დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.152.016078 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 9
2012 წლის 10 თებერვალი
ქ. დუშეთი
„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №25 დადგენილებით (სსმ , 22 , 07/09/2010წ. 010260020.35.152.000635) დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან.“
2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) ქმნის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას.“
3 . მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან.“.
4 . მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურები
1. მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და ცალკეული დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური;
გ) მუნიციპალური შესყიდვების სამსახური;
დ) იურიდიული სამსახური;
ე) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
ვ) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური;
ზ) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური;
თ) განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური;
ი) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
კ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
ლ) სახანძრო-სამაშველო სამსახური;
მ) ტურიზმის განვითარების სამსახური;
ნ) მშენებლობის ზედამხედველობის სამსახური.
ო) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.“.
5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია ჭართლის თემი, სოფლები: დოლასქედი, ბუჩაანი, ვაშლობი, ჭართალი, მენესო, სონდა, ზენუბანი, ჩიტაურები, საქერე, მუგუდა, ჯუღისი.)“.
6. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 20. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი– თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული
1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს (შემდგომ–რწმუნებული) “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. რწმუნებული:
ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;
ბ) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იბარებს ტერიტორიული ორგანოს მოხელეებს და აფასებს მათ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;
თ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.“
7. 22-ე მუხლის მე- 3 პუნქტის „გ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის ვაკანსიის შემთხვევაში – გამგებლის მიერ დანიშნულ რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს ან გამგებლის გადაწყვეტილებით – ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთ მოხელეს;“
8. 38-ე მუხლის მე- 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი მუნიციპალური სამსახურის უფროსისადმი ან/და რწმუნებულისადმი წერილობითი დავალების სახით.“
9. 48-ე მუხლის მე- 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მუნიციპალური სამსახურის და ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს გამგეობის სამუშაო გეგმას, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის დავალებებს. მუნიციპალური სამსახურის და ტერიტორიული ორგანოს ყოველთვიურ, კვარტალურ და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც შეიმუშავებს მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელი, რწმუნებული და დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს გამგებელი.“
10. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 49. მოხელის სამუშაო გეგმა
1. მოხელის სამუშაო გეგმა მზადდება შესაბამისი მუნიციპალური სამსახურის უფროსის და რწმუნებულის შესაბამისი დავალებით.
2. მოხელის დასაგეგმი პერიოდია ერთი თვე. მოხელის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი მუნიციპალური სამსახურის სამუშაო გეგმას, მოხელის სამუშაოთა აღწერილობას, სამსახურის უფროსის და რწმუნებულის დავალებებს.”.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ც. საძაგლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები