დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს გამომცემლობა სამშობლოს კრედიტორთა საყურადღებოდ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | აღსრულების ეროვნული ბიურო |
| მიღების თარიღი | 11/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
შპს „გამომცემლობა სამშობლოს” კრედიტორთა საყურადღებოდ
2012 წლის 31 იანვრიდან 2012 წლის 9 თებერვლამდე მიმდინარეობდა პირველი აუქციონი, სადაც გამოტანილი იყო შპს „გამომცემლობა სამშობლოს“ ქონება ერთანი კომპლექსის სახით. აუქციონი დასრულდა უშედეგოდ.
გაცნობებთ, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38- ე მუხლის მე- 10 პუნქტის თანახმად, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია და ქონების საწყისი ფასი კრედიტორთა მოთხოვნებზე ნაკლებია, ნებისმიერ კრედიტორს, რომლის მოთხოვნასაც ფარავს, მაგრამ არ აღემატება პირველ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების საწყისი ფასი, უფლება აქვს, პირველი აუქციონის დასრულებიდან 20 დღის ვადაში მიმართოს გაკოტრების მმართველს ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში კრედიტორი ვალდებულია დაფაროს წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნები და მიმართვას დაურთოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის მიზნით თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთზე მეტი მიმართვის არსებობისას ქონების საკუთრებაში მიღების უფლება წარმოეშობა იმ კრედიტორს, რომლის მიმართვაც, ამ პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით, უფრო ადრეა რეგისტრირებული.
გაკოტრების მმართველის
აღსრულების ეროვნული ბიუროს
წარმომადგენელი ვ. ხაჭაპურიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები