დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №9-22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.156.016088 |
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2012 წლის 10 თებერვალი
ქ. დმანისი
„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №9-22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №9-22 დადგენილებაში (სსმ,13.07.2010, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260010.35.156.006205) „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ შემდეგი სახით:
ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი’’;
ბ) მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი’’;
გ) მე-11 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებში „გამგეობის’’ ნაცვლად ჩაიწეროს „თვითმმართველი ერთეულის’’;
დ) მე-14 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები’’;
ე) მე-14 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში „გამგეობის’’ ნაცვლად ჩაიწეროს „თვითმმართველი ერთეულის’’.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. მგელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები