„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016321
  • Word
45
10/02/2012
ვებგვერდი, 15/02/2012
230210000.22.033.016321
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №45

2012 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2549) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილება :

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სასაზღვრო კონტროლის ზონები – პორტალებია: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „გარდაბანი და მტკვარი “, „ახკერპი“, „გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „ყაზბეგი“, „ვალე“, „ნინოწმინდა“, „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“, „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, „თბილისის აეროპორტი“, „ბათუმის პორტი“, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“.“.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. თუ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილ, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე (საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა) ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, პორტალის უფლებამოსილი თანამშრომელი აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელების 3 სამუშაო დღის ვადას, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.

3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ მიტანის ვადის გასვლამდე წარდგენილია იმპორტის სასაქონლო დეკლარაცია და საქონლის დათვალიერება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.“.

4. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) პირის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე (გარდა პორტალებისა „სამთაწყარო“, „ახკერპი“, „გარდაბანი და მტკვარი “) გადაადგილებული 3000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;“.

5. 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება (დანართი V–03) – მხოლოდ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით.“.

6. ინსტრუქციას დაემატოს დანართი №V–03 შემდეგი რედაქციით:

 

 „დანართი V–03

საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება

„-----” -------------------------- 20-- წ.

თავდების სრული დასახელება

ან სახელი, გვარი   ------------------------------------------------------------

თავდების ს/ნ ან პ/ნ ------------------------------------------------------------

საგადასახადო ორგანო --------------------------------------------------------

ძირითადი მოვალე

(გადასახადის გადამხდელი) -------------------------------------------------

თავდების ვალდებულება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე

მუხლის თანახმად, თავდები სოლიდარულად კისრულობს გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრ ების უფლების გარეშე, სრული მოცულობით დაფაროს ძირითადი მოვალის ( გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო დავალიანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე უხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე, საგადასახადო ორგანო წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, თუ გადასახადის

გადამხდელი 20 წლის ----- ------------------ -მდე

არ წარუდგენს შემოსავლების სამსახურს

საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი

ადგილის დამადასტურებელ საბუთს.

თავდებობ ის ზღვრული თანხა:   ------ --------------------------------------

თავდების ხელმოწერა ------------------------------

საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის

ხელმოწერა            -------------------------------------------------------------- “

7 . 51-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად განხორციელებულმა ოპერაციებმა არ უნდა გამოიწვიოს სასა ქონლ კლასიფიკაციის შეცვლა სეს ესნ-ის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. საწყობის მფლობელი უფლებამოსილია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება), საქონლის მესაკუთრის თანხმობით ერთ სათავსში გა თავსგანსხვავებული წარმოშობის ქვეყნისა და ხარისხი ნავთობის დისტილატებ ი, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულება გამოითვლება ერთ სათავსში დასაწყობებული დისტილატებიდან უდიდესი ერთეულის ფასის საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 16 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე .

დ. გვინდაძე