დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.169.016078 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2012 წლის 10 თებერვალი
ქ. დედოფლისწყარო
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში.
2. დებულების მე-8 მუხლის მეორე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,2. გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე. მოადგილეების ზოგადი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, ხოლო ყოველდღიური საქმიანობა დგინდება საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ბრძანებებით.’’.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები