დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.32.061.016023 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №6
2012 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №3, 23.02.2010, მუხლი 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მიეცეს უფლება აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტს, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტს და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებს და აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს სარგებლობაში ჰყავდეს სამეურნეო, სატვირთო და სამგზავრო (8 სამგზავრო ადგილზე მეტი) დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები.“.
2. დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2 – იმ დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომელთაც ეკუთვნით ავტომანქანები სამსახურებრივი მიმოსვლისათვის
• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი –2 (ორი) ერთეული;
• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები – თითოეულს 2 (ორი) ერთეული;
• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობები (გარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობისა) – თითოეულს – 1 (ერთი) ერთეული;
• სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა – 2 (ორი) ერთეული;
• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო – 2 (ორი) ერთეული.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები