განჩინება შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/9905-10
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 06/02/2012
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/9905-10
06/02/2012
ვებგვერდი, 13/02/2012
განჩინება შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

2012 წლი6 თებერვალი                                      

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი: მოვალე შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისი“

წარმომადგენელი: როდ სულავა (დირექტორი);

მოთხოვნა: გაკოტრბის საქმის წარმოების გახსნა;

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განმცხადებლის შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლგიას 2010 წლის 24 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ დირექტორმა როლანდ სულავამ და ითხოვა აღნიშნული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში, შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ გაკოტრბის მმართველად დაინიშნა ვახტანგ კეკელიძე.

2012 წლის 3 თებერვალს თბილისის საქალქო სასამართლოში შემოსავლების სამსახურმა წარმოადგინა 2012 წლის 31 იანვრის შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის გაკოტრბის მმართველის სამეურვეო ქონების ნატურით გადაცემის თაობაზე ხელმოწერილი ხელშეკრულება მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მიაჩნია, რომ დანიშნული უნდა იქნას კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნს საკითხი: შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის და საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრბის საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრბის მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნს 2012 წლის 22 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6, დარბაზი №29).

2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ამავე სასამართლოში მხარეებისათვის განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე               თ. ჭუნიაშვილი