დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.156.016089 |
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2012 წლის 10 თებერვალი
ქ. დმანისი
„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად , დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-38 დადგენილებაში (სსმ, 27/09/2010 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010.260.020.35.156.016.004) „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ’’ შემდეგი სახით:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დმანისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ’’;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„1. დამტკიცდეს დმანისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულება’’;
გ) დადგენილების დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„დმანისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულება’’;
დ) დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„მუხლი 1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო’’;
ე) დანართის პირველი მუხლის პირველ პუნქტში „მუნიციპალიტეტის’’ შეიცვალოს „თვითმმართველი ერთეულის’’;
ვ) დანართის მე-2 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში „გამგეობის’’ შეიცვალოს „თვითმმართველი ერთეულის’’.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. მგელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები