილი მეტეოსადგურის შენობამდე; მელიქიშვილის საპროექტო ქუჩა–ყოფილი მეტეოსადგურიდან სუხიშვილის ქუჩამდე; ბ) ცხინვალის გზატკეცილი–სოფტექნიკის შესასვლელიდან ტყვიავის ქუჩამდე; ტყვიავის ქუჩა–ცხინვალის გზატკეცილიდან მდ. ლიახვის გადაკვეთით თარხნიშვილის ქუჩის გავლით მოსკოვის ქუჩამდე; მოსკოვის ქუჩა–თარხნიშვილის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩამდე; ჭონქაძის ქუჩა–მოსკოვის ქუჩიდან მდ. მტკვრამდე; მდ. მტკვრის ჩრდილოეთ სანაპირო–ჭონქაძის ქუჩიდან გორი–ცხინვალის რკინიგზამდე; გორი–ცხინვალის რკინიგზის ხაზი მდ. მტკვრიდან გორგასლის ქუჩის გადაკვეთამდე; გორგასლის ქუჩა– გორი–ცხინვალის რკინიგზიდან სვერდლოვის ქუჩამდე; სვერდლოვის ქუჩა-გორგასლის ქუჩიდან შინდისის გზატკეცილამდე; შინდისის გზატკეცილი-სვერდლოვის ქუჩის გადაკვეთიდან უსინათლოთა საზოგადოების საწარმომდე, შემდეგ საზღვარი გადაკვეთს მდინარე ლიახვის კალაპოტს და მიემართება გვერდწითელის ქუჩამდე; გვერდწითელის ქუჩა-მდინარე ლიახვის კალაპოტიდან სოფლტექნიკის სამხრეთის კედლის გავლით ცხინვალის გზატკეცილამდე; გ) შაუმიანის ქუჩა– პეტრიაშვილის ქუჩიდან რაზმაძის ქუჩამდე; რაზმაძის ქუჩა– შაუმიანის ქუჩიდან თარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩა–რაზმაძის ქუჩიდან პურკომბინატის აღმოსავლეთ კედლამდე; შემდეგ საზღვარი მიემართება პურკომბინატის აღმოსავლეთი კედლის გავლით მდ. მტკვრის გადაკვეთით კავსაძის ქუჩის გავლით კეცხოველის ქუჩამდე; კეცხოველის ქუჩა–კავსაძის ქუჩიდან ფურცელაძის ქუჩამდე; ფურცელაძის ქუჩა–კეცხოველის ქუჩიდან გაბაშვილის ქუჩამდე; გაბაშვილის ქუჩა– მიჩურინის ქუჩის გავლით მარაბდელის ქუჩამდე: მარაბდელის ქუჩა–მიჩურინის ქუჩიდან გაბაშვილის ქუჩამდე; გაბაშვილის ქუჩა– რკინიგზისა და მდ. მტკვრის გადაკვეთით ჩუბინიშვილის ქუჩამდე; ჩუბუნიშვილის ქუჩა– სამგორის ქუჩის გადაკვეთიდან თამარ მეფის მეოთხე კვარტ ალის აღმოსავლეთ საზღვრამდე; შემდეგ საზღვარი მიყვება თამარ მეფის მეოთხე კვარტალის აღმოსავლეთ საზღვარს თამარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩა–პეტრიაშვილის ქუჩამდე; პეტრიაშვილის ქუჩა–თამარ მეფის ქუჩიდან შაუმიანის ქუჩამდე. | 0,7 |
| 3 | ამ ცხრილში აღნიშნული საზღვრების გარდა დარჩენილი ქალაქის ტერიტორია. | 0,6 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები