„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016307
  • Word
41/ნ
09/02/2012
ვებგვერდი, 14/02/2012
430030000.22.022.016307
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 41/ნ

2012 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ III, 09.01.2007, 3, მუხ.22) შეტანილ იქნცვლილება და:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. უცხო ენის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის გათვალისწინებული კრედიტების ფარგლებში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს, გარდა ფილოლოგიის სპეციალობაზე ჩარიცხული სტუდენტისა, სასწავლო პრაქტიკა, როგორც კრედიტის შემადგენელი კომპონენტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უღიარდება მხოლოდ ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის ბ”, გ” და დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი სერთიფიკატის წარდგენის შემდეგ.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

15. ბაკა­ლავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო საფეხურებზე უცხო ენის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშება ხდება შემდეგი პირობების დაცვით:

ა) უცხო ენის სილაბუსით დაგეგმილი სწავლის შედეგების საბოლოო შეფასებამდე ბაკა­ლავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერიფიკატი;

ბ) ბაკა­ლავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტმა, რომელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნად არჩეული ჰქონდა ინგლისური ენა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ქვემოთ მითითებული პირობის შესაბამისი ერთ-ერთი სერიფიკატი:

ტოიფელი (TOEFL PBT)

 

ტოიფელი (TOEFL IBT)

 

ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები (IELTS)

ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები

(Cambridge Exam)

ქულათა ოდენობა:

არანაკლებ 513 ქულა

ქულათა ოდენობა:

არანაკლებ 65 ქულა

ქულათა ოდენობა: არანაკლებ 5,5 ქულა

ცოდნის დონე: არანაკლებ FCE

 

გ) ბაკა­ლავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტმა, რომელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნად არჩეული ჰქონდა ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა, გარდა ინგლისური ენისა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ქვემოთ მითითებული პირობის შესაბამისი ერთ-ერთი სერთიფიკატი:

ტოიფელი (TOEFL PBT)

 

ტოიფელი (TOEFL IBT)

 

ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები

(IELTS)

ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები

(Cambridge Exam)

ქულათა ოდენობა:

არანაკლებ 437 ქულა

ქულათა ოდენობა:

არანაკლებ 41 ქულა

ქულათა ოდენობა:

არანაკლებ 4,0 ქულა

ცოდნის დონე: არანაკლებ PET

დ) ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სერტიფიკატების შესატყვის დონეზე უცხო ენის ცოდნის დადასტურების მიზნით სტუდენტი უფლებამოსილია ჩააბაროს:

დ.ა) სსიპ გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდა;

დ.ბ) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდა, რომელსაც ამ საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილება უდასტურდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით.

ე) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის მიერ ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში სტუდენტს აუნაზღაურებს ცენტრის მიერ ორგანიზებული სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის პროპორციულად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტის ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურს აანაზღაურებს სრულად, მხოლოდ ერთხელ.”

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისათვის აუცილებელი სტანდარტების შემუშავება ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით არა უგვიანეს 2012 წლის 1 მაისისა.

5. დაევალოს ცენტრს ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთათვის ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის ორგანიზება არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა.”.

მუხლი 2.

ა) ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტისა;

ბ) ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

. შაშკინი