დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის N27/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016308 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №42/ნ
2012 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის №27/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის №27/ნ ბრძანების (სსმ, 46, 23/04/2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.014546) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი;
ბ) მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ინსტიტუტში გაერთიანებულნი არიან უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევარები;
4. ინსტიტუტის მართვის ორგანოებია: ინსტიტუტის დირექტორი/დირექტორები და ინსტიტუტის საბჭო, რომელიც შედგება ინსტიტუტში გაერთიანებული ყველა პროფესორისაგან და მკვლევარისაგან.”;
გ) მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ ინსტ იტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროგრამა შედგება რამდენიმე თანაბარი მნიშვნელობის პროექტისაგან, შესაძლებელია არჩეულ იქნე ს ინსტიტუტის რამდენიმე დირექტორი.”;
დ) ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები;
ე) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კვლევით ცენტრში გაერთიანებულნი არიან პროფესორები და მკვლევარები;”;
ვ) ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები;
ზ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ლაბორატორიის დირექტორი არის ლაბორატორიის მმართველი სუბიექტი.“;
თ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის, ფაკულტეტის 65 წელს მიღწეული პირის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესაძლებლობის თაობაზე აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ორი მესამედით;“;
ი) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილნი არიან, მათი არყოფნის ან/და მათ მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავიანთი უფლებამოსილებების განხორციელების უფლება მიანიჭონ უნივერსიტეტში დასაქმებულ სხვა პირს.“;
კ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომელიც შედგება:
ა) ფაკულტეტის ყველა სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორისაგან და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან ან
ბ) ფაკულტეტის ყოველ 10 აკადემიურ პერსონალზე არჩეული ერთი წარმომადგენლისაგან იმ შემთხევაში, თუ ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის რაოდენობა აღემატება 30-ს და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებისაგან.”;
ლ) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრისას, ფაკულტეტი უფლებამოსილია გააკეთოს არჩევანი ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებს შორის.”;;
მ) ამოღებულ იქნეს 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი;
ნ) 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინსტიტუტის საბჭოში შედის მასში გაერთიანებული ყველა პროფესორი და მკვლევარი.“;
ო) ამოღებულ იქნეს 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი;
პ) 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კვლევითი ცენტრის საბჭოში შედის მასში გაერთიანებული ყველა პროფესორი და მკვლევარი.“;
ჟ) ამოღებულ იქნეს 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი;
რ) ამოღებულ იქნეს 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;
ს) ამოღებულ იქნეს 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;
ტ) 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) ფაკულტეტს, სადაც აკადემიური პერსონალის რაოდენობა აღემატება 100-ს, წარმომადგენლობით საბჭოში აირჩევა 4 აკადემიური პერსონალი;
ბ ) ფაკულტეტს, სადაც აკადემიური პერსონალის რაოდენობა აღემატება 20-ს, მაგრამ ნაკლებია 100-ზე, წარმომადგენლობით საბჭოში აირჩევა 3 აკადემიური პერსონალი;
გ) ფაკულტეტზე, სადაც აკადემიური პერსონალის რაოდენობა ოცზე ნაკლებია , წარმომადგენლობით საბჭოში აირჩევა 1 აკადემიური პერსონალი ;
დ ) ყოველი ფაკულტეტიდან წარმომადგენლობით საბჭოში აირჩევა სტუდენტთა ერთი წარმომადგენელი.“;
უ) 31-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. წარმომადგენლობითი საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს და მდივანს.“;
ფ) 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება უნივერსიტეტის ყოველი ფაკულტეტიდან თითო წარმომადგენლით.”;
ქ) ამოღებულ იქნეს 32-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტები;
ღ) 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება უნივერსიტეტის, საარჩევნო კომისია .
2. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს რექტორი. კომისიის წევრად შეიძლება მოწვეულ იქნეს აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელი.”;
ყ) ამოღებულ იქნეს 38-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები;
შ) 38-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება განისაზღვრება უნივერსიტეტის საარჩევნო დებულებით, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“;
ჩ) 42-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ მიმართვას აკადემიურ საბჭოს წარუდგენს ფაკულტეტის დეკანი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.”;
ც) 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.“,
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა . სეფერთელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები