„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამწყობრო წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 დეკემბრის №1395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამწყობრო წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 დეკემბრის №1395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 167
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 13/02/2012
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016018
  • Word
167
13/02/2012
ვებგვერდი, 15/02/2012
140080000.42.047.016018
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამწყობრო წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 დეკემბრის №1395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №167

2012 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამწყობრო წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 დეკემბრის №1395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამწყობრო წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 დეკემბრის №1395 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 111205030, 08/12/2011, სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016016) დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამწყობრო წესდების” მე-15 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-8 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ესკიზი - „(ნახ. 15.6.)” ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

                   „

      თვლაზე „ერთი”                  თვლაზე „ორი” თვლაზე „სამი”                         თვლაზე „ოთხი”

 

ნახ. 15. 6. (მდგომარეობიდან – „იარაღი ფეხთან”,

მდგომარეობაში – „იარაღი მარჯვენა მხარზე” გადასვლა)”;

ბ) მე-8 პუნქტის „ა.გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.გ) თვლაზე „სამი” (თავის მოუბრუნებლად) მოსამსახურე ითავისუფლებს მარცხენა ხელს და სწევს იარაღს ისე, რომ სამიზნე ზემოთ იყოს მიმართული. შემდეგ მიიდებს იარაღს მარჯვენა მხარზე. მარჯვენა გაშლილი ხელით იარაღის კონდახს იკავებს მხრის გასწვრივ წინ გაწეულ მდგომარეობაში. მარცხენა ხელით იკავებს სალულეს, თითები გაშლილად ეწყობა იარაღზე, ხელის გულით სხეულისაკენ. მარცხენა იდაყვი უნდა იყოს დაბლა დაწეული.”;

გ) მე-8 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ესკიზი „(ნახ. 15.7.)” ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

                               თვლაზე „ერთი”  თვლაზე „ორი”   თვლაზე „სამი”

ნახ. 15. 7. (გადასვლა მდგომარეობიდან – „იარაღი მარჯვენა მხარზე”,

მდგომარეობაში – „იარაღი ფეხთან”)”;

დ) მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ესკიზი „(ნახ. 15.8.)” ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 თვლაზე „ერთი”    თვლაზე „ორი” თვლაზე „სამი”            თვლაზე „ოთხი”

ნახ. 15. 8. (გადასვლა მდგომარეობიდან – „იარაღი ფეხთან”,

მდგომარეობაში – „იარაღი მარცხენა მხარზე”);

 

ე) მე-9 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ)    თვლაზე „სამი”, მოსამსახურე ითავისუფლებს მარცხენა ხელს და თავის დაუხრელად, მარჯვენა ხელით მიიტანს იარაღს მარცხენა მხართან ისე, რომ იდაყვი დაბლა დარჩეს დახრილი. ამავე დროს, მარცხენა ხელის ცერს და საჩვენებელ თითს ჰკიდებს კონდახის ზედა ნაწილს. მარცხენა გაშლილი ხელით იარაღის კონდახს იკავებს მხრის გასწვრივ წინ გაწეულ მდგომარეობაში.;

ვ)მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ესკიზი - „(ნახ. 15.9.)” ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

თვლაზე „ერთი”         თვლაზე „ორი”  თვლაზე „სამი”  თვლაზე „ოთხი”

 

ნახ. 15. 9. ( გადასვლა მდგომარეობიდან – „იარაღი მარცხენა მხარზე”,         

მდგომარეობაში – „იარაღი ფეხთან”)”.

2.   ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის

სპეციალური სამსახურის უფროსი

სახელმწიფო დაცვის

გენერალ-მაიორი                                      თ. ჯანაშია