„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 39/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016305
  • Word
39/ნ
09/02/2012
ვებგვერდი, 14/02/2012
040030000.22.022.016305
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 39/ნ

2012 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში (სსმ III, 25.07.2006 წ., №98, მუხ. 1346) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1’’ ქვეპუნქტი:

„თ1) სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კვლევების ჩატარების საფუძველზე სამინისტროსათვის რეკომენდაციებისა და ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადების წინადადებების შეთავაზება;’’;

ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ქმნის, ავრცელებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით უკეთებს რეალიზებას საინფორმაციო ბუკლეტებს, პერიოდულ გამოცემებს, მეთოდურ სახელმძღვანელოებს, გზამკვლევებს, სასკოლო სახელმძღვანელოებს და თავისი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვადასხვა მასალას;’.’

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი