დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1218 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/12/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 10/01/2002 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.001.015 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) 273-ე მუხლის მე-3 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიერ ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ჰიდროელექტროსადგურებისათვის წყლის მიწოდება დღგ-ით დაიბეგროს 1999 წლის 22 ივლისიდან ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ამ მუხლით დადგენილი წესით, ხოლო 2000 წლის 1 იანვრიდან 2003 წლის 1 ოქტომბრამდე – დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 21 დეკემბერი.
№1218_Iს
დოკუმენტის კომენტარები