„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის N1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის N1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016303
  • Word
37/ნ
09/02/2012
ვებგვერდი, 14/02/2012
430210000.22.022.016303
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის N1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 37/ნ

2012 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით (სსმ III, 03.12.2008 №172, მუხ.1757, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412) დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ამოღებულ იქნეს IX თავი;

ბ) ამოღებულ იქნეს X თავი;

გ) ამოღებულ იქნეს XI თავი;

დ) მე-XIII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XIII

საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

    მუხლი 30. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები

ა) მიმართულება: ზეპირმეტყველება:

ა.ა) სხვათა მეტყველების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით, ვერბალური (შესაფერისი ენობრივი კონსტრუქციები, ადეკვატური ლექსიკა, მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები: ირონია, იუმორი, ეპითეტი, შედარება და სხვა) და არავერბალური (ჟესტი, მიმიკა, ინტონაცია, ხმის აწევ-დაწევა, პაუზა და სხვა) საშუალებების ეფექტურობის თვალსაზრისით;

ა.ბ) საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი აქტიური მოსმენის სტრატეგიების გამოყენება (კითხვის დასმა, მოსმენილის პარიფრაზირება, ჩანიშვნა და ..);

ა.გ) სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი სამეტყველო სტრატეგიებისა და აუდიტორიაზე ზემოქმედების ვერბალური და არავერბალური ხერხების ეფექტური გამოყენება;

ა.დ) საჯარო გამოსვლებისთვის მომზადების სტრატეგიების ფლობა (ინფორმაციის შეგროვება, ტექსტის დაგეგმვა, ჩანაწერების/სლაიდ-შოუს, თვალსაჩინო მასალის მომზადება, კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენება, ინფორმაციის რელევანტურობისა და სანდოობის გადამოწმება, ტექსტის დამახსოვრება, რეპეტიციის გავლა);

ა.ე) სხვადასხვა ჟანრის, ეპოქისა და კულტურის მხატვრული ტექსტების გაანალიზება ჟანრული მახასიათებლების, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის, კომპოზიციური თავისებურების, სტრუქტურული ელემენტების, სიუჟეტის განვითარების, პერსონაჟის ხატვის ხერხების, მთხრობელის პოზიციის, ისტორიული კონტექსტისა და ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების გათვალისწინებით;

ა.ვ) სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში ასახული პრობლემატიკის, თემებისა და იდეების გაანალიზება და შედარება ისტორიული, სოციალური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით; ქართული მწერლობის მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში გაანალიზება;   

ა.ზ) სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის მიზნის განსაზღვრა და შეფასება მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;

ა.თ) ტექსტის ლინგვისტური ანალიზი (ტექსტის სტრუქტურა; ტექსტის ფუნქციური ტიპები; ენობრივ-გამომხატველობითი საშუალებები);

ა.ი) კითხვის სტრატეგიების გამოყენება (საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროში; ტექსტებში მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება; მარკირების სისტემის გამოყენება; სქემების, დიაგრამების, ცნებათა განმარტებების და .. გამოყენება მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და იდეების გასააზრებლად და დასამუშავებლად; ტექსტიდან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციისა და ლექსიკური ერთეულების მონიშვნა/ამოწერა).

ბ) მიმართულება: კითხვა

ბ.ა) სხვადასხვა ჟანრის, ეპოქისა და კულტურის მხატვრული ტექსტების გაანალიზება ჟანრული მახასიათებლების, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის, კომპოზიციური თავისებურების, სტრუქტურული ელემენტების, სიუჟეტის განვითარების, პერსონაჟის ხატვის ხერხების, მთხრობელის პოზიციის, ისტორიული კონტექსტისა და ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების გათვალისწინებით;

ბ.ბ) სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში ასახული პრობლემატიკის, თემებისა და იდეების გაანალიზება და შედარება ისტორიული, სოციალური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით;

ბ.გ) სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის მიზნის განსაზღვრა და შეფასება მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;

ბ.დ) ტექსტის ლინგვისტური ანალიზი (ტექსტის სტრუქტურა; ტექსტის ფუნქციური ტიპები; ენობრივ-გამომხატველობითი საშუალებები);

ბ.ე) კითხვის სტრატეგიების გამოყენება (საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროში, მათ შორის, რომელიმე უცხოურ ენაზე შექმნილ ტექსტში; თარგმანისა და ორიგინალის კონტენტ-ანალიზი, მხატვრული/არამხატვრული თარგმანის თავისებურებების გამოკვეთა: ავტორი და მთარგმნელი, ლექსიკოლოგიის საკითხები მხატვრული/არამხატვრული თარგმანის დროს: ფრაზეოლოგიზმები და მყარი შესიტყვებები, ჟარგონი, დიალექტიზმი, არქაიზმი, პროფესიული ლექსიკა; სტილისტური ეფექტების შემქმნელი მხატვრული გამოსახვის საშუალებების თარგმანი და სხვ);

ბ.ვ) ტექსტებში მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება;

ბ.ზ) მარკირების სისტემის გამოყენება;

ბ.თ) სქემების, დიაგრამების, ცნებათა განმარტებების და .. გამოყენება მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და იდეების გასააზრებლად და დასამუშავებლად; ტექსტიდან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციისა და ლექსიკური ერთეულების მონიშვნა/ამოწერა).

გ) მიმართულება: წერა

გ.ა) წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის, შესაბამისი სტრუქტურული მახასიათებლებისა და ენობრივი ნორმების დაცვით (აკადემიური წერათეზისის ჩამოყალიბება, არგუმენტირებული მსჯელობის წარმოება, ტექსტის შესავალი და დასკვნითი ნაწილების ფორმულირება, კონტრარგუმენტის/ანტითეზისის არგუმენტაციასა და თეზისთან დაპირისპირება, შესაბამისი ლექსიკისა და სტილის გამოყენება; მხატვრული წერასათქმელის მხატვრული ფორმით გამოსახვა, სიუჟეტის აგება, პერსონაჟის დახასიათება, გარემოს აღწერა და მხატვრული გამოსახვის ხერხების გამოყენება; ესეს ტიპის რეფლექსიის დაწერა, სადაც წარმოდგენილი იქნება განსახილველი საკითხი, ავტორისეული მოსაზრებები, შთაბეჭდილებები და შეფასებები საკითხთან დაკავშირებით; ოფიციალურ-საქმიანი ტექსტის შექმნა სათანადო მოდელების გამოყენებით, ოქმების, ანგარიშის ფორმატის დაცვით, პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით; რეფერატის შედგენა, თემების შერჩევა რეფერირებისათვის, ანალიზის შესაბამის ფორმატში დაწერა, წყაროების, ავტორის შესახებ ცნობების, გამოცემის დროისა და ადგილის მითითებით).

გ.ბ) წერის სათანადო სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება (მიზნისა და აუდიტორიის განსაზღვრა, ნაწერის დაგეგმვა, კომპოზიციის აგება, სამუშაო ვერსიის ხელახალი გადასინჯვა, ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება, ტექსტის შესადგენად და დასაფორმატებლად კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენება, ნაწერის რედაქტირება-კორექტირება).

    მუხლი 31. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა

ა) ზოგადი ცნობები ქართული ენის შესახებ:

ა.ა) ქართული სალიტერატურო ენის განვითარების საფეხურები; ქართული სალიტერატურო ენა და კილოები; ქართული დამწერლობის ისტორია; ენათა ოჯახები; ქართული და მისი მონათესავე ენები.

ბ) ფონეტიკა-ფონოლოგიის საკითხები:

ბ.ა) ასო და ბგერა. ბგერათა ფონოლოგიური დახასიათება (წარმოთქმის ადგილისა და მჟღერობა-სიყრუის მიხედვით; ცალეულები, წყვილეულები, სამეულები). ძირითადი ფონეტიკური პროცესები (ასიმილაცია, დისიმილაცია, მეტათეზისი, ბგერის დაკარგვა და სხვ.). ინტონაცია. ინტონაციის ძირითადი ელემენტები: ლოგიკური მახვილი, მელოდიკა, მეტყველების ტემპი, ხმის ტემბრი. პაუზა და მისი აზრობრივი დატვირთვა.

გ) გრამატიკა:

გ.ა) მორფოლოგია და სინტაქსი. სახელები. სახელთა ბრუნება; მრავლობითი რიცხვის წარმოება; არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი სახელების წარმოება და ფუნქციები; ნაცვალსახელის ჯგუფები, წარმოება და თავისებურებები; სახელთა ბრუნებასთან და წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები ძველ ქართულში. ზმნა. ზმნის პირი და პირიანობა; ზმნის დრო, კილო და ასპექტი, ქცევა და კონტაქტი; გარდამავლობა, გვარი; ზმნისწინი და მისი ფუნქციები (მიმართულება, ასპექტი, სიტყვაწარმოება); ზმნის უღლებასთან დაკავშირებული საკითხები ძველ ქართულში; ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები. წინადადება. სინტაქსური კავშირის სახეები; წინადადებების კლასიფიკაცია შინაარსისა და შედგენილობის მიხედვით; მარტივი წინადადება; შერწყმული წინადადება; რთული წინადადება: თანწყობა და ქვეწყობა; პირდაპირი და ირიბი ნათქვამი. განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები. ძველი ქართული ენისათვის დამახასიათებელი სინტაქსური თავისებურებანი.

დ) ორთოგრაფია:

დ.ა) ორთოგრაფიის წესები და ნორმები.

ე) პუნქტუაცია:

ე.ა) პუნქტუაციის წესები. პუნქტუაციის ნიშნების სტილისტური შესაძლებლობები. პუნქტუაცია და ინტონაცია.

ვ) ლექსიკოლოგია:

ვ.ა) სიტყვაწარმოების თავისებურებანი ქართულ ენაში. სინონიმები, ომონიმები, ანტონიმები, დიალექტიზმები, ჟარგონი, არქაიზმები, ნეოლოგიზმები, პროფესიული ლექსიკა; სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხმარება; სიტყვის კონტექსტური მნიშვნელობა; ფრაზეოლოგიზმები და მყარი შესიტყვებები; ბარბარიზმები; ეტიმოლოგია.

ზ) ენისა და ტექსტის ურთიერთმიმართება:

ზ.ა) წინადადებისა და მისი კომპონენტების ორგანიზება;

ზ.ბ.) ტექსტისა და მისი კომპონენტების ორგანიზება (თავი, როგორც ტექსტის სტრუქტურული ნაწილი; აბზაცი, როგორც ტექსტის კომპოზიციური ერთეული; აბზაცის ფუნქციები; ფრაგმენტი და მისი სახეები და სხვა);

ზ.გ) ტექსტის შემადგენელ კომპონენტთა სემანტიკური და სტრუქტურული ურთიერთდაკავშირების საშუალებანი (კავშირები, ანაფორული ნაცვალსახელები და ზმნიზედები, ლექსიკური განმეორება, სინონიმური ჩანაცვლება, ზმნა-შემასმენელთა ურთიერთმიმართება დროის, კილოსა და ასპექტის მიხედვით);

ზ.დ) წინადადებათა გადაბმის სახეები (ჯაჭვური, პარალელური, შერეული);

ზ.ე) მეტყველების ტიპების კლასიფიკაცია აგებულების მიხედვით (პირველი, მეორე, მესამე პირის მეტყველება და მისი გამოყენების სფეროები და თავისებურება);

ზ.ვ) ტექსტების კლასიფიკაცია სხვისი ნათქვამის გადმოცემის (ირიბი ნათქვამი, პირდაპირი ნათქვამი), მეტყველების მონაწილეთა რაოდენობის (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი) მიხედვით;

მეტყველების ფუნქციური ტიპები (აღწერა, თხრობა, მსჯელობა, მათი სტრუქტურული და სტილური თავისებურებანი);

ზ.ზ) ტექსტების ფუნქციურ-სტილური ტიპოლოგია (სასაუბრო, სამეცნიერო, ოფიციალურ-საქმიანი, მხატვრული, პუბლიცისტური);

ზ.თ) ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები: ტროპული მეტყველება (ეპითეტი, მეტაფორა, ირონია, გაპიროვნება...), სტილისტური ფიგურები (განმეორება, პარალელიზმი...), ფრაზეოლოგიზმი, მყარი შესიტყვება, დიალექტიზმი, ჟარგონი, ნეოლოგიზმი და სხვ.

თ) მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:

თ.ა) მხატვრული ტექსტის ელემენტები: მხატვრული ტექსტის ბგერითი ორგანიზაცია: ალიტერაცია, ასონანსი, რითმა; რითმის სახეები, გარითმვის ხერხები; ბგერწერის ფუნქცია; მხატვრული ნაწარმოების ინტონაციური ანალიზი და გამომეტყველებითი კითხვა; გაპიროვნება, შედარება, მეტაფორა; აფორიზმი; სტილისტური ეფექტების შემქმნელი მხატვრული საშუალებანი (განმეორება, პარალელიზმი და სხვ.);

თ.ბ) მხატვრული ნაწარმოების სტილის განმსაზღვრელი ფონოლოგიური (ალიტერაცია, ასონანსი) და სემანტიკური (მეტაფორა, ევფემიზმი, მეტონიმია) ფიგურები, სინტაქსური ფიგურები.

ი) ქართული ლიტერატურის ძირითადი ეტაპები:

ი.ა) ძველი ქართული მწერლობასასულიერო მწერლობა (ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია), ისტორიოგრაფია, კლასიკური პერიოდის მწერლობა, აღორძინების პერიოდის მწერლობა;

ი.ბ) ახალი ქართული მწერლობა – XIX საუკუნის მწერლობა და ამ პერიოდის ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობანი: რეალიზმი, რომანტიზმი;

ი.გ) უახლესი ქართული მწერლობა – XX საუკუნის მწერლობა და ამ პერიოდის ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობანი: სიმბოლიზმი, იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, ფუტურიზმი, პოსტმოდერნიზმი.

კ) რეკომენდებულ ქართველ მწერალთა ჩამონათვალი: (ჩამონათვალი სარეკომენდაციო ხასიათისაა)

კ.ა) იაკობ ხუცესი, იოანე საბანისძე, გიორგი მერჩულე, დავით აღმაშენებელი, შოთა რუსთაველი, სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, დავით გურამიშვილი, ბესიკ გაბაშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გიორგი ერისთავი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა, დავით კლდიაშვილი, ნიკო ლომოური, ვასილ ბარნოვი, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, ეგნატე ნინოშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, გერონტი ქიქოძე, დემნა შენგელაია, გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ტერენტი გრანელი, ვალერიან გაფრინდაშვილი, პოლიკარპე კაკაბაძე, გიორგი ლეონიძე, იოსებ გრიშაშვილი, შოთა ნიშნიანიძე, სიმონ ჩიქოვანი, ნიკო სამადაშვილი, ლადო ასათიანი, ლევან გოთუა, მირზა გელოვანი, გიორგი შატბერაშვილი, ოთარ ჩხეიძე, გურამ რჩეულიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, არჩილ სულაკაური, ანა კალანდაძე, გივი გეგეჭკორი, რეზო ინანიშვილი, რეზო ჭეიშვილი, ნაირა გელაშვილი, მურმან ლებანიძე, ნოდარ წულეისკირი, მუხრან მაჭავარიანი, ნოდარ დუმბაძე, მერაბ ელიოზიშვილი, ოთარ ჭილაძე, ჯემალ ქარჩხაძე, გურამ გეგეშიძე, ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, გურამ ასათიანი, აკაკი ბაქრაძე, თამაზ ბიბილური, ვლადიმერ სიხარულიძე, გურამ დოჩანაშვილი, ოტია იოსელიანი, გოდერძი ჩოხელი, შოთა ჩანტლაძე, ჯემალ თოფურიძე, ნუგზარ შატაიძე, აკა მორჩილაძე და სხვა.

    მუხლი 32. სწავლების მეთოდები

ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა:

ა.ა) ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამაზე დაყრდნობით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, შესაბამისი ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;

ა.ბ) ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი სასწავლო გეგმის შედგენა, სადაც მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა და რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს, შეხედულებებსა და გამოცდილებას;

ა.გ) ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეებში გააზრებული და საფუძვლიანი ცოდნის შეძენასა და უნარ-ჩვევების გამომუშავება- განვითარებაზე;

ა.დ) სასწავლო პროცესისათვის იმ ტიპის აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს წიგნიერების უნარს. - ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარს;

ა.ე) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით ისეთი საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა, აქტივობების დაგეგმვა და დავალებების შერჩევა/შედგენა, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს ტექსტის მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზებისა და შეფასების უნარ-ჩვევებს;

ა.ვ) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით ისეთი საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა, აქტივობების დაგეგმვა და დავალებების შერჩევა/შედგენა, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს ზეპირი და წერითი მეტყველების უნარ-ჩვევებს;

ა.ზ) სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ისეთი აქტივობების შერჩევა ან შედგენა, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, პარალელი გაავლონ უცხოურ და მშობლიურ სოციოკულტურულ სამყაროებს შორის, ამოიცნონ და გააანალიზონ მსგავსება-განსხვავებანი, დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები, შეადარონ ერთმანეთს ქართული ლიტერატურისა და შესაბამისი პერიოდის მსოფლიო ლიტერატურის ცნობილი ნაწარმოებები;

ა.თ) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების მიზნების განსაზღვრა და შესაბამისი აქტივობების შერჩევა (მაგ.: აღწერითი ტიპის მხატვრული ტექსტის ენობრივი მახასიათებლების [ზედსართავი სახელების, მიმღეობების ჭარბი გამოყენება, განსაზღვრებითი და გარემოებითი წინადადებების სიმრავლე და სხვ.] ამოცნობა-გაანალიზება და მათი გამოყენება ამავე ტიპის ტექსტის შექმნისას);

ა.ი) ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა ქართულის, როგორც მეორე ენის, სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად;

ა.კ) სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან თანამშრომლობა და ერთობლივი სტრა­ტეგიების შემუშავება – ინტეგრირებული გაკვეთილებისა და სხვადასხვა არასაგაკვეთილო აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა;

ა.ლ) მიზნის შესაბამისი შეფასების ისეთი ტიპებისა და ფორმების შერჩევა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება არა მარტო გამოვლინდეს მოსწავლეთა შესაძლებლობანი და შეფასდეს მათი ცოდნა და უნარ-ჩვევები, არამედ ხელი შეეწყოს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას;

ა.მ) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმებისა და ხერხების შერჩევა/შემუშავება, კომპლექსური დავალებების შესაფასებლად სათანადო კრიტერიუმების სქემების (რუბრიკების) შემუშავება და თითოეულის წონის განსაზღვრა დასახული პრიორიტეტული მიზნების გათვალისწინებით;

ბ) სასწავლო პროცესის წარმართვა:

.ა) სწავლისა და სწავლების ეფექტური სტრატეგიების გამოყენება;

ბ.ბ) ისეთი აქტივობებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივირებას ზეპირ თუ წერით აქტივობაში ჩასაბმელად, ტექსტის მოსასმენად/წასაკითხად: მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინება, თვითგამოხატვისა და არჩევანის საშუალების მიცემა წინმსწრები სამოტივაციო აქტივობების შემუშავება: ვარაუდების გამოთქმა, შინაარსის/ინფორმაციის მოსწავლის პირად გამოცდილებასთან დაკავშირება, მოსწავლის ცოდნის გააქტიურება, დამხმარე ინსტრუქციების მიცემა, მოსმენილის/წაკითხულის ირგვლივ აზრის გამოთქმისა და დისკუსიის წახალისება და სხვა;

ბ.გ) ისეთი აქტივობებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს საკითხავი/წერითი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევებს: იმ ფაქტორების გათვალისწინება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს კითხვისა და წერის უნარების განვითარებაზე (მოსწავლის ცოდნა და გამოცდილება, ენობრივი კომპეტენცია, შესაქმნელი ტექსტის ტიპის, მისი სტრუქტურისა და ჟანრობრივი მახასიათებლების ცოდნა, სტრატეგიების გამოყენების უნარი) და მათი გამოყენება მოსწავლეთა ეფექტური სტრატეგიებით უზრუნველყოფის მიზნით (მაგ.: გაცნობითი/ძიებითი/შესწავლითი კითხვის მიზნობრივად გამოყენება, ტექსტის სტრუქტურულ თავისებურებებსა თუ ჟანრობრივ მახასიათებლებზე დაკვირვება, მიზნისა და აუდიტორიის განსაზღვრა, იდეების გენერაცია-დახარისხება, დაგეგმვა, სამუშაო ვარიანტის გაუმჯობესება-გადამუშავება თვითშეფასების/ ურთიერთ-შეფასების გზით და სხვა);

ბ.დ) ისეთი აქტივობებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს სამეტყველო ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევებს: იმ ფაქტორების გათვალისწინება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ზეპირი მეტყველების უნარის განვითარებაზე (მოსწავლის ცოდნა და გამოცდილება, ენობრივი კომპეტენცია, ფსიქოსოციალური ფაქტორები, სტრატეგიების გამოყენების უნარი) და მათი გამოყენება მოსწავლეთა ეფექტური სტრატეგიებით უზრუნველყოფის მიზნით (მაგ.: ინფორმაციის შეგროვება, მიზნისა და აუდიტორიის განსაზღვრა, იდეების გენერაცია-დახარისხება, დაგეგმვა, ჩანაწერების მომზადება, თვალსაჩინო მასალის მომზადება, რეპეტიციის გავლა, თანაშეფასებაში მონაწილეობა და სხვა);

ბ.ე) ისეთი აქტივობებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის ჩაბმას საკლასო აქტივობებში: დიფერენცირებული დავალებების მიცემა მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამოცანების განსაზღვრა, კლასში პასუხების/მოსაზრებების შედარება-გაანალიზების ხელშეწყობა, საკამათო საკითხებზე დისკუსიის წახალისება და სხვა;

ბ.ვ) ისეთი სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც ხელს შუწყობს მოსწავლეებს შედეგების დამოუკიდებლად გაუმჯობესებაში: მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების შემუშავების, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების პროცესში; ხელშეწყობა, რომ მათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, აღმოფხვრან ხარვეზები, მოიძიონ პრობლემათა გადაჭრის გზები და სხვა;

ბ.ზ) ქართული გრამატიკის სწავლა/სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინება და ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც მოსწავლეებს გაუადვილებს მის ათვისებას;

ბ.თ) ზეპირ და წერით კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით ეტაპობრივი, თანამიმდევრული სვლის უზრუნველყოფა აღქმა-გაგებიდან (კითხვა/მოსმენა), შექმნა-შედგენისაკენ (ლაპარაკი და წერა): მოსალოდნელი შედეგიდან გამომდინარე, კონკრეტული ენობრივი და კომუნიკაციური უნარების განსაზღვრა (ამა თუ იმ გრამატიკული ფორმის, სინტაქსური ყალიბის, ენობრივი კონსტრუქციების გამოყენება, ლექსიკური ერთეულების ათვისება; წინადადებების/აბზაცების აზრობრივი გადაბმა, ტექსტის სტრუქტურა და სხვა);

ბ.ი) ისეთი მიდგომების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პიროვნულ, კულტურულ და ინტერკულტურულ განვითარებას:

ბ.კ) მოსწავლეთათვის ისეთი დავალებების/ამოცანების შეთავაზება, რომელთა გადაჭრაც ხელს შეუწყობს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას;

ბ.ლ) პედაგოგიურ პრაქტიკაში ისეთი აქტივობებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც მოსწავლეებს ინტერდისციპლინური ანალოგიებისა და პარალელების ძიებისკენ უბიძგებს, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ თვითგამოხატვას და პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს (თეატრალური წარმოდგენების, ინსტალაციის დადგმა, ვიდეორგოლების, ფოტოესეების, ანიმაციის შექმნა და მათი მუსიკალური გაფორმება, გამოყენებითი ხელოვნების ელემენტების მეშვეობით ლიტერატურული ანტურაჟის და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალის გაცოცხლება და სხვ.);

გ) შეფასება:

გ.ა) ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერი­უმებისა და სქემების შედგენა და გამოყენება;

გ.ბ) მოსწავლეთა პროგრესისა და მიღწევების მონიტორინგის წარმართვა;

გ.გ) მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების აღნუსხვა, ანალიზი და ანგარიშის სახით წარმოდგენა;

გ.დ) მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად შეფასების მონაცემების გამოყენება;

გ.ე) საკუთარი და კოლეგების პედაგოგიური საქმიანობის შეფასება“;

ე) XIV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XIV

საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის საგნის პროფესიული სტანდარტი

    მუხლი 33. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები

ა) მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები

ა.ა) რიცხვების ადეკვატურად გამოყენება სხვადასხვა ასპექტში. რიცხვით სისტემებს შორის კავშირების გამოსახვა სხვადასხვა ხერხით, პოზიციური სისტემების გამოყენება, რიცხვების კლასიფიკაცია;

ა.ბ) ნამდვილ და კომპლექსურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება. რიცხვებზე მოქმედებების თვისებების გამოყენება, მათ შორის, კავშირების დასაბუთება და მათი გამოყენება;

ა.გ) რაოდენობების შეფასებისა და შედარების სხვადასხვა ხერხის გამოყენება. რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა ხერხით;

ა.დ) ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და მათი გამოყენება (მათ შორის რეალურ ვითარებაში);

ა.გ) რიცხვების თვისებების, რიცხვის გამოსახვის პოზიციური სისტემების და რიცხვებთან დაკავშირებული ზოგიერთი ალგორითმის გამოყენება საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისას.

ბ) მიმართულება: კანონზომიერებები და ალგებრა

ბ.ა) რიცხვითი მიმდევრობების, მწკრივებისა და ფუნქციათა თვისებების გამოყენება პრაქტიკული საქმიანობიდან ან მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე პრობლემების გადაჭრისას;

ბ.ბ) განტოლებათა და უტოლობათა სისტემების ამოხსნა და მათი გამოყენება პრობლემების გადაჭრისას;

ბ.გ) დისკრეტული მათემატიკის მეთოდების გამოყენება პრობლემების გადაჭრისას.

გ) მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა

გ.ა) ვექტორებზე მოქმედებების შესრულება და ვექტორების გამოყენება გეომეტრიული და საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას;

გ.ბ) გეომეტრიული ფიგურების (მათ შორის, ბრუნვით მიღებული სხეულების) ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება. გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და მათ შესახებ დებულებათა ფორმულირების ხერხების გამოყენება;

გ.გ) ფიგურებისა და მათი ელემენტების ზომების დადგენა და შეფასება სხვადასხვა ხერხით და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად;

გ.დ) ზოგიერთი არაევკლიდური გეომეტრიის თვისებების ჩამოყალიბება და მათსა და ევკლიდურ გეომეტრიას შორის განსხვავების აღწერა. სფერული გეომეტრიის თვისებების გამოყენება ობიექტთა ზომების და მათ შორის მანძილების დასადგენად;

გ.ე) გეომეტრიული გარდაქმნების თვისებების ჩამოყალიბება და მათი გამოყენება გეომეტრიული და პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას;

გ.ვ) სიმრავლის (წერტილთა გეომეტრიული ადგილის”) ცნების გამოყენება გეომეტრიული ობიექტების გამოსახვისას და მათი თვისებების აღსაწერად;

გ.ზ) სივრცით ფიგურასა და მის კვეთებს/გეგმილებს შორის კავშირების დადგენა. სივრცითი ფიგურის კვეთებისა და გეგმილების გამოყენება ამ ფიგურის შესასწავლად;

გ.თ) დედუქციური/ინდუქციური მსჯელობის გამოყენება გეომეტრიულ დებულებათა დასამტკიცებლად.

დ) მიმართულება: მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

დ.ა) მონაცემთა მოწესრიგებისა და წარმოდგენის ხერხების ადეკვატურად გამოყენება დასმული ამოცანის ამოსახსნელად. მონაცემთა წარმოდგენის ხერხების ინტერპრეტირება;

მონაცემთა მოპოვების ხერხების ადეკვატურად შერჩევა და მათი გამოყენება დასმული ამოცანის გადასაჭრელად;

დ.ბ) მონაცემთა ანალიზი რიცხვითი და გრაფიკული მეთოდების გამოყენებით, შედეგების ინტერპრეტირება და დასკვნების ჩამოყალიბება;

დ.გ) ალბათური მოდელებისა და ალბათობის თვისებების აღწერა, მათი გამოყენება შემთხვევითი მოვლენების აღწერისას.

    მუხლი 34. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა

1. ალგებრა და ანალიზის საწყისები

ა) სიმრავლე, მოქმედებები სიმრავლეებზე

ა.ა) ქვესიმრავლე, ორი სიმრავლის ტოლობა, ცარიელი სიმრავლე;

ა.ბ) მოქმედებები სიმრავლეებზე: გაერთიანება, თანაკვეთა, სხვაობა, სიმრავლის დამატება.

ბ) მიმართებები

ბ.ა) სიმრავლეთა დეკარტული ნამრავლი. ბინარული მიმართება. მიმართებათა სახეები: ეკვივალენტობა, დალაგება, ასახვა;

ბ.ბ) დალაგებები რიცხვებში და სიბრტყეზე: ნორმით დალაგება, დალაგებული სიმრავლეების დეკარტული ნამრავლის დალაგება, ლექსიკოგრაფიული დალაგება.

გ) ლოგიკა

გ.ა) ლოგიკური ოპერაციები გამონათქვამებზე: უარყოფა, კონიუნქცია, დიზიუნქცია, იმპლიკაცია. მათი ჭეშმარიტულ მნიშვნელობების ცხრილი. გამონათქვამთა ტოლფასობის შემოწმება ჭეშმარიტულ მნიშვნელობათა ცხრილის საშუალებით;

გ.ბ) ზოგადმართებული გამონათქვამები, ლოგიკური გამომდინარეობა; დამტკიცების ცნება; გამონათქვამთა თავსებადი და არათავსებადი ერთობლიობები; გამონათქვამის კონვერსიული (მოპირდაპირე), ინვერსიული (შებრუნებული) და კონტრაპოზიციური გამონათქვამები;

გ.გ) კონტრაპოზიციის კანონი, მათემატიკური დებულებების დასაბუთების მეთოდები: დედუქცია, საწინააღმდეგოს დაშვება;

გ.დ) კონტრმაგალითის აგება და მათემატიკური ინდუქცია. უნივერსალობის და არსებობის კვანტორები.

დ) ასახვები

დ.ა) ასახვის განსაზღვრის არე. ასახვის მნიშვნელობათა სიმრავლე. ასახვის შეზღუდვა განსაზღვრის არის ქვესიმრავლეზე. ასახვის გრაფიკი, სიმრავლის ანასახი და წინასახე;

დ.ბ) ასახვათა კომპოზიცია. ასახვათა ტიპები: ინექცია, სურექცია, ბიექცია, ასახვის შექცევადობა.

დ.გ) სიმრავლეთა ევივალენტობა, სიმრავლის თვლადობა.

ე) მთელი რიცხვები

ე.ა) არითმეტიკული მოქმედებები მთელ რიცხვებზე.

ე.ბ) გამყოფი და ჯერადი, მარტივი და შედგენილი რიცხვები, მარტივ რიცხვთა სიმრავლის უსასრულობა;

ე.გ) ნატურალური რიცხვის დაშლა მარტივ მამრავლებად. დაშლის ერთადერთობა (არითმეტიკის ძირითადი თეორემა);

ე.დ) რამდენიმე მთელი რიცხვის უდიდესი საერთო გამყოფისა და უმცირესი საერთო ჯერადის მოძებნა. ევკლიდეს ალგორითმი;

ე.ე) გაყოფადობის ნიშნები და მათი კავშირი პოზიციურ სისტემასთან. ნაშთი, ნაშთთა არითმეტიკა (ჯამი და ნამრავლი).

ვ) რაციონალური რიცხვები

ვ.ა) რაციონალური რიცხვების წარმოდგენა წილადებისა და ათწილადების სახით;

ვ.ბ) რაციონალური რიცხვების შედარება და არითმეტიკული მოქმედებები რაციონალურ რიცხვებზე;

ვ.გ) რაციონალურ რიცხვა სიმრავლის თვლადობა.

ზ) ირაციონალური რიცხვები. ნამდვილი რიცხვები.

ზ.ა) ნამდვილ რიცხვის წარმოდგენა უსასრულო ათწილადის სახით;

ზ.ბ) ნამდვილი რიცხვების შედარება და არითმეტიკული მოქმედებები ნამდვილ რიცხვებზე.

ირაციონალური რიცხვის ცნება. ირაციონალური რიცხვების მაგალითები;

ზ.გ) არათანაზომადი მონაკვეთები. ირაციონალური რიცხვის ათობითი მიახლოება. ნამდვილ რიცხვთა სიმრავლის არათვლადობა.

თ) რიცხვითი გამოსახულებები და ცვლადის შემცველი გამოსახულებები

თ.ა) მოქმედებათა თანმიმდევრობა გამოსახულებებში, არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებები. გამოსახულების გარდაქმნა და მისი რიცხვითი მნიშვნელობის გამოთვლა. ტოლობები, იგივობები, განტოლებები, უტოლობები და მათი თვისებები.

თ.ბ) რიცხვის ჩაწერის პოზიციური სისტემები. რიცხვის გამოსახვა სხვადასხვა პოზიციურ სისტემაში. ერთ პოზიციურ სისტემაში გამოსახული რიცხვის გამოსახვა მეორე პოზიციურ სისტემაში.

ი) რიცხვითი ღერძი

ი.ა) ნამდვილი რიცხვის გამოსახვა რიცხვით ღერძზე. წერტილის კოორდინატი რიცხვით ღერძზე;

ი.ბ) რიცხვთა ღია და ჩაკეილი შუალედები. რიცხვის მოდული, მოდულის ძირითადი თვისებები და გეომეტრიული აზრი.

კ) პროპორცია

კ.ა) პროპორციის თვისებები, პროპორციის უცნობი წევრის პოვნა, რიცხვის დაყოფა მოცემული შეფარდებით;

კ.ბ) სიდიდეებს შორის პირდაპირპროპორციული და უკუპროპორციული დამოკიდებულება

რამდენიმე რიცხვის საშუალო არითმეტიკული, საშუალო გეომეტრიული და საშუალო ჰარმონიული, ოქროს კვეთა.

ლ) პროცენტი

ლ.ა) რიცხვის პროცენტი და ნაწილი, რიცხვის პროცენტისა და ნაწილის პოვნა;

ლ.ბ) რიცხვის პოვნა მისი პროცენტით ან ნაწილით, რიცხვის ჩაწერა პროცენტის სახით.

მ) ხარისხი

მ.ა) ხარისხი, ხარისხი ნატურალური, მთელი და რაციონალური მაჩვენებლით, ნამრავლის, ფარდობისა და ხარისხის ახარისხება. ტოლფუძიანი ხარისხების ნამრავლი და შეფარდება;

მ.ბ) -ური ხარისხის ფესვი, არითმეტიკული ფესვი, არითმეტიკული ფესვის თვისებები.

ნ) მრავალწევრები

ნ.ა) მრავალწევრების შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა;

ნ.ბ) ბეზუს თეორემა;

ნ.გ) ევკლიდეს ალგორითმი, მრავალწევრის დაშლა მამრავლებად;

ნ.დ) შემოკლებული გამრავლების ფორმულები. ნიუტონის ბინომი.

ო) ლოგარითმი

ო.ა) რიცხვის ლოგარითმი, ძირითადი ლოგარითმული იგივეობა. ლოგარითმის თვისებები. ნატურალური ლოგარითმი

 

პ) კოორდინატთა სისტემა

პ.ა) მართკუთხა კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე და სივრცეში, წერტილის კოორდინატები. ნამდვილ რიცხვთა წყვილის (სამეულის) გამოსახვა საკოორდინატო სიბრტყეზე (სივრცეში).

ჟ) ფუნქცია. ფუნქციის გრაფიკი

ჟ.ა) ფუნქციის განსაზღვრის არე. ფუნქციის მნიშვნელობათა სიმრავლე;

ჟ.ბ) ფუნქციის ზრდადობა, კლებადობა, ლუწობა, კენტობა, პერიოდულობა;

ჟ.გ) რთული ფუნქცია (ფუნქციათა კომპოზიცია), შექცეული ფუნქცია.

ჟ.დ) ფუნქციის გრაფიკის ცნება, გრაფიკის ზოგიერთი ტრანსფორმაცია (, , , , , ) .

ჟ.ე) კავშირი ფუნქციის თვისებებსა და მისი გრაფიკის თვისებებს შორის. ფუნქციის მოცემა ცხრილის, ფორმულისა და გრაფიკის საშუალებით.

ჟ.ვ) ელემენტარული ფუნქციები: მრავალწევრები, წილადწრფივი და რაციონალური, ხარისხოვანი, მაჩვენებლიანი, ლოგარითმული.

რ) ტრიგონომეტრიული ფუნქციები

რ.ა) კუთხის ზომა, კუთხის გრადუსული და რადიანული ზომა. კავშირი კუთხის რადიანულ და გრადუსულ ზომებს შორის;

რ.ბ) ტრიგონომეტრიული ფუნქციები: სინუსი, კოსინუსი, ტანგენსი და კოტანგენსი, მათი გრაფიკები. შექცეული ტრიგონომეტრიული ფუნქციები;

რ.გ) ტრიგონომეტრიული ფუნქციების პერიოდულობა. უმცირესი პერიოდის მოძებნა. ტრიგონომეტრიული ფუნქციების ლუწობა და კენტობა;

რ.დ) ძირითადი დამოკიდებულებები ერთი და იმავე არგუმენტის ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს შორის;

რ.ე) დაყვანის ფორმულები. ალგებრული მოქმედებები იგონომეტრიულ ფუნქციებზე.

ს) მატრიცები

ს.ა) მატრიცათა შეკრება და გამრავლება, ტრანსპოზიცია;

ს.ბ) დეტერმინანტი, მინორები და ალგებრული დამატებები, დეტერმინანტის თვისებები, დეტერმინანტის გამოთვლის ხერხები (ლაპლასის გაშლა);

ს.გ) მატრიცის შებრუნებადობა. შებრუნებული მატრიცის მოძებნა.

ტ) განტოლება, უტოლობები, განტოლებათა და უტოლობათა სისტემები.

ტ.ა) განტოლების ამონახსნი, ტოლფასი განტოლებები და განტოლებათა სისტემები.

ტ.ბ) წრფივი, კვადრატული, რაციონალური, მაჩვენებლიანი, ლოგარითმული, ირაციონალური, ტრიგონომეტრიული, მოდულის შემცველი განტოლებები და უტოლობები;

ტ.გ) წრფივ განტოლებათა სისტემის ამოხსნის ხერხები (უცნობის გამორიცხვის ხერხი, ალგებრული შეკრება, კრამერის თეორემა);

ტ.დ) ორი ცვლადის შემცველ წრფივ და კვადრატულ განტოლებათა სისტემები. ტოლფასი განტოლებები და განტოლებათა სისტემები;

ტ.ე) პარამეტრის შემცველი განტოლებები და განტოლებათა სისტემები;

ტ.ვ) წრფივ ორუცნობიან უტოლობათა სისტემა, მის ამონახსნთა სიმრავლის გამოსახვა საკოორდინატო სიბრტყეზე;

ტ.ზ) წრფივი დაპროგრამების ამოცანა (გეომეტრიული ამოხსნა);

ტ.თ) ამოცანების ამოხსნა განტოლებისა და განტოლებათა სისტემის გამოყენებით.

უ) რიცხვითი მიმდევრობები

უ.ა) რიცხვითი მიმდევრობა, როგორც ნატურალური არგუმენტის ფუნქცია. მიმდევრობის სახეები: მონოტონური, ზრდადი, კლებადი, მუდმივი შემოსაზღვრული, შემოუსაზღვრელი, კრებადი, განშლადი;

უ.ბ) არითმეტიკული პროგრესია: არითმეტიკული პროგრესიის -ური წევრისა და პირველი  წევრის ჯამის გამოსათვლელი ფორმულები;

უ.გ) გეომეტრიული პროგრესია: გეომეტრიული პროგრესიის -ური წევრისა და პირველი  წევრის ჯამის გამოსათვლელი ფორმულები;

უ.დ) მიმდევრობის მოცემის რეკურენტული ხერხი. ფიბონაჩის მიმდევრობა;

უ.ე) მიმდევრობის ზღვარი, რიცხვითი მიმდევრობის კრებადობა. კრებად მიმდევრობათა არითმეტიკული თვისებები. უსასრულოდ მცირე და უსასრულოდ დიდი მიმდევრობები;

უ.ვ) თეორემა ზრდადი (კლებადი), ზემოდან (ქვემოდან) შემოსაზღვრული მიმდევრობის კრებადობის შესახებ. ნეპერის რიცხვი;

უ.ზ) უსასრულოდ კლებადი გეომეტრიული პროგრესიის კრებადობა და ჯამის გამოსათვლელი ფორმულა.

ფ) ფუნქციის ზღვარი. ფუნქციის უწყვეტობა.

ფ.ა) ფუნქციის ზღვარი წერტილში. წერტილში ფუნქციის ზღვრის არითმეტიკული თვისებები;

ფ.ბ) ფუნქციის უწყვეტობა წერტილში. უწყვეტი ფუნქციის ცნება. ძირითად ელემენტარულ ფუნქციათა უწყვეტობა;

ფ.გ) სეგმენტზე განსაზღვრულ უწყვეტ ფუნქციათა გლობალური თვისებები: ბოლცანო-კოშის თეორემა შუალედური მნიშვნელობის შესახებ;

ფ.დ) ვაიერშტრასის თეორემა მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობების მიღწევადობის შესახებ.

ქ) ფუნქციის წარმოებული.

ქ.ა) ფუნქციის წარმოებული წერტილში. მისი გეომეტრიული და ფიზიკური შინაარსი;

ქ.ბ) არითმეტიკული მოქმედებები ფუნქციებზე და წარმოებული. ფუნქციათა კომპოზიციის წარმოებული, შექცეული ფუნქციის წარმოებული;

ქ.გ) ელემენტარულ ფუნქციათა წარმოებულები;

ქ. დ) წარმოებადი ფუნქციის გრაფიკის წერტილში მხები წრფის განტოლება. ფერმას თეორემა.

ღ) ფუნქციის გამოკვლევა

ღ.ა) ფუნქციის მონოტონურობის შუალედების დადგენა;

ღ.ბ) ფუნქციის გამოკვლევა ლოკალურ ექსტრემუმზე. სეგმენტზე განსაზღვრული წარმოებადი ფუნქციის უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობის მოძებნა;

ღ.გ) ფუნქციის ასიმპტოტების მოძებნა;

ღ.დ) ფუნქციის გრაფიკის სქემატური გამოსახვა.

ყ) ინტეგრალი

ყ.ა) ფუნქციის პირველადი და განუსაზღვრელი ინტეგრალი. განუსაზღვრელი ინტეგრალები ძირითად ელემენტარულ ფუნქციებისათვის;

ყ.ბ) რიმანის განსაზღვრული ინტეგრალი. მისი გეომეტრიული შინაარსი. რიმანის განსაზღვრული ინტეგრალის ძირითადი თვისებები: წრფივობა, ადიციურობა, ნაწილობითი ინტეგრება, ცვლადის გარდაქმნა განსაზღვრულ ინტეგრალში. ნიუტონ-ლაიბნიცის ფორმულა;.

ყ.გ) მრუდწირული ტრაპეციის ფართობის გამოთვლა განსაზღვრული ინტეგრალის გამოყენებით;

ყ.დ) წარმოებულისა და ინტეგრალის ფიზიკური შინაარსი (სიჩქარე, გავლილი მანძილი, სიმძლავრე, მუშაობა).

შ) კომპლექსური რიცხვები

შ.ა) კომპლექსური რიცხვების ჩაწერ ალგებრული და ტრიგონომეტრიული სახით;

შ.ბ) კომპლექსური რიცხვების გეომეტრიული ინტერპრეტაცია. კომპლექსური რიცხვის მოდული, არგუმენტი;

შ.გ) კომპლექსური რიცხვის შეუღლებული რიცხვი. არითმეტიკული მოქმედებები კომპლექსურ რიცხვებზე და მათი გეომეტრიული ინტერპრეტაცია;

შ.დ) კვადრატული სამწევრის კომპლექსური ფესვები;

შ.ე) ალგებრის ძირითადი თეორემა. ვიეტის თეორემა -ური ხარისხის მრავალ წევრებისათვის;

შ.ვ) კომპლექსური რიცხვის ნატურალური ხარისხი (მუავრის ფორმულა). -ური ხარისხის ფესვი კომპლექსური რიცხვიდან.

ჩ) კომბინატორიკის ელემენტები.

ჩ.ა) გადანაცვლებათა, ჯუფთებათა და წყობათა რაოდენობების გამოსათვლელი ფორმულები;

ჩ.ბ) ბინომური კოეფიციენტების თვისებები, პასკალის სამკუთხედი და ნიუტონის ბინომი.

ც) გრაფები

ც.ა) ძირითადი ცნებები გრაფთა თეორიიდან: წვერო, წიბო, რკალი, მარყუჟი, მოსაზღვრე წვეროები და წიბოები, წიბოს და წვეროს ინციდენტურობა. მარშრუტი, ციკლი;

ც.ბ) ორიენტირებული და არაორიენტირებული გრაფები, ხე, წვეროს ინდექსი, მარშრუტის სიგრძე;

ც.გ) გრაფების მოცემის ხერხები: ინციდენტურობის და მოსაზღვრეობის ცხრილებით, სიით. გრაფების იზომორფულობა;

ც.დ) გრაფის ეილერის მახასიათებელი;

ც.ე) გრაფის უნიკურსალურობა, ბმული გრაფის უნიკურსალურობის აუცილებელი და საკმარისი ნიშანი;

ც.ვ) ეილერის ციკლები და გზები, მათი არსებობის კრიტერიუმები.

ც.ზ) კომივოიაჟერის ამოცანა (ამოცანის ფორმულირება და მარტივი კერძო შემთხვევების განხილვა).

ა) გეომეტრიის საწყისი ცნებები

ა.ა) საწყისი ცნებები, გეომეტრიის აქსიომატური ბუნება. აქსიომები და ძირითადი გეომეტრიული ობიექტები;

ა.ბ) წერტილი, წრფე. სხივი, მონაკვეთი, ტეხილი. მანძილი ორ წერტილს შორის. მონაკვეთის სიგრძე, ტეხილის სიგრძე. მანძილის თვისება (სამკუთხედის უტოლობა);

ა.გ) კუთხე, კუთხის გრადუსული ზომა, მართი, მახვილი, ბლაგვი და გაშლილი კუთხეები. კუთხის ბისექტრისა. მისი თვისება;

ა.დ) მონაკვეთის შუამართობი. მონაკვეთის შუამართობის თვისება;

ა.ე) მოსაზღვრე და ვერტიკალური კუთხეები. მოსაზღვრე კუთხეების ჯამი. ვერტიკალური კუთხეების ტოლობა;

ა.ვ) წრფეების ურთიერთგანლაგება. წრფეთა პარალელურობა. ორი წრფის მესამე წრფით გადაკვეთისას მიღებული კუთხეები. ორი პარალელური წრფის მესამეთი გადაკვეთისას მიღებული კუთხეების თვისებები. წრფეთა პარალელურობის ნიშნები;

ა.ზ) კუთხე ორ წრფეს შორის. წრფეთა მართობულობა. მართობი, დახრილი და გეგმილი. მანძილი წერტილიდან წრფემდე;

ბ) მრავალკუთხედი

ბ.ა) გვერდი, წვერო, კუთხე, დიაგონალი, პერიმეტრი;

ბ.ბ) ამოზნექილი ფიგურის განსაზღვრება. ამოზნექილი მრავალკუთხედის კუთხეების ჯამი.

გ) სამკუთხედი

გ.ა) სამკუთხედის გვერდი, კუთხე, წვერო, მედიანა, ბისექტრისა, სიმაღლე და მათი თვისებები;

გ.ბ) სამკუთხედის სახეები: მართკუთხა, მახვილკუთხა, ბლაგვკუთხა, ტოლფერდა, ტოლგვერდა და მათი თვისებები;

გ.გ) სამკუთხედის კუთხეების ჯამი. სამკუთხედის გარე კუთხის თვისება;

გ.დ) დამოკიდებულება სამკუთხედის გვერდებსა და კუთხეებს შორის;

გ.ე) სამკუთხედის შუახაზის თვისებები;

გ.ვ) სამკუთხედების ტოლობის ნიშნები;

გ.ზ) მსგავსი სამკუთხედები. სამკუთხედების მსგავსების ნიშნები. მსგავსი სამკუთხედების პერიმეტრებისა და ფართობების შეფარდება;

გ.თ) სინუსებისა და კოსინუსების თეორემები. სამკუთხედის ამოხსნა;

გ.ი) სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირი და სამკუთხედში ჩახაზული წრეწირი. მათი რადიუსების გამოსათვლელი ფორმულები.

დ) მართკუთხა სამკუთხედი.

დ.ა) მართკუთხა სამკუთხედების ტოლობის ნიშნები;

დ.ბ) პითაგორას თეორემა;

დ.გ) ტრიგონომეტრიული თანაფარდობები მართკუთხა სამკუთხედის კუთხეებსა და გვერდებს შორის;

დ.დ) თანაფარდობები ჰიპოტენუზაზე დაშვებულ სიმაღლეს, კათეტებს, ჰიპოტენუზაზე კათეტების გეგმილებსა და ჰიპოტენუზას შორის;

დ.ე) მართკუთხა სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის თვისება.

ე) პროპორციები გეომეტრიაში

ე.ა) თალესის თეორემა;

ე.ბ) მონაკვეთის დაყოფა მოცემული პროპორციით;

ე.გ) ოქროს კვეთა, მონაკვეთების არითმეტიკული საშუალო, გეომეტრიული საშუალო და ჰარმონიული საშუალო.

ვ) პარალელოგრამი.

ვ.ა) პარალელოგრამის გვერდების, კუთხეებისა და დიაგონალების თვისებები;

ვ.ბ) პარალელოგრამობის ნიშნები;

ვ.გ) რომბის დიაგონალების თვისებები, მართკუთხედის დიაგონალების თვისებები. რომბისა და მართკუთხედის სიმეტრიის ღერძები, კვადრატი და მისი თვისებები.

ზ) ტრაპეცია

ზ.ა) ტრაპეციის ელემენტები. ტრაპეციის შუახაზის თვისება. ტოლფერდა ტრაპეციის თვისებები.

თ) წრეწირი და წრე

თ.ა) ცენტრი, რადიუსი, დიამეტრი, ქორდა, რკალი, სექტორი, სეგმენტი, მხები;

თ.ბ) რიცხვი π. რკალის გრადუსული და რადიანული ზომა;

თ.გ) წრეწირისა და წრეწირის რკალის სიგრძის გამოსათვლელი ფორმულები;

თ.დ) ცენტრული და ჩახაზული კუთხეები და მათი თვისებები. კუთხე ორ ქორდას, ერთი წერტილიდან გამოსულ ორ მხებს, მხებსა და მკვეთს, ორ მკვეთს შორის;

თ.ე) წრეწირის მხების თვისება. ქორდის მართობული დიამეტრის თვისება. ურთიერთგადამკვეთი ქორდების თვისებები;

თ.ვ) თეორემები წრეწირისადმი ერთი წერტილიდან გავლებული ორი მხების, მხებისა და მკვეთის, ორი მკვეთის შესახებ.

ი) წესიერი მრავალკუთხედები.

ი.ა) წესიერ მრავალკუთხედებში ჩახაზული და მათზე შემოხაზული წრეწირები;

ი.ბ) დამოკიდებულება წესიერი მრავალკუთხედის გვერდსა და ჩახაზული და მასზე შემოხაზული წრეწირების რადიუსებს შორის;

ი.გ) წესიერ მრავალკუთხედთა სიმეტრიები.

კ) ბრტყელი ფიგურის ფართობი.

კ.ა) ბრტყელი ფიგურის ფართობი და მისი თვისებები;

კ.ბ) კვადრატის, მართკუთხედის, სამკუთხედის, პარალელოგრამის, რომბის, ტრაპეციის და წესიერი მრავალკუთხედის ფართობთა გამოსათვლელი ფორმულები;

კ.გ) წრიული სექტორისა და წრის ფართობის გამოსათვლელი ფორმულები.

ლ) ძირითადი გეომეტრიული აგებები ფარგლითა და სახაზავით.

ლ.ა) სამკუთხედის აგება მისი ელემენტების მიხედვით;

ლ.ბ) მოცემული კუთხის ტოლი კუთხის აგება. კუთხის ბისექტრისის აგება;

ლ.გ) მონაკვეთის შუამართობის აგება. მოცემულ წერტილზე მოცემული წრფის მართობული წრფის გავლება;

ლ.დ) მოცემულ წერტილზე მოცემული წრფის პარალელური წრფის გავლება;

ლ.ე) მონაკვეთის გაყოფა მოცემული შეფარდებით;

მ) გეომეტრიული გარდაქმნები.

მ.ა) ღერძული და ცენტრული სიმეტრიები, მობრუნება, პარალელური გადატანა. ჰომოთეტია. მათი გამოსახვა კოორდინატებში;

მ.ბ) მსგავსების გარდაქმნა. გეომეტრიული გარდაქმნების კომპოზიციები;

ნ) წერტილი, წრფე და სიბრტყე სივრცეში.

ნ.ა) გადამკვეთი, პარალელური და აცდენილი წრფეები;

ნ.ბ) წრფეთა პარალელურობის ნიშანი;

ნ.გ) კუთხე აცდენილ წრფეებს შორის. მანძილი აცდენილ წრფეებს შორის;

ნ.დ) წრფისა და სიბრტყის მართობულობის ნიშანი. წრფისა და სიბრტყის პარალელურობის ნიშანი;

ნ.ე) კუთხე წრფესა და სიბრტყეს შორის;

ნ.ვ) ორწახნაგა კუთხე. ორწახნაგა კუთხის ზომა. კუთხე სიბრტყეებს შორის;

ნ.ზ) სიბრტყეთა პარალელურობის ნიშანი. ორი სიბრტყის მართობულობის ნიშანი;

ნ.თ) მართობი და დახრილი. მანძილი წერტილიდან სიბრტყემდე. სამი მართობის თეორემა;

ნ.ი) პარალელური დაგეგმილება სიბრტყეზე. კავშირი ბრტყელი ფიგურის ფართობსა და ამ ფიგურის სიბრტყეზე გეგმილის ფართობს შორის;

ნ.კ) მრავალწახნაგა. წვერო, წიბო, წახნაგი. კავშირი მათ რაოდენობებს შორის (ეილერის თეორემა);

ნ.ლ) წესიერი მრავალწახნაგები (პლატონისეული სხეულები);

ო) პრიზმა

ო.ა) პრიზმის ფუძე, გვერდითი წახნაგი, გვერდითი წიბო, სიმაღლე, დიაგონალი;

ო.ბ) პრიზმის კერძო სახეები (მართი პრიზმა, წესიერი პრიზმა, მართი პარალელეპიპედი, მართკუთხა პარალელეპიპედი, კუბი).

პ) პირამიდა

პ.ა) პირამიდის წვერო, გვერდითი წიბო, ფუძე, გვერდითი წახნაგი, სიმაღლე;

პ.ბ) წესიერი პირამიდა. აპოთემა. წაკვეთილი პირამიდა.

ჟ) ბრუნვითი სხეულები

ჟ.ა) ცილინდრი. მისი ელემენტები. ცილინდრის ღერძული კვეთა;

ჟ.ბ) კონუსი, მისი ელემენტები. წაკვეთილი კონუსი;

ჟ.გ) ბირთვი, სფერო. მათი ელემენტები. ბირთვის კვეთა სიბრტყით. სფეროს მხები სიბრტყე;

ჟ.დ) წრფის გარშემო მრავალკუთხედის ბრუნვის შედეგად მიღებული ფიგურები.

რ) სხეულის მოცულობა და ზედაპირის ფართობი.

რ.ა) სივრცითი სხეულის მოცულობა და მისი თვისებები;

რ.ბ) კუბის, პარალელეპიპედის, პრიზმის გვერდითი და სრული ზედაპირის ფართობებისა და მოცულობების გამოთვლა;

რ.გ) პირამიდის, ცილინდრის, კონუსის, წაკვეთილი პირამიდის და წაკვეთილი კონუსის გვერდითი და სრული ზედაპირის ფართობთა და მოცულობათა გამოთვლა;

რ.დ) ბირთვის მოცულობის და ზედაპირის ფართობის გამოსათვლელი ფორმულები.

ს) შლილები და კვეთები

ს.ა) კუბის, მართკუთხა პარალელეპიპედის, მართი პრიზმის, პირამიდის, ცილინდრის და კონუსის შლილები და კვეთები;

ს.ბ) კუბის, მართკუთხა პარალელეპიპედის, მართი პრიზმის, პირამიდის, ცილინდრის და კონუსის აღდგენა მათი შლილების საშუალებით;

ს.გ) კუბის, მართკუთხა პარალელეპიპედის, მართი პრიზმის, პირამიდის, ცილინდრის და კონუსის კვეთების აგება.

 

ტ) გეომეტრიული გარდაქმნები სივრცეში

ტ.ა) ღერძული და ცენტრული სიმეტრიები. სიმეტრია სიბრტყის მიმართ. პარალელური გადატანა. მობრუნება წრფის მიმართ. ჰომოთეტია. მსგავსების გარდაქმნა;

ტ.ბ) გეომეტრიული გარდაქმნების (ღერძული და ცენტრული სიმეტრია, სიმეტრია სიბრტყის მიმართ, პარალელური გადატანა, ჰომოთეტია) გამოსახვა კოორდინატებში;

ტ.გ) კუბის, პარალელეპიპედის, წესიერი პრიზმის, წესიერი პირამიდის, კონუსის, სფეროს და ბირთვის სიმეტრიები.

უ) ვექტორები

უ.ა) ვექტორები და მოქმედებები ვექტორებზე: შეკრება, სკალარზე გამრავლება. ვექტორთა სკალარული და ვექტორული გამრავლება, მათი ძირითადი თვისებები;

უ.ბ) კოლინეარული და კომპლანარული ვექტორები;

უ.გ) ვექტორებისა და ვექტორებზე მოქმედებების გამოსახვა კოორდინატებში. ვექტორის გაშლა საკოორდინატო ორტების მიმართ.

ფ) ანალიზური გეომეტრიის ელემენტები სიბრტყეზე

ფ.ა) ორ წერტილს შორის მანძილის გამოსახვა დეკარტულ კოორდინატებში. მონაკვეთის გაყოფა მოცემული პროპორციით;

ფ.ბ) წრფის განტოლება ზოგადი სახით. ორ წერტილზე გამავალი წრფის განტოლება.

ფ.გ) საკუთხო კოეფიციენტი (დახრილობა). კუთხე ორ წრფეს შორის. წრფეთა პარალელურობის და მართობულობის პირობები;

ფ.დ) მანძილი წერტილიდან წრფემდე;

ფ.ე) კონუსური კვეთები: ელიფსი, ჰიპერბოლა და პარაბოლა. მათი კანონიკური განტოლებები. ფოკუსები, ნახევარღერძები, ექსცენტრისიტეტი, დირექტრისა.

ქ) ანალიზური გეომეტრიის ელემენტები სივრცეში

ქ.ა) ორ წერტილს შორის მანძილის გამოსახვა დეკარტულ კოორდინატებში. მონაკვეთის გაყოფა მოცემული პროპორციით;

ქ.ბ) წრფის განტოლება სივრცეში. ორ წერტილზე გამავალი წრფის განტოლება;

ქ.გ) სიბრტყის ზოგადი სახის განტოლება სივრცეში;

ქ.დ) კუთხე ორ სიბრტყეს შორის. ორი სიბრტყის პარალელურობის და მართობულობის პირობები;

ქ.ე) წრფისა და სიბრტყის პარალელურობისა და მართობულობის პირობები;

ქ.ვ) მანძილი წერტილიდან სიბრტყემდე;

ქ.ზ) სფეროს განტოლება.

ღ) ელემენტარული წარმოდგენები არაევკლიდური გეომეტრიების შესახებ

ღ.ა) ელიფსური გეომეტრიის რიმან-კლაინის მოდელი (გეომეტრია სფეროზე);

ღ.ბ) ჰიპერბოლური (ლობაჩევსკის) გეომეტრიის პუანკარეს მოდელი (ფსევდო სფეროზე და წრეზე), პარაბოლური (ევკლიდური), ელიფსური (გეომეტრია სფეროზე) და ჰიპერბოლური (გეომეტრია წრეზე);

ღ.გ) გეომეტრიების ზოგიერთი განმასხვავებელი ელემენტარული ნიშანი (სამკუთხედის შიგა კუთხეების ჯამი, მოცემული წრფის გარეთ მდებარე წერტილზე მოცემული წრფის პარალელური წრფის გავლების შესაძლებლობა, მართკუთხედის ცნების არსებობა, საკერის ოთხკუთხედის ზედა კუთხეების კლასიფიკაცია).

ყ) ზომის ერთეულები.

ყ.ა) სიგრძის, ფართობის, მოცულობის, მასის, დროის და სიჩქარის ერთეულები.

შ) მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

შ.ა) მონაცემთა წარმოდგენა;

შ.ბ) სია, ცხრილი, პიქტოგრამა;

შ.გ) დიაგრამა: წერტილოვანი, ხაზოვანი, სვეტოვანი, წრიული, ფოთლებიანი ღეროების მსგავსი დიაგრამა, ჰისტოგრამა, პოლიგონი, ოგივა, დაგროვილ ფარდობით სიხშირეთა დიაგრამა.

ჩ) მონაცემთა მახასიათებლები.

ჩ.ა) ცენტრალური ტენდენციის საზომები (საშუალო, მედიანა, მოდა). მონაცემთა გაფანტულობის საზომები (გაბნევის დიაპაზონი, საშუალო კვადრატული გადახრა);

ჩ.ბ) სიხშირეთა განაწილება; დაგროვილი სიხშირე; დაგროვილი ფარდობითი სიხშირე; მონაცემთა პოზიციის მახასიათებელი – რანგი;

ჩ.გ) დაწყვილებული მონაცემები, გაფანტულობის დიაგრამა, კორელაცია, უმცირეს კვადრატთა მეთოდი.

ძ) ალბათობა

ძ.ა) ელემენტარული ხდომილობათა სივრცე; ხდომილობა; ოპერაციები ხდომილო ბებზე.

ძ.ბ) არათავსებადი ხდომილობები, ალბათობის კლასიკური განსაზღვრება. ალბათობის გამოთვლა კომბინატორიკის გამოყენებით.

ძ.გ) ხდომილობათა ჯამის ალბათობის გამოთვლა. პირობითი ალბათობა. ორი ხდომილობის ნამრავლის ალბათობა. დამოუკიდებელი ხდომილობები.

ძ.დ) სრული ალბათობის ფორმულა, ბაიესის ფორმულა.

ძ.ე) დისკრეტული შემთხვევითი სიდიდე და მისი განაწილების ფუნქცია.

ძ.ვ) დისკრეტული შემთხვევითი სიდიდის რიცხვითი მახასიათებლები: მათემატიკური ლოდინი, დისპერსია.

ძ.ზ) განმეორებითი ცდები. ბინომური განაწილება. გეომეტრიული ალბათობა.

    მუხლი 35. სწავლების მეთოდები

ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა

ა.ა) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით სასწავლო მასალის შერჩევა და საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა გამოთვლების, მოდელირების, მსჯელობა-დასაბუთების, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების განსავითარებლად; დასახული მიზნების შესაბამისი, სხვადასხვა ტიპისა და სირთულის დავალებების შერჩევა ან შედგენა.

ა.ბ) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით მოკლევადიანი საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა გამოთვლების, მოდელირების, მსჯელობა-დასაბუთების, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების განსავითარებლად; დასახული მიზნების შესაბამისი, გასხვავებული სირთულის სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა;

ა.გ) გრძელვადიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვა გამოთვლების, მოდელირების, მსჯელობა - დასაბუთებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განსავითარებლად;

ა.დ) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა, ამ მიზნების შესაბამისი დავალებების შერჩევა თუ შედგენა. მოსალოდნელი პროდუქტის (მაგალითად: მათემატიკური მოდელის, გამოთვლების შედეგის, თეორემის დამტკიცების, საპრეზენტაციო მასალის) შინაარსისა და მიზნების რუკის შედგენა, რომელშიც აისახება პრობლემის განსაზღვრა, მისი ჩამოყალიბება მათემატიკურ ენაზე. შესაბამისი მოდელის შედგენა, საჭირო მონაცემების განსაზღვრა და მოპოვება, მოდელის გამოყენებით პრობლემის გადაჭრა, მოდელის შეფასება და მისი კორექცია შეფასების შედეგების გათვალისწინებით. ამ რუკაზე დაფუძნებით შუალედური და მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა და მათი შესაბამისი განსხვავებული ტიპისა და სირთულის სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა, რომლებიც მოსწავლეებს ეტაპობრივად მოამზადებს დასახული მიზნის განსახორციელებლად;

ა.ე) სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვა (მაგ.: პროექტი, აქტივობა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერდისციპლინური აქტივობები/პროექტები): მიზნების განსაზღვრა, სხვა დისციპლინებთან დაკავშირება/ინტეგრირება, მიზნების შესაბამისი დავალების შერჩევა, მონაწილეთა რაოდენობისა და მათი ფუნქციების განსაზღვრა, განხორციელების ეტაპების, გზებისა და საშუალებების დადგენა;

ა.ვ) მოსწავლის მოტივაციის ასამაღლებლად ისეთი დავალებების განსაზღვრა, შექმნა და გამოყენება, რომლებიც შეესაბამება სასწავლო მასალას, მოსწავლის მოთხოვნილებას, ავითარებს მოსწავლის ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარს;

ა.ზ) ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც წარმოაჩენს ტექნოლოგიების (კალკულატორი, ელექტრონული ცხრილები, მათემატიკური კომპიუტერული პროგრამები, გრაფიკული პროგრამები) გამოყენების დადებით მხარეებს და მათ როლს პრობლემების გადაჭრაში;

ა.თ) ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც წარმოაჩენს მათემატიკის როლს წარმატებული სამსახურებრივი კარიერის წარმართვაში;

ა.ი) მაგალითების შერჩევა მათემატიკური ცოდნისა და უნარების გამოსაყენებლად (მათ შორის რეალურ ვითარებასთან დაკავშირებული მაგალითები).

ბ) სასწავლო პროცესის წარმართვა

ბ.ა) ახალი ცნებების, ობიექტებისა და პროცედურების შემოტანისას მოსწავლის არსებული ცოდნის განსაზღვრა. სწავლების პროცესის თანმიმდევრულად ისე წარმართვა, რომ მოსწავლე ეფექტურად ახერხებდეს უკვე არსებული ცოდნის გამოყენებას კომპლექსურ ვითარებაში;

ბ.ბ) სხვადასხვა სახის აქტივობისა და სწავლების ფორმის გამოყენება მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით;

ბ.გ) კავშირის დამყარება მათემატიკის სხვადასხვა მიმართულებას, აგრეთვე, მათემატიკასა და სხვა დისციპლინებს შორის;

ბ.დ) სასწავლო მასალის გადაცემისას შესაფერისი სტრატეგიისა და ტექნიკის (მაგ.: კანონზომიერების ამოცნობა, ვიზუალური წარმოდგენა, ფორმულა) გამოყენება;

ბ.ე) შეკითხვების დასმის სტრატეგიის გამოყენება, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს არგუმენტების წარმოდგენასა და დებულების დასაბუთებაში. სასწავლო პროცესში დამხმარე მასალის (მაგ.: თვალსაჩინოებების, ტექნოლოგიების) შერჩევა და ეფექტურად გამოყენება, მოსწავლის მიერ დამხმარე მასალის გამოყენებისათვის ხელშეწყობა;

ბ.ვ) საზოგადოების განვითარებაში მათემატიკის როლის წარმოჩენისას სხვადასხვა რესურსის შერჩევა;

ბ.ზ) სასწავლო მასალაში მოცემული მათემატიკური კონცეფციებისა და იდეების ევოლუციური და ისტორიული განვითარების გაცნობა მოსწავლეთათვის.

გ) შეფასებ

გ.ა) განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით: მოსწავლის კომპეტენციის შემოწმება ცოდნის ათვისების სამივე დონეზე (I. პროცედურის წვდომა; II. პროცედურაში გავარჯიშება; III. პროცედურის დაუფლება), კონკრეტული პრობლემებისა და მათი წარმომშობი მიზეზების გამოვლენა და სათანადო აქტივობების დაგეგმვა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება ცოდნის ათვისების მესამე ფაზაში;

გ.ბ) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების და ხერხების შერჩევა/შემუშავება, კომპლექსური დავალებების შესაფასებლად სათანადო კრიტერიუმების სქემების (რუბრიკების) შემუშავება და თითოეულის წონის განსაზღვრა დასახული პრიორიტეტული მიზნების გათვალისწინებით;

გ.გ) შეფასების წარმოება მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად: სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი კრიტერიუმების შერჩევა-შემუშავება (შემოქმედებითობა, თანამშრომლობის უნარი, ორგანიზებულობა და სხვა); გ.დ) მოსწავლის მიერ დაშვებულ შეცდომებსა და მასალის არასწორ/არასრულყოფილ გააზრებაში კანონზომიერებების აღმოჩენა. კორექციის შესატანად შესაფერისი პროცედურების გამოყენება და სასწავლო პროცესის ადეკვატური მოდიფიკაცია;

გ.ე) მოსწავლის ფაქტობრივი ცოდნისა და მაღალი დონის სააზროვნო კომპეტენციების შესაფასებლად ადეკვატური ხერხების შექმნა და გამოყენება;

გ.ვ) საკუთარი პედაგოგიური საქმიანობის შეფასება; შეფასებისა და თვითშეფასების მონაცემების გამოყენება მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად.Text Box:  maswavleblis profesiuli sta№darti

ვ) XV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი XV

საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

    მუხლი 36.საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები

ა) მოვლენის არსის განსაზღვრა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების წარმოჩენა.

ბ) კვლევის საგნის განსაზღვრა და მისი შესწავლის ეტაპების გამოყოფა.

გ) ობიექტის ან მოვლენის შესასწავლად მონაცემების სხვადასხვა წყაროდან/საშუალებით (მაგ. ექსპერიმენტის, უშუალო დაკვირვების ან საინფორმაციო წყაროებიდან) მოპოვება.

დ) მონაცემების კლასიფიცირება (დახარისხება) სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით და მონაცემების სხვადასხვა სახით (ფორმით, ხერხით) წარმოდგენა.

ე) კვლევის შედეგების ანალიზი და შეფასება.

ვ) სტრუქტურების და პროცესების მოდელირება.

ზ) პრაქტიკულ სამუშაოებთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და პრევენცია.

თ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების განხილვა ზოგად ისტორიულ ჭრილში.

ი) საბუნებისმეტყველო სფეროში არსებული ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კ) საბუნებისმეტყველო პრობლემების მდგრადი განვითარების კუთხით განხილვა.

ლ) მეცნიერული აღმოჩენების შედეგების დადებითი და უარყოფითი გავლენის შეფასება.

მ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დაკავშირება სხვა სასწავლო დისციპლინებთან.

ნ) მეცნიერული ტერმინოლოგიით მეტყველება (წერითი და ზეპირი).

ო) საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას სათანადო მათემატიკური ოპერაციების გამოყენება.

    მუხლი 37. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული ცოდნა

1. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელმა იცის:

ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის ობიექტები და მიზნები;

ბ) ბუნებისმეტყველების ადგილი მეცნიერებათა სისტემაში;

გ) საბუნებისმეტყველო იდეების ჩამოყალიბების (ფორმირების) ისტორია;

დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერული ცნებები და ტერმინები;

ე) კვლევის მეთოდები;

ვ) კვლევა და მისი ეტაპები. ცდა (დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადები, მონაცემები, საკონტროლო ცდა, განმეორებითი ცდა, ცდის ოქმი). მონაცემების მოპოვების გზები (ცდა/ექსპერიმენტი, დაკვირვება, გამოკითხვა (კითხვარი), ინფორმაციის მოძიება (ინტერნეტი, სამეცნიერო ლიტერატურა და სხვა).

2. ბ ი ო ლ ო გ ი ა

ა) ბიოლოგიის საგანი და ცოცხალი მატერიის თვისებები.

ა.ა) ბიოლოგიის კვლევის საგანი და სიცოცხლის არსი. ცოცხალი მატერიის ორგანიზაციული დონეები ცოცხალი მატერიის კრიტერიუმები. ბიოლოგიის ადგილი მეცნიერებათა სისტემაში. ბიოლოგიის კვლევის მეთოდები. ბიოლოგიურ მეცნიერებათა სისტემა

ბ) სიცოცხლის წარმოშობა დედამიწაზე (კრეაციონისტული, თვითჩასახვის ჰიპოტეზა სტაციონარული მდგომარეობის, პანსპერმიის და ბიოქიმიური ევოლუციის ჰიპოთეზები, ეუკარიოტული უჯრედის წარმოშობის ჰიპოთეზები).

გ) ორგანიზმთა მრავალფეროვნება და სისტემატიკა.

გ.ა) ბიოლოგიური მრავალფეროვნება. სისტემატიკა (სახეობის კრიტერიუმები, ორგანიზმთა სისტემა). დომენი პროკარიოტები (სამეფო მონერები: არქეები, ეუბაქტერიები, ოქსიფოტობაქტერიები).

გ.ბ) დომენი ეუკარიოტები (სამეფო პროტოკტისტები; სამეფო სოკოები; სამეფო უმაღლესი მცენარეები: ხავსნაირები, გვიმრანაირები, შიშველთესლოვნები, ფარულთესლოვნები; სამეფო ცხოველები: ნაწლავღრუიანები, ბრტყელი ჭიები, მრგვალი ჭიები, რგოლოვანი ჭიები, მოლუსკები, ფეხსახსრიანები, კანეკლიანები, ქორდიანები).

გ.გ) საქართველოს წითელ ნუსხასა და წითელ წიგნში შეტანილი ზოგიერთი სახეობები.

დ) უჯრედი - ელემენტარული ცოცხალი სისტემა.

დ.ა) უჯრედული თეორია, მისი ჩამოყალიბების მოკლე ისტორია და ძირითადი დებულებები.

უჯრედის ქიმიური ორგანიზაცია (წყალი; მინერალური მარილები, ნახშირწყლები; ლიპიდები; ცილები; ნუკლეინის მჟავები; ადენოზინტრიფოსფორმჟავა).

დ.ბ) უჯრედის მორფოლოგიური ორგანიზაცია (პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედები; უჯრედული მემბრანები: პლაზმური მემბრანის აგებულება და ქიმიური შედგენილობა; უჯრედის ბირთვი; ციტოპლაზმა; ენდოპლაზმური ბადე; რიბოსომა; გოლჯის აპარატი; ლიზოსომა; პეროქსისომა; ვაკუოლი; მიტოქონდრია; პლასტიდები; უჯრედის ცენტრი; ჩანართები; წამწამები და შოლტები).

დ.გ) უჯრედის სასიცოცხლო ციკლი, მიტოზი.

დ.დ) სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები - ვირუსები: სტრუქტურული ერთეულები, ფუნქციები.

ე) ქსოვილები

ე.ა) ცხოველებისა და ადამიანების ქსოვილები (ეპითელური, შემაერთებელი, კუნთოვანი, ნერვული). უმაღლესი მცენარეების ქსოვილები (წარმომშობი, მფარავი, მექანიკური, გამტარი, ძირითადი, გამომყოფი).

ვ) ნივთიერებათა და ენერგიის ცვლა

ვ.ა) ენერგეტიკული ცვლა (უჯრედული სუნთქვა, დუღილი). ფოტოსინთეზი; ქემოსინთეზი; ცილის ბიოსინთეზი.

ზ) ორგანიზმთა გამრავლება და ინდივიდუალური განვითარება

ზ.ა) გამრავლება – ორგანიზმთა ძირითადი სასიცოცხლო თვისება, სიცოცხლის უწყვეტობის უზრუნველყოფის პროცესი. უსქესო გამრავლება. სქესობრივი გამრავლება. სასქესო უჯრედების ჩამოყალიბება ცხოველებში. მეიოზი. განაყოფიერება ცხოველებში

ზ.ბ) სასქესო უჯრედების ჩამოყალიბება და ორმაგი განაყოფიერება ყვავილოვან მცენარეებში. სქესობრივი გამრავლების არარეგულარული ტიპები. ონტოგენეზი (ემბრიონული და პოსტემბრიონული განვითარება ცხოველებში)

ზ.გ) ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლი (ზრდა, რეგენერაცია, დაბერება და სიკვდილი).

თ) გენეტიკის საფუძვლები

თ.ა) მემკვიდრულობის კანონზომიერებები და მემკვიდრეობის პრინციპები. მენდელის მიერ დადგენილი კანონზომიერებანი (ჰიბრიდოლოგიური მეთოდი; მონოჰიბრიდული შეჯვარება; პირველი თაობის ჰიბრიდთა ერთგვარობის კანონი; დათიშვის კანონი; ალელიზმი; ფენოტიპი და გენოტიპი, გამეტათა სიწმინდის წესი; არასრული დომინირება; გამაანალიზებელი შეჯვარება; ალელურ გენთა ურთიერთქმედების ფორმები; მრავლობითი ალელიზმი). მონოჰიბრიდული შეჯვარების ციტოლოგიური მექანიზმი. დიჰიბრიდული შეჯვარება (გენთა დამოუკიდებლად მემკვიდრეობის კანონი).

თ.ბ) არაალელურ გენთა ურთიერთქმედება (კომპლემენტურობა, ეპისტაზი, პოლიმერია, პლეიოტროპიზმი). მემკვიდრეობითობის ქრომოსომული თეორია; სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმი. სქესთან შეჭიდულობა. გენთა შეჭიდულობა და კროსინგოვერი. გენთა ხაზობრივი განლაგება ქრომოსომაში. ციტოპლაზმური მემკვიდრეობა. ცვალებადობის კანონზომიერებანი (არამემკვიდრული; მემკვიდრული; კომბინაციური; მუტაციური: გენური, ქრომოსომული და გენომური მუტაციები; ინდუცირებული მუტაგენეზი). მემკვიდრეობითობის მოლეკულური საფუძვლები (ნუკლეინის მჟავების როლი მემკვიდრეობაში). გენის აგებულება, მისი მოქმედების რეგულაცია, რეპარაცია.

თ.გ) გენური ინჟინერია. უჯრედული ინჟინერია. ადამიანის გენეტიკის თავისებურება და კვლევის მეთოდები (გენეალოგიური, ტყუპთა, დერმატოგლიფიკის, პოპულაციური, ბიოქიმიური, ციტოგენეტიკური, მოლეკულური ბიოლოგიისა და სომატურ უჯრედთა გენეტიკის მეთოდები).

თ.დ) ნიშან-თვისებების მემკვიდრეობა ადამიანში (რეზუს ფაქტორი) გენეტიკა და მედიცინა (მემკვიდრული პათოლოგიების პროფილაქტიკა; მემკვიდრული დაავადებანი; გენური დაავადებები; ქრომოსომული დაავადებები).

თ.ე) გენეტიკა და სელექცია (ჯიშთა მრავალფეროვნება; სელექციის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდები).

ი) ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებანი

ი.ა) ორგანოები და ორგანოთა სისტემები, მათი აგებულება და ფუნქციები.

ი.ბ) კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემა (ვიტამინები; საჭმლის მონელება პირის ღრუში, კუჭში, წვრილ და მსხვილ ნაწლავებში; შეწოვა) ;

ი.გ) სუნთქვა და სუნთქვის სისტემა (ჰაერგამტარი გზები, ფილტვები; გაზთა ცვლა ფილტვებსა და ქსოვილებში);

ი.დ) სისხლი და სისხლის მიმოქცევის სისტემა (გული, სისხლძარღვები, სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრეები); ლიმფური სისტემა;

ი.ე) იმუნიტეტი (თანდაყოლილი და ადაპტური იმუნიტეტი; თანდაყოლილი იმუნიტეტის ბარიერები; ბრძოლა ინფექციებთან. ანტისხეულები და იმუნური პასუხი. მძიმე ინფექციური დაავადებები და მათი პრევენცია. შიდსის გავრცელება მსოფლიოსა და საქართველოში).

მოძრაობა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა (ჩონჩხი და კუნთები);

ი.ვ) ნერვული სისტემა - კოორდინაცია და პასუხი გაღიზიანებაზე. (ნეირონი; ნერვული იმპულსის გავრცელება, სინაფსი; ნერვული სისტემის ანატომიური და ფუნქციური თავისებურებანი; ნერვული რეგულაციის რეფლექსური პრინციპი).

ი.ზ) შეგრძნების ორგანოები (რეცეპტორთა ზოგადი მიმოხილვა, ყნოსვის, სმენის, მხედველობის, გემოს, შეხების და კუნთური შეგრძნების ორგანოები );

ი.თ) ენდოკრინული სისტემა (ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი, ფარისებრი, პარაფარისებრი, კუჭქვეშა, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლები).

ი.ი) ფსიქიკა და ქცევა; ემოცია და მოტივაცია; ძილი და სიზმარი; მეხსიერება;

ი.კ) კანი;

ი.ლ) გამომყოფი სისტემა;

ი.მ) გამრავლების ორგანოები და ინდივიდუალური განვითარება;

ი.ნ) ჰომეოსტაზი;

ი.ო) ჰიგიენა და ჯანმრთელობა. ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ადამიანისათვის.

კ) ევოლუცია

კ.ა) ევოლუციური თეორიის განვითარების ისტორია (ლამარკი, დარვინ-უოლესი);.

კ.ბ) მიკროევოლუციის კანონზომიერებანი (პოპულაცია ევოლუციური პროცესის ელემენტარული ერთეული; პოპულაციის გენეტიკური დახასიათება). მიკროევოლუციის მამოძრავებელი ფაქტორები (მუტაციური პროცესი, გენთა დრეიფი, გენთა ნაკადი, იზოლაცია). ბუნებრივი გადარჩევა, მისი წანამძღვრები და ძირითადი ფორმები (მასტაბილიზებელი, მამოძრავებელი, დიზრუპტული, სქესობრივი). ადაპტაცია - ბუნებრივი გადარჩევის შედეგი (მფარველობითი, დანაწევრებითი, გამაფრთხილებელი შეფერილობები; მიმიკრია). სახეობათა წარმოქმნა (ალოპატრიული, სიმპატრიული). მაკროევოლუციის კანონზომიერებანი და მისი დამამტკიცებელი არგუმენტები (მოლეკულური ბიოლოგიის, უჯრედული ბიოლოგიის ,შედარებითი ემბრიოლოგიის, შედარებითი ანატომიის, ბიოგეოგრაფიის და პალეონტოლოგიის არგუმენტები). პროგრესული ევოლუციის ძირითადი მიმართულებები (ალოგენეზი, აროგენეზი, კატაგენეზი). ბიოლოგიური ევოლუციის ძირითადი კანონზომიერებები (დივერგენცია, კონვერგენცია, პარალელიზმი).

კ.გ) ევოლუციის ძირითადი წესები;

კ.დ) ბიოლოგიური პროგრესი და რეგრესი;

კ.ე) ანთროპოგენეზი, მისი ეტაპები.

ლ) ეკოლოგია

ლ.ა) ეკოლოგია და ეკოსისტემები. ეკოსისტემების ძირითადი ფაქტორები. კვებითი დონეები ეკოსისტემებში. ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთქმედება ეკოსისტემაში: ურიერთდამოკიდებულება ორგანიზმებს შორის. პოპულაციის რიცხობრიობაზე მოქმედი ფაქტორები. ნივთიერებების წრებრუნვა ბუნებაში, მკვდარი ორგანიზმების დაშლა. ბიოსფერო, როგორც გლობალური ეკოლოგიური სისტემა (მისი ევოლუცია და სტრუქტურა).

მ) ადამიანი და გარემო

მ.ა) ანთროპოგენური ზემოქმედება ბიოსფეროზე. ბიოტექნოლოგია და ეკოლოგიური პრობლემები (გენური ინჟინერია, უჯრედული ინჟინერია). ბიოტექნოლოგიის გამოყენება მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში, მრეწველობასა და გარემოს დაცვით ღონისძიებებში. გენეტიკური ინჟინერიის ეთიკური პრობლემები;

მ.ბ) გლობალური და ლოკალური ეკოლოგიური პრობლემები. ატმოსფეროს, წყლის და ნიადაგის დაბინძურება. ადამიანის დადებითი მოქმედება გარემოზე: ბუნების დაცვა; უსაფრთხო წყალი და საკვები. ადამიანის მიერ ეკოსისტემების მართვა. ინდივიდუალური და საერთო დაცვა დაავადებებისგან. საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციების მნიშვნელობა.

ნ) მათემატიკური აპარატი

ნ.ა) ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება სხვადასხვა ხერხით. რაოდენობების შედარების და შეფასების სხვადასხვა ხერხი. ფიზიკურ სიდიდეთა საზომი ერთეულები და მათი ერთმანეთთან კავშირი. ალბათობის თეორიის ელემენტები (გენეტიკურ ამოცანებთან კავშირში). ფუნქციათა თვისებები. მონაცემთა წარმოდგენის ფორმები (სია, ცხრილები, გრაფიკები, დიაგრამები).

3. ქ ი მ ი ა

ა) ქიმიის შესწავლის ობიექტები:

ა.ა) ქიმიური ელემენტი. ნივთიერება. ქიმიური რეაქცია.

ბ) ქიმიური ელემენტი

ბ.ა) წარმოდგენების განვითარება ატომის აღნაგობის შესახებ. ატომთა მოდელები. ატომის თანამედროვე მოდელი. ატომბირთვის შედგენილობა. ნუკლონები. სტაბილური და რადიონუკლიდები. ბუნებრივი და ხელოვნური რადიოაქტიურობა. ბირთვული რეაქციები - ბირთვული სინთეზი და ბირთვული გაყოფა.

ბ.ბ) ატომის ელექტრონული გარსი. ენერგეტიკული დონეები და ორბიტალები. ელექტრონის კვანტური რიცხვები. ატომის ელექტრონული კონფიგურაცია: უმცირესი ენერგიის პრინციპი, პაულის პრინციპი, ჰუნდის წესი, კლეჩკოვსკის წესები.

ბ.გ) ქიმიური ელემენტის სიმბოლო, ატომის მასა, ფარდობითი ატომური მასა, იზოტოპური შედგენილობა. მოლური წილი. ქიმიური ელემენტის მახასიათებლები: ვალენტობა, ჟანგვის რიცხვი, ატომური (კოვალენტური, იონური, ვან დერ ვაალსური) რადიუსი, იონიზაციის ენერგია, ელექტრონისადმი სწრაფვა, ელექტროუარყოფითობა.

ბ.დ) ქიმიური ელემენტების კლასიფიკაციის ისტორია. პერიოდულობის კანონი და ელემენტთა პერიოდული სისტემა. პერიოდული სისტემა და ატომის აღნაგობა. ელემენტების და მათი ნაერთების ფორმებისა და თვისებების პერიოდული ცვლილება

ბ.ე) s, p, d, f ელემენტები.

გ) ნივთიერება. ნარევი. ხსნარი

გ.ა) ნივთიერების ქიმიური არსი, აგებულების ატომურ-მოლეკულური თეორია. ნივთიერების სტრუქტურული ნაწილაკები - ატომები, იონები, მოლეკულები. ნივთიერების ქიმიური ფორმულა. ნივთიერების ფარდობითი მოლეკულური მასა. ნივთიერების რაოდენობა და მისი ერთეული - მოლი. მოლური მასა. ნივთიერების შედგენილობის მუდმივობის კანონი.

გ.ბ) ქიმიური ბმის არსი. არაპოლარული და პოლარული კოვალენტური ბმები. კოვალენტური ბმის წარმოქმნა ელექტრონების გაზიარებით და დონორ-აქცეპტორული მექანიზმით. არაპოლარული და პოლარული მოლეკულები. დიპოლური მომენტი. ატომური ორბიტალების ჰიბრიდიზაცია, კავშირი ჰიბრიდიზაციის ტიპსა და მოლეკულის გეომეტრიულ ფორმას შორის. მოლეკულური ორბიტალების მეთოდი. კოვალენტური ბმის თვისებები (ბმის სიგრძე, ჯერადობა, გეზურობა). იონური ბმა. მეტალური ბმა. ატომური, იონური, მოლეკულური, მეტალური კრისტალები. წყალბადური ბმის თავისებურებანი. ვან დერ ვაალსის ძალები - მოლეკულებს შორის ორიენტაციული ინდუქციური და დისპერსიული ურთიერთქმედება.

გ.გ) მყარი, თხევადი და აირადი ნივთიერებების აღნაგობა. აირების კანონები: იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება, ავოგადროს კანონი, აირის მოლური მოცულობა, ფარდობითი სიმკვრივე.

გ.დ) ნივთიერებებთან მუშაობის უსაფრთხოების წესები და უსაფრთხოების ნიშნები.

გ.ე) ჰომოგენური და ჰეტეროგენული ნარევები. შენადნობები. ნარევის კომპონენტებად დაყოფის ხერხები: აორთქლება, დალექვა, გაფილტვრა, გამოხდა (დისტილაცია), ქრომატოგრაფია.

გ.ვ) ქიმიური ანალიზის მეთოდები: გრავიმეტრია, ტიტრიმეტრია, ფოტომეტრია.

გ.ზ) ხსნარი, როგორც დისპერსიული სისტემა. მყარი, თხევადი და აირადი ხსნარები კონცენტრირებული, განზავებული, უჯერი, ნაჯერი, ზენაჯერი ხსნარები. კრისტალიზაცია. ჭეშმარიტი და კოლოიდური ხსნარები. სუსპენზიები. ემულსიები.

გ.თ) ნივთიერების წყალში ხსნადობა. ხსნადობის კოეფიციენტი. მყარი ნივთიერებისა და აირის ხსნადობის დამოკიდებულება ტემპერატურაზე. ხსნადობის მრუდები.

გ.ი) ხსნარში გახსნილი ნივთიერების შემცველობის გამოსახვის ხერხები: მასური წილი და მოლური კონცენტრაცია.

დ) ქიმიური რეაქციის მიმდინარეობის კანონზომიერებები

დ.ა) ქიმიური რეაქციის არსი, მიმდინარეობის პირობები, გარეგნული ნიშნები. ქიმიური რეაქციის ტოლობა. რეაქციის დროს მასის მუდმივობის კანონი. გამოთვლები ქიმიური ტოლობის გამოყენებით.

დ.ბ) ქიმიური რეაქციის სითბური ეფექტი. ენთალპია. ენთალპიის ცვლილება რეაქციის დროს. ეგზოთერმული და ენდოთერმული რეაქციები და ენერგიის დიაგრამები. თერმოქიმიური ტოლობები და გამოთვლები ამ ტოლობების გამოყენებით.

დ.გ) ქიმიური რეაქციის კინეტიკური განტოლება. რეაქციის სიჩქარის ექსპერიმენტულად განსაზღვის ხერხები. რეაქციის მოლეკულურობა და რიგი. რეაქციის სიჩქარეზე მოქმედი ფაქტორები - მორეაგირე ნივთიერებების ბუნება, შეხების ზედაპირის ფართობი, კონცენტრაცია, წნევა, ტემპერატურა, კატალიზატორი. მოქმედ მასათა კანონი. ვანტჰოფის წესი. აქტივაციის ენერგია. ჰომოგენური და ჰეტეროგენული კატალიზი. კატალიზური რეაქციების მექანიზმები. ინჰიბიტორები. ფერმენტები. ფერმენტული რეაქციების თავისებურებანი.

დ.დ) რეაქციის შექცევადობა. პირდაპირი და შებრუნებული რეაქციები. ქიმიური წონასწორობა. წონასწორობის მუდმივა. წონასწორული კონცენტრაციები. ლე შატელიეს პრინციპი. ქიმიურ წონასწორობაზე მოქმედი ფაქტორები - კონცენტრაცია, წნევა, ტემპერატურა.

დ.ე) რეაქციები ელექტროლიტთა ხსნარებში. ელექტროლიტური დისოციაცია. სუსტი, საშუალო და ძლიერი ელექტროლიტები. დისოციაციის ხარისხი და მუდმივა. იონური მიმოცვლის რეაქციები. ფუძურ-მჟავური წონასწორობა. წყლის იონური ნამრავლი. ინდიკატორები და ხსნარის pH. შეუღლებული ფუძურ-მჟაური წყვილები. მარილთა ჰიდროლიზი. ჰიდროლიზის ხარისხი და მუდმივა. ბუფერული ხსნარები.

დ.ვ) ჟანგვა-აღდგენის რეაქციის ზოგადი დახასიათება. ჟანგვისა და აღდგენის ნახევარრეაქციები. ტიპური მჟანგავები და აღმდგენები. ჟანგვა-აღდგენის რეაქციების ტოლობების შედგენა ელექტრონული ბალანსის მეთოდით. ჟანგვა-აღდგენის რეაქციების კლასიფიკაცია და რაოდენობრივი დახასიათება სტანდარტული ელექტროდული პოტენციალებით.

დ.ზ) ნალღობისა და წყალხსნარის ელექტროლიზი. კათოდსა და ანოდზე მიმდინარე ნახევარრეაქციები. ელექტროლიზი ხსნადი და უხსნადი ანოდით. ელექტროლიზის რაოდენობრივი დახასიათება ფარადეის კანონებით. ელექტროლიზის პრაქტიკული გამოყენება. გალვანური ელემენტის მუშაობის პრინციპი. აკუმულატორები.

დ.თ) დაშლის, შეერთების, ჩანაცვლების, მიმოცვლის ქიმიური რეაქციები. წვის, ჟანგვის, კოროზიის პროცესები.

ე) არაორგანულ ნაერთთა კლასიფიკაცია

ე.ა) მარტივი და რთული ნივთიერებები. ალოტროპია. მეტალები და არამეტალები პერიოდულ სისტემაში. მეტალთა ქიმიური აქტიურობის მწკრივი, მათი მიღების ხერხები, ზოგადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები. არამეტალების ზოგადი თვისებები და მიღების ხერხები.

ე.ბ) არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები - ოქსიდები, მჟავები, ფუძეები, მარილები: შედგენილობა, კლასიფიკაცია, მიღების ხერხები, ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, გამოყენება. კავშირი არაორგანულ ნაერთთა კლასებს შორის.

ე.გ) კომპლექსური ნაერთები.

ე.დ) არაორგანულ ნაერთთა ტერმინოლოგია და ნომენკლატურა.

ვ) სხვადასხვა ჯგუფის ელემენტთა დახასიათება

ვ.ა) წყალბადი, ჰალოგენები, ჟანგბადი, გოგირდი, აზოტი, ფოსფორი, ნახშირბადი, სილიციუმი, ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ალუმინი, რკინა, მანგანუმი. მათი მნიშვნელოვანი ნაერთები, თვისებები, გამოყენება.

ზ) ორგანული ნაერთები

ზ.ა) ორგანული ნაერთების აღნაგობის თეორია, ჰომოლოგია. სტრუქტურული და სტერეოიზომერია. სივრცული, ინდუქციური და მეზომერული ეფექტები. ორგანული რეაქციები (ჩანაცვლების, მიერთების, ელიმინირების, იზომერიზაციის) და მათი მექანიზმები - რადიკალური, ელექტროფილური და ნუკლეოფილური. ორგანული ნაერთების კლასიფიკაცია და საერთაშორისო ნომენკლატურა.

თ) ორგანულ ნაერთთა კლასები

თ.ა) ალკანები: ჰომოლოგიური რიგი, აღნაგობა, ნომენკლატურა, მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება.

თ.ბ) ალკენები: ჰომოლოგიური რიგი, აღნაგობა, მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება. მარკოვნიკოვის წესი.

თ.გ) ალკინები: ზოგადი დახასიათება. აცეტილენი - აღნაგობა, მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება.

თ.დ) არენები: ბენზოლი - აღნაგობა, მიღება, თვისებები და გამოყენება. ტოლუოლი. ატომთა ურთიერთგავლენა ტოლუოლის მაგალითზე.

თ.ე) ალკადიენები. კლასიფიკაცია, აღნაგობა, იზომერია, ნომენკლატურა. ბუტადიენ-1,3-ის ძირითადი ქიმიური თვისებები (მიერთება, პოლიმერიზაცია). ალკადიენების გამოყენება.

ზოგადი ცნობები ციკლოალკანებზე.

ი) ნახშირწყალბადების წარმოებულების ზოგადი დახასიათება.

ი.ა) ალკანოლები -ჰომოლოგიური რიგი, მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება. ეთილენგლიკოლი და გლიცერინი. ფენოლი. მათი თვისებები და გამოყენება.

ი.ბ) ალდეჰიდები: ჰომოლოგიური რიგი, მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება.

ი.გ) კეტონები: აცეტონი.

ი.დ) კარბონმჟავები: ჰომოლოგიური რიგი, მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება. ჭიანჭველმჟავა, ძმარმჟავა. წარმოდგენა პალმიტინის და სტეარინის მჟავებზე.

ი.ე) ესტერები: ესტერიფიკაციის და ჰიდროლიზის რეაქციები.

ი.ვ) ცხიმები: თხევადი და მყარი ცხიმები, თვისებები და გამოყენება.

კ) ნახშირწყლები: მონო-, დი- და პოლისაქარიდების წარმომადგენლები: გლუკოზა, მისი ციკლური ფორმები და ქიმიური თვისებები; ფრუქტოზა, საქაროზა, სახამებელი და ცელულოზა, მათი ზოგადი დახასიათება.

ლ) ამინები: თვისებები და გამოყენება.

მ) ამინომჟავები: აღნაგობა და თვისებები. პეპტიდური ბმა.

ნ) ცილები: აგებულება, როლი ბუნებაში.

ო) მაღალმოლეკულური ნაერთების ზოგადი დახასიათება: პოლიმერი, მონომერი, ელემენტარული რგოლი, პოლიმერიზაციის ხარისხი. პოლიმერიზაციის და პოლიკონდენსაციის რეაქციები.

პ) ბუნებრივი და სინთეზური ორგანული ნაერთები

პ.ა) წარმოდგენა ორგანულ ენერგორესურსებზე: აირადი, თხევადი, მყარი სათბობი; მათი გადამუშავება. საწვავის წვის პროდუქტები.

ჟ) მათემატიკური აპარატი

ჟ.ა) ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება სხვადასხვა ხერხით. რაოდენობების შედარებისა და შეფასების სხვადასხვა ხერხი, ფიზიკურ სიდიდეთა სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან კავშირი. ფუნქციათა თვისებები.

ჟ.ბ) მონაცემთა წარმოდგენის ფორმები (ცხრილები, გრაფიკები, დიაგრამები).

4. ფ ი ზ ი კ ა

ა) კინემატიკის საფუძვლები

ა.ა) მოძრაობის სახეები (წრფივი, მრუდწირული, რხევითი, ბრუნვითი). ტრაექტორია, გადაადგილება, წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე, საშუალო და მყისი სიჩქარე, მოძრაობის ფარდობითობა, სიჩქარეთა შეკრება. წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობა. აჩქარება, სიჩქარე და გადაადგილება თანაბარაჩქარებული მოძრაობის დროს. მრუდწირული მოძრაობა, სიჩქარე და აჩქარება მრუდწირული მოძრაობის დროს.

ბ) ურთიერთქმედება მექანიკაში

ბ.ა) სხეულთა ურთიერთქმედება, ძალა. სიმძიმის, ხახუნის (უძრაობის და სრიალის), დრეკადობის ძალები, ჰუკის კანონი. ნიუტონის კანონები, მასა – ინერტულობის საზომი. მასა და წონა. სიმკვრივე. მსოფლიო მიზიდულობის კანონი. სხეულის იმპულსი, იმპულსის მუდმივობის კანონი, რეაქტიული მოძრაობა. სიმძიმის ცენტრი, წონასწორობა (მდგრადი, არამდგრადი, განურჩეველი). ძალის მომენტი, მარტივი მექანიზმები. მექანიკური მუშაობა და სიმძლავრე. ცვლადი ძალის მუშაობა. პოტენციური და კინეტიკური ენერგიები, ერთი სახის ენერგიის გადასვლა მეორეში, ენერგიის მუდმივობის კანონი მექანიკაში. ტექნოლოგიური პროცესების განვითარება (საფრენი აპარატები, მანქანები და სხვა), კავშირი მექანიკის კანონებთან.

გ) მექანიკური რხევები და ტალღები

გ.ა) მექანიკური რხევა, ჰარმონიული რხევის განტოლება, რხევის მახასიათებელი პარამეტრები. თავისუფალი რხევა, იძულებითი რხევა, რხევის მილევა, რეზონანსი. განივი და გრძივი ტალღა, ტალღის სიგრძე, ტალღის სიჩქარე. არეკვლა, დიფრაქცია, ინტერფერენცია. ბგერა, ბგერის წყაროები, ბგერის წარმოქმნა, გავრცელება და აღქმა. ბგერითი სიგნალების გადაცემა და მიღება ორგანიზმებში, სმენის ორგანოები. ექოს წარმოქმნა. ხმამაღლობა, ტონის სიმაღლე. ულტრაბგერა და ინფრაბგერა. დოპლერის ეფექტი.

დ) ჰიდრო და აეროსტატიკა, ჰიდროდინამიკა

დ.ა) წნევა. აირის წნევა, წნევა სითხეებში, პასკალის კანონი. ჰიდრავლიკური მანქანა. ატმოსფერული წნევა, ტორიჩელის ცდა. ამომგდები ძალა, არქიმედეს კანონი, სხეულთა ცურვის პირობები. სითხეთა დინება, ბერნულის კანონი. ლამინარული და ტურბულენტური დინება. კაპილარული მოვლენები, ზედაპირული დაჭიმულობა, სიბლანტე.

 

ე) ოპტიკა

ე.ა) სინათლის სხივის გავრცელების კანონზომიერებები, არეკვლა, გარდატეხა, სრული შინაგანი არეკვლა, შთანთქმა, დისპერსია. სხივთა სვლა ჩაზნექილ და ამოზნექილ ლინზებში, ბრტყელ, ჩაზნექილ და ამოზნექილ სარკეებში. გამოსახულების აგება ლინზაში და ბრტყელ სარკეში. თხელი ლინზის ფორმულა, ლინზის გამადიდებლობა. თანამედროვე ოპტიკური სისტემები, მათი მუშაობის პრინციპი. მხედველობა და მხედველობის ორგანოები, ახლომხედველობა და შორსმხედველობა, მხედველობის გაუმჯობესების გზები. ფოტომეტრია, სინათლის ძალა, განათებულობა. სინათლის გავრცელების სიჩქარე (სხვადასხვა მეცნიერის მიერ ჩატარებული გაზომვები). სინათლის ტალღური ბუნება, სინათლის ელექტრომაგნიტური თეორია. ფოტოეფექტი, ფოტონები, სინათლის კვანტური ბუნება.

ვ) სითბური მოვლენები

ვ.ა) მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითადი დებულებები. მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითადი განტოლება, ტემპერატურა. ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები, გადასვლა ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში. ფიზიკური მახასიათებლების ცვლილება ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობების ცვლილების დროს. თბოგამტარები და თბოიზოლატორები, თბორეგულაციის მექანიზმები ორგანიზმებში. ნივთიერებათა სითბური გაფართოება, წყლის ანომალია. სითბოს რაოდენობა, კუთრი სითბოტევადობა. გამყარება-დნობა, აორთქლება-კონდენსაცია, დუღილი, დუღილის ტემპერატურა, ნაჯერი ორთქლი, ნაჯერი ორთქლის წნევის დამოკიდებულება ტემპერატურაზე. დნობის და ორთქლადქცევის კუთრი სითბო, დნობისა და ორთქლადქცევისათვის საჭირო სითბოს რაოდენობა. წვის სითბო, სითბური ძრავები (შიგაწვის ძრავა, ტურბინა), ძრავის მქკ. სითბური ენერგიის გადაცემის გზები (კონვექცია, გამოსხივება, გამტარებლობა).

ზ) იდეალური აირი

ზ.ა) იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება, იდეალური აირის კანონები. შინაგანი ენერგია. თერმოდინამიკის I და II კანონი, შექცევადი და შეუქცევადი პროცესები, ენტალპია. აბსოლუტური ტემპერატურა, აბსოლუტური ნული.

თ) მყარი სხეულის თვისებები

თ.ა) მყარი სხეულის მექანიკური თვისებები. დეფორმაცია, დეფორმაციის სახეები. სიმტკიცე, სიმტკიცის ზღვარი.

ი) ელექტროსტატიკა

ი.ა) ორგვარი ელექტრული მუხტი. მუხტის მუდმივობის კანონი. სხეულთა დამუხტვა გავლენით და ხახუნით. ელექტრული ველი, ელ. ველის ძალწირები. დამუხტული სხეულების ურთიერთქმედება. ელ. მოვლენები ბუნებაში. კულონის კანონი, დიელექტრიკული შეღწევადობა. ელ. ველის დაძაბულობა, სუპერპოზიციის პრინციპი. ელ. ველის პოტენციალი, პოტენციალთა სხვაობა. ელექტროტევადობა, კონდენსატორი, ბრტყელი კონდენსატორის ელექტროტევადობა.

კ) ელექტრული დენი

კ.ა) ელექტრული დენი. ელექტროგამტარები და იზოლატორები. დენის წყაროები. სტანდარტული ელექტროდული პოტენციალი. გალვანური ელემენტი. დენის ძალა, ძაბვა, გამტარის წინაღობა, წინაღობის დამოკიდებულება ტემპერატურაზე. ომის კანონი წრედის უბნისათვის. გამტართა პარალელური და მიმდევრობითი შეერთება. დენის მუშაობა და სიმძლავრე. დენის წყაროს ემძ, ომის კანონი სრული წრედისათვის. დენის სითბური და ქიმიური მოქმედება. ელექტრული დენი სითხეში, აირში და ვაკუუმში. ელექტროლიტური დისოციაციის თეორია, დისოციაციის ხარისხი და მუდმივა. ელექტროლიზის კანონები, ელექტროქიმიური ეკვივალენტი. ნახევარგამტარი, ელ. დენი ნახევარგამტარში.

ლ) მაგნიტური ველი

ლ.ა) მაგნიტური ველი, ველის ძალწირები, დენის მაგნიტური მოქმედება, დენიანი გამტარების ურთიერთქმედება. მაგნიტური ველის ინდუქცია, მაგნიტური ნაკადი, ამპერის ძალა. ლორენცის ძალა. ცვლადი დენი, ცვლადი დენის გენერატორი. ელ. მაგნიტური ინდუქციის მოვლენა, ლენცის წესი. თვითინდუქცია, ინდუქციურობა. ტრანსფორმატორი, ელ. ენერგიის გადაცემა და განაწილება. მაგნიტური ველის ენერგია. რხევითი კონტური, ენერგიის გარდაქმნა რხევით კონტურში. ცვლადი ელექტრული ველი, ელექტრომაგნიტური ტალღა, ელექტრომაგნიტური ტალღების სკალა.

მ) ფარდობითობის თეორია

მ.ა) ფარდობითობის თეორიის ძირითადი ელემენტები, მისი შექმნის მნიშვნელობა. თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემების მოქმედების პრინციპი. ლაზერის მოქმედების პრინციპი.

ნ) ატომური და ბირთვული ფიზიკა.

ნ.ა) რეზერფორდის ცდა, ატომის პლანეტარული მოდელი, პერიოდულობის კანონი და პერიოდული სისტემა. ბორის პოსტულატები. ატომის ბირთვის აღნაგობა, პროტონისა და ნეიტრონის აღმოჩენა. ბუნებრივი რადიოაქტივობა. და გამოსხივება. რადიოაქტიური გამოსხივების ბიოლოგიური ზემოქმედება, რადიოაქტიური დაშლის კანონი, ნახევარდაშლის პერიოდი. იზოტოპები. ბირთვული ძალები, ბირთვული რეაქტორი. ჯაჭვური რეაქცია. თერმობირთვული რეაქციები. ელემენტარულ ნაწილაკთა და ურთიერთქმედებათა თანამედროვე კლასიფიკაცია.

ო) მათემატიკური აპარატი.

ო.ა) მოქმედებები ნამდვილ რიცხვებზე. ფიზიკურ სიდიდეთა სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან კავშირი. რაოდენობების შედარების და შეფასების სხვადასხვა სტრატეგია. მოქმედებები ვექტორებზე. რიცხვითი მიმდევრობების, მწკრივებისა და ფუნქციათა თვისებები. დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის საფუძვლები. მონაცემთა წარმოდგენის ფორმები (ცხრილები, გრაფიკები, დიაგრამები).

    მუხლი 38. სწავლების მეთოდები

ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა:

ა.ა) ბუნებისმეტყველების საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, შესაბამისი ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;

ა.ბ) ბუნებისმეტყველების საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი სასწავლო გეგმის შედგე­ნა, სადაც მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა და რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს, შეხედულებებსა და გამოცდილებას,

ა.გ) ბუნებისმეტყველების საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეებში გააზრებული და საფუძვლიანი ცოდნის შეძენასა და უნარ-ჩვევების გამომუშავება-განვითარებაზე;

ა.დ) მიზნის შესაბამისი შეფასების ისეთი ტიპებისა და ფორმების შერჩევა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება არა მარტო გამოვლინდეს მოსწავლეთა შესაძლებლობანი და შეფასდეს მათი ცოდნა და უნარ-ჩვევები, არამედ ხელი შეეწყოს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას;

ა.ე) შეფასების სხვადასხვა ფორმებისთვის (ექსპერიმენტის, ცდის ჩატარება, პროექტის მომზადება, რეფერატი, საველე სამუშაოები და სხვა) კრიტერიუმების განსაზღვრა და შესაბამისი ცხრილებისა და სქემების შედგენა;

ა.ვ) სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის საბუნებისმეტყველო საგნების და სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან თანამშრომლობა და ერთობლივი სტრა­ტეგიების შემუშავება – ინტეგრირებული გაკვეთილებისა და სხვადასხვა არასაგაკვეთილო აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა;

ა.ზ) სასწავლო პროცესისათვის იმ ტიპის აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს სწორ დამოკიდებულებას და პირად პასუხისმგებლობას გარემომცველი სამყაროს მიმართ, რათა მათ ჰქონდეთ სურვილი და უნარი მისი დაცვისა და აღდგენის.

ა.თ) პრაქტიკული აქტივობების დაგეგმვისას უსაფრთხოების წესების ცოდნა და გამოყენება.

ბ) სასწავლო პროცესის წარმართვა:

ბ.ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლის მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების გა­მოყენება;

ბ.ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისთვის პრიორიტეტული აქტივობების განხორცილება როგორც სასკოლო გარემოში, ასევე მის გარეთ (მუზეუმი, საწარმო, ზოოლოგიური და ბოტანი­კური პარკი, კვლევითი ინსტიტუტი, ბუნებრივი გარემო);

ბ.გ) აქტივობების იმგვარად წარმართვა, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევითი უნარი, და შეძლონ როგორც სხვათა, ასევე საკუთარი კვლევების კრიტიკული შეფასება;

ბ.დ) მოსწავლეთა შორის საბუნებისმეტყველო საკითხებზე დისკუსიების ხელშეწყობა;

ბ.ე) საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის პროცესში ყველა მოსწავლის (მათი ინდივი­დუალური თავისებურებების გათვალისწინებით) მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა (ჯგუფურ მუშაობებში და პროექტებში მონაწილეობა, სხვადასხვა ღონისძიებების ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება და სხვ.);

ბ.ვ) საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას საგანთაშორისი კავშირების დამყარება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის ტრანსფერი – ერთ საგანში მიღებული ცოდნის სხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადატანა და გამოყენება;

ბ.ზ) სწავლებისას საკითხის გამოყენებითი ასპექტის დემონსტრირება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება;

ბ.თ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლა-სწავლების პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ საკუთარი სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი;

ბ.ი) სასწავლო პროცესის იმგვარად წარმართვა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებას – ფორმულის, განტოლების, დიაგრამის, სქემის და ა.შ. საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრების, ინტერპრეტირების და ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის უნარის განვითარება;

ბ.კ) სასწავლო პროცესში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისთვის აუცილებელი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების მოძიება/შექმნა და გამოყენება, ასევე მოსწავლეთათვის მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ.ლ) სასწავლო პროცესის იმგვარად წარმართვა, რომელიც მოსწავლეებს გამოუმუშავებს და განუვითარებს პრაქტიკულ სა­მუშაოებთან დაკავშირებულ უსაფრთხოების წესების დაცვის უნარ-ჩვევებს.

გ) შეფასება:

გ.ა) სასწავლო მიზნის შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე შეფასება;

გ.ბ) შეფასების სქემების გამოყენება;

გ.გ) მოსწავლეთა პროგრესისა და მიღწევების მონიტორინგი;

გ.დ) მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების აღნუსხვა და ანგარიშის სა­ხით წარმოდგენა;

.) შეფასებისა და თვითშეფასების მონაცემების გამოყენება მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად.

ზ) XVI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი XVI

საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიისა და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

    მუხლი 39. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები

1. ისტორია

ა) მიმართულება: ისტორიული დრო

ა.ა) დროში ორიენტირება;

ა.ბ) ქრონოლოგიური ერთეულების სისტემის გამოყენება;

ბ) მიმართულება: ისტორიული ინტერპრეტაცია

ბ.ა) ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების განსხვავებული ინტერპრეტაციის ანალიზი და შეფასება;

გ) მიმართულება: ისტორიული კვლევა

გ.ა) ისტორიული (პირველადი და მეორადი) წყაროების ანალიზი;

გ.ბ) ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.

დ) მიმართულება: კომუნიკაცია

დ.ა) მსჯელობა სხვადასხვა ეპოქაში საქართველოსა და მსოფლიოში მნიშ­ვნელოვანი პოლიტიკური, სოციალურ - ეკონომიკური და კულტურულ - რელიგიური მოვლენების შესახებ;

დ.ბ) მსჯელობა თანამედროვე ეპოქასა და წარსულში განსხვავებული კულტურების ურთიერ­თობისა და ურთიერთგავლენის შესახებ;

დ.გ) მსჯელობა საქართველოსა და მსოფლიოში პოლიტიკური, სოციალურ - ეკონომიკურ და კულტურულ-რელიგიური პროცე­სების ურთიერთმიმართების შესახებ;

დ.დ) მიმოხილვითი თხზულების დაწერა ისტორიულ თემატიკაზე;

დ.ე) ისტორიული თემის დაწერა საკუთარი კვლევის საფუძველზე.

2.  გეოგრაფია

ა) მიმართულება: დრო და სივრცე

ა.ა) რუკის ენის გაგება; რუკის, სხვა თვალსაჩინოებების (სქემა, დიაგრამა, ფოტო, ცხრილი, გრაფიკი) და გეოგრაფიული ხელსაწყოების გამოყენებით ინფორმაციის მოძიება;

ა.ბ) სივრცეში ორიენტაცია ჰორიზონტის მხარეები, გრადუსთა ბადე; ადგილის მდება­რეობის განსაზღვრა;

ა.გ) ლეგენდის გამოყენებით სიმბოლოების აღქმა;

ა.დ) მასშტაბის აღქმა - მასშტაბის გამოყენებით ადგილის და მანძილების გაზომვა და შედარება, კარ­ტოგრაფიული პროექციების განსხვავება;

ა.ე) რუკებიდან და სხვა თვალსაჩინოებებიდან (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) მოპოვებული ინფორმაციის დაკავშირება გეოგრაფიულ ცოდნასთან და ამის საფუძველზე ადგილის, მოვლენისა და პროცესების დახასიათება, კანონზომიერე­ბების დადგენა:

ა.ვ) რელიეფის, ჰიდროსფეროს ( შიგა წყლების და მსოფლიო ოკეანის), ატმოსფერული მოვლენების, ბუნებრივი რესურსების, განსახლებების, მოსახლეობის დემოგრაფიული მახასიათებლების, სოციალური და ეკონომიკური სისტემების, სატრანსპორტო სისტემის შესახებ ინფორ­მაციის მოძიება-ანალიზი;

თვალსაჩინოებების თემატური ანალოგების შედგენა.

ბ) მიმართულება: გეოგრაფიული კვლევა

ბ.ა) თემატიკის შესაბამისი გეოგრაფიული კვლევის (მათ შორის საველეს) დაგეგმვა;

პრობლემის, გეოგრაფიული კვლევის მიზნის, მისი გადაჭრის გზებისა და მიმართულების განსაზღვრა;

ბ.ბ) გეოგრაფიული კვლევისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება, მონაცემთა ორგანიზება;

ბ.გ) გეოგრაფიული კვლევის განსახორციელებლად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი და და­მუშავება;

ბ.დ.) გეოგრაფიული პრობლემის გადაჭრა, კვლევის შედეგების არგუმენტირებულად წარმოჩენა;

ბ.ე) გეოგრაფიული თემის სტრუქტურული ორგანიზაცია.

გ) მიმართულება: გეოგრაფიული ინტერპრეტაცია

გ.ა) გეოგრაფიული ტერმინებისა და ცნებების ადეკვატური გამოყენება;

გ.ბ) გეოგრაფიული ფაქტების მოსაზრებისგან განსხვავება;

გ.გ) გავრცელებული გეოგრაფიული სტერეოტიპების კონტრარგუმენტაცია;

გ.დ) გეოგრაფიული ინფორმაციის საფუძველზე პროგნოზების გაკეთება და მოდელების შექმნა (გეოგრაფიულ კონტექსტში);

გ.ე) სხვადასხვა ფორმატში (წერითი, ზეპირი, ვიზუალური) წარმოდგენილი ინფორმაციის გააზ­რება და აღქმად ფორმატში წარმოჩენა.

დ) მიმართულება: კომუნიკაცია

დ.ა) რუკებისა და სხვა თვალსაჩინოებების გამოყენებით საკუთარი მოსაზრებების გა­მოხატვა; გეოგრაფიული კვლევის შედეგების წარმოჩენისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამოვ­ლენა;

დ.ბ) მოვლენებსა და პროცესებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე მსჯელობა;

გეოგრაფიული თემის დაწერა;

დ.გ) გეოგრაფიული დავალების სპეციფიკის გათვალისწინებით სამუშაოს დანაწილება, განხილვა და სხვ.;

დ.დ) დამუშავებული გეოგრაფიული თემის პრეზენტაცია.

3. სამოქალაქო განათლება

ა) მიმართულება: კვლევა

ა.ა) საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი შესაძლებლობების, ადგილისა და მნიშვნელობის გაანალიზება;

ა.ბ.) საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენებისა და პროცესების ამოც­ნობა და მრავალმხრივი გაანალიზება;

ა.გ) საზოგადოებრივი, რელიგიური, საგანმანათლებლო, სამართლებრივი, სახელმწიფო და ეკონომიკური ინსტიტუტების ფუნქციებისა და მნიშვნელობის გაანალიზება. დემოკრა­ტიული პრაქტიკის ანალიზი საზოგადოების ინტერესებთან, ტრადიციებთან და ღირებულებებთან მიმართებაში.

ა.დ) სამოქალაქო ცხოვრების, პოლიტიკისა და სახელმწიფოს მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი;

ა.ე) საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების საფუძვლების ანალიზი;

საზოგადოებრივი ინტერესების განხორციელებისათვის სამოქალაქო მონაწილეობითი პროცესების მნიშვნელობის ანალიზი ;

ა.ვ) სახელმწიფოს კონსტიტუციური დემოკრატიის ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის მოქალაქეთა შესაძლებლობების შესწავლა და განსაზღვრა

ბ) მიმართულება: შეფასება

ბ.ა) საზოგადოებრივ მოვლენებსა და პროცესებთან მიმართებაში პოზიციის გამომუშავება და არგუმენტირებულად დაცვა;

ბ.ბ) საზოგადოებრივ მოვლენებსა და პროცესებთან მიმართებაში სხვადასხვა მიდგომისა თუ პოზიციის კრიტიკულად შეფასება;

ბ.გ) მოვლენების, პროცესებისა და პოზიციების შეფასებისას შესაბამისი კრიტერიუმების გა­მოყენება.

ბ.დ) კონსტიტუციის საფუძველზე მოქმედი ხელისუფლების საქმიანობაში დემოკრატიის მიზნების, ღირებულებებისა და პრინციპების ასახვის შეფასება;

ბ.ე) ქვეყნის დემოკრატიაში მოქალაქეების როლის, მათი პირადი პოლიტიკური და ეკონომიკური ვალდებულებების შეფასება;

გ) მიმართულება: კომუნიკაცია

გ.ა) საზოგადოებრივი ინტერესების განსახორციელებლად მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

გ.ბ) საზოგადოებრივ საკითხებზე მსჯელობისას სხვადასხვა არგუმენტისა და გამოხატვის ფორმების მიზნობრივად გამოყენება;

გ.გ) იმ პროცესებსა თუ გადაწყვეტილებებში ინფორმირებულად და ეფექტურად მონაწილეობა, რომლებიც ეხება მოსწავლეებისა და საკუთარ პიროვნულ განვითარებას, მშობლებისა და სკოლის, საზოგადოების ინტერე­სებს.

    მუხლი 40. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საზოგადოებრივი მეცნიერებე­ბის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა

1. ისტორია

ა) ისტორიის შესავალი:

ა.ა) ისტორიის შესწავლის საგანი და ამოცანები;

ა.ბ) ისტორიის დამხმარე დისციპლინები - არქეოლოგია, ეთნოლოგია, წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფია, ნუმიზმატიკა, ისტორიული გეოგრაფია, ჰერალდიკა, გენეალოგია, ეპიგრაფიკა;

ა.გ) ისტორიის პერიოდიზაცია;

ა.დ) მსოფლიოსა და საქართველოში ისტორიული აზრის განვითარება (ძველი სამყაროსა და შუა საუკუნეე­ბის მემატიანეები, ახალი ეპოქის ისტორიკოსები, XIX-XX საუკუნეების ისტორიკოსები).

ბ) დრო და კალენდარი:

ბ.ა) ისტორიული დროის ერთეულები: წელი, საუკუნე, ათასწლეული, წელთაღრიცხვის სისტე­მა; კალენდარი და დროის აღრიცხვის სისტემები (იულიუსის და გრიგორიანული კალენ­დრები, ქორონიკონი, ჰიჯრა).

ბ.ბ) ისტორიის პერიოდიზაცია.

გ) პრეისტორიული ეპოქა:

გ.ა) ადამიანის წარმოშობა და განვითარება; მისი განსახლება მსოფლიოში;

გ.ბ) პალეოლითი;

გ.გ) ნეოლითური რევო­ლუცია;

გ.დ) სპილენძ - ბრინჯაოს ეპოქა;

გ.ე) უძველესი რელიგიური წარმოდგენები;

გ.ვ) ხელოვნება პირველყოფილ საზოგადოებაში;

გ.ზ) პრეისტორიული ეპოქის ადამიანი საქართ­ველოს ტერიტორიაზე.

დ) ძველი აღმოსავლეთი:

დ.ა) რა არის სახელმწიფო? თეორიები სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ;

დ.ბ) დამწერლობის გაჩენა, დამწერლობის ტიპები;

დ.გ) ძველი ეგვიპტე;

დ.დ) შუამდინარეთი (შუმერ - აქადის სახელმწიფოები, ბაბილონი, ასურეთი);

დ.ე) ხეთების სამეფო;

დ.ვ) ურარტუ;

დ.ზ) ფინიკია;

დ.თ) იუდეა და ისრაელი - იუდაიზმი;

დ.ი) აქემენიანთა იმ­პერია - ზოროასტრიზმი;

დ.კ) ძველი ჩინეთი - კონფუციანობა;

დ.ლ) ძველი ინდოეთი - ინდუიზმი, ბუდიზმი.

დ.მ) ადგილმდებარეობა, სახელმწიფო მმართველობის სისტემა, სოციალური სისტემა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება, კულტურა და რელიგია)

ე) ქართველი ხალხის წარმომავლობის საკითხი

ე.ა) სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტომთა უძველესი გაერთიანებები. დიაოხი და კოლხა.

ვ) ძველი საბერძნეთი, ელინიზმი და რომი:

ვ.ა) საბერძნეთის მდებარეობა, ბუნებრივი პირობები, კრეტა– მიკენი; არქაული ეპოქა - დიდი ბერძნული კოლონიზაცია; კლასიკური ეპოქა - ათენი; სპარტა; ბერძენ-სპარსელთა ომები; პელოპონესის ომი; ბერძნული პოლისის კრიზისი;

ვ.ბ) სახელმწიფო სისტემა;

ვ.გ) სოციალ - ეკონომიკური სისტემები;

ვ.დ) განათლება;

ვ.ე) ძველი ბერძნული რელიგია (ღმერთების პანთეონი, სპორტული თამაშები).

ვ.ვ) ძველი ბერძნული კულტურა (თეატრი, არქიტექტურა, ქანდაკება, ფერწერა, ლიტერატურა, მეცნიერება, ფილოსოფია, ისტორიოგრაფია).

ვ.ზ) ალექსანდრე მაკედონელის იმპერია და მისი დაცემა.

ვ.თ) ელინისტური ეპოქა.

ვ.ი) იტალიის მდებარეობა, ბუნებრივი პირობები; ეტრუსკები; რომის დაარსება - მეფობის ეპოქა; რომის რესპუბლიკა (მმართველობის სისტემა, სოციალ-ეკონომიკური სისტემა, პატრიციები და პლებეე­ბი; დაპყრობითი ომები, რესპუბლიკის კრიზისი, სამო­ქალაქო ომები);

ვ.კ) რომის იმპერია ახ. წ. I – II საუკუნეებში - პრინციპატი:

ვ.ლ) იმპერატორის ხელისუფლება და მმართველობის სისტემა; სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, საგარეო და საშინაო პოლიტიკა: ოქტავიანე, კალიგულა. ნერონი, ვესპასიანე. რომი ახ. წ. II საუკუნეში - ძლიერების მწვერვალი: ტრაიანე, ადრიანე, ანტონიუს პიუსი, მარკუს ავრელიუსი;

ვ.მ) ქრისტიანული რელიგია:

ვ.ნ) ქრისტიანობის წარმოშობა. ქრისტიანული რელიგიური მოძღვრება. ქრისტიანობის გავრცელება და მისი დევნა;

ვ.ო) რომის იმპერია ახ. წ. III – V საუკუნეებში - დომინატი:

ვ.პ) დიოკლეტიანეს რეფორმები და დომინატის დამყარება. კონსტანტინეს რეფორმები. ქრი­სტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება; რომის იმპერიის ორად გაყოფა; რომი და ბარბაროსები; დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა);

ვ.ჟ) კულტურა ძველ რომში (არქიტექტურა, ლიტერატურა, რელიგია. „პური და სანახაობა”, ისტორიოგრაფია).

ზ) საქართველო ანტიკურ ხანაში:

ზ.ა) ეგრისის სამეფო ძვ. წ. VI-III სს. და ბერძნული ახალშენები.

ზ.ბ) ქართლის (იბერიის) სამეფო–სახელმწიფო მმართველობის სისტემა, საზოგადოებრივი (სოციალური) ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა (ურთიერთობა ელინისტურ სახელმწიფოებთან, რომთან და პართიასთან).

ზ.გ) ანტიკური ხანის ქართული კულტურა და რელიგია.

თ) სასანიანთა ირანი - ტერიტორია, სახელმწიფო მმართველობის სისტემა, ბიზანტიასთან ურთიერთობა, სასანიანთა ირანის კავკასიური პოლიტიკა. რელიგიური ექსპანსია.

ი) ბიზანტიის იმპერია IV- XV:

ი.ა) სახელმწიფო მმართველობის სისტემა; იუსტინიანე დიდი დარომის სამართლის კრე­ბული;” ურთიერთობა ბარბაროსულ სახელმწიფოებთან. ირან-ბიზანტიის ომები. იბერია და ეგრისი ირან-ბიზანტიის დაპირისპირებაში;

ი.ბ) არაბები და ბიზანტიის იმპერია; ჰერაკლე კეისარი. ხატთაყვანისმცემლობა და ხატმებრძოლეობა; განხეთქილება მსოფლიო ქრისტიანულ ეკლესიაში;

ი.გ) თურქ-სელჩუკები და ბიზანტია;

ი.დ) ბიზანტია და ჯვაროსნები.

ი.ე) ბიზანტიის დასუსტება და დაცემა (XII-XVსს.).

ი.ვ) ბიზანტიური კულტურა: არქიტექტურა, იკონოგრაფია, მეცნიერება, განათლება, მწერლობა.

კ) არაბები - მუჰამედი და ისლამი; სახალიფოს ჩამოყალიბება; არაბთა დაპყრობები; სუნიტები და შიიტები. მუსლიმთა რელიგიური პოლიტიკა; სახალიფოს კრიზისი;

მუსლიმური კულტურა (არქიტექტურა, ლიტერატურა, მეცნიერება)

ლ) თურქ - სელჩუკები - სელჩუკთა სახელმწიფოს ჩამოყალიბება. სელჩუკთა დაპყრობები. სახელმწიფოს დასუსტება და დაშლა.

მ) მონღოლები - მონღოლთა სახელმწიფოს შექმნა - ჩინგიზ ყაენი. ონღოლთა დაპყრობები, მონღოლთა სახელმწიფოები.

 

ნ) ოსმალები - ოსმალთა სახელმწიფოს ჩამოყალიბება. რელიგიური პოლიტიკა. დაპყრობითი ომები. ევროპისა და ოსმალთა ურთიეთობა. ოსმალეთის იმპერიის დასუსტება.

ო) ჩინეთი - VII – XV სს.

პ) ინდოეთი - VII – XV სს.

ჟ) დასავლეთ ევროპა შუა საუკუნეებში (V - XIV სს.):

ჟ.ა) ხალხთა დიდი გადასახლება; ფრანკების სამეფო (მეროვინგები. „სალიკური სამართალი’’, კაროლინგების იმპერია: კარლოს დიდი, „კაროლინგული რენესანსი”; ფრანკების იმპერიის და­ცემა;

ჟ.ბ) ფეოდალიზმი დასავლეთ ევროპაში;

პ.გ) რაინდობა;

ჟ.დ) შუა საუკუნეების ქალაქი;

ჟ.ე) სოფელი შუა საუკუნეებში;

ჟ.ვ) ვაჭრობა და ხელოსნობა, მანუფქტურები;

ჟ.ზ) ეკლესია შუა საუკუნეებში - კათოლიკობა და მართლმადიდებლობა; ერესი; მსოფლიო საეკლესიო კრებები; რომის პაპი და მართლმადიდებელი პატრიარქები; ეკლესია და სახელმწიფო; განდეგილობა და მონასტრები; კათოლიკური ორდენები.

ჟ.თ) ჯვაროსნული ლაშქრობები;

ჟ.ი) წოდებრივ - წარმომადგენლობითი მონარქიების ჩამოყალიბება.

ჟ.კ) განათლება შუა საუკუნეებში - სკოლები და უნივერსიტეტები.

ჟ.ლ) შუა საუკუნეების ევროპული ხელოვნება: არქიტექტურა, იკონოგრაფია, მეცნიერება, ლიტერატურა.

ჟ.მ) ინგლისი - X - XV სს.

ჟ.ნ) საფრანგეთი - X - XV სს.

ჟ.ო) საღვთო რომის იმპერია - X - XV სს.

ჟ.პ) ესპანეთი - VII – XV სს.

ჟ.ჟ) იტალიის ქალაქები - VII – XV სს.

რ) რუსეთი X – XVII სს:

რ.ა) კიევის რუსეთის წარმოშობა. რუსეთის გაქრისტიანება. მონღოლების მიერ რუსეთის დაპყრობა. რუსეთის გაერთიანება მოსკოვის ირგვლივ. III რომის იდეა. ივანე მრისხანე. რუსეთის დაპყრობები და ტერიტორიული გაფართოება.

ს) საქართველო IV-XIV სს:

ს.ა) ქრისტიანობის სახელმწიფო რე­ლიგიად გამოცხადება; ვახტანგ გორგასალი; ”დიდი ომიანობა”; სომეხ - ქართველთა საეკლესიო განხეთქილება; მეფობის გაუქმება ქართლში. ერისმთავრობის ინსტიტუტი;

ს.ბ) არაბობა საქართველოში (ჰაბიბ იბნ-მასლამასდაცვის სიგე­ლი,” მურვან ყრუსა და ბუღა თურქის ლაშქრობები, არაბთა მმართველობის სისტემა საქართველოში);

ს.გ) ადრეფეოდალური ხანის ქართული კულტურა: სამონასტრო ცხოვრება, ასურელი მამები, გრიგოლ ხანძთელი, არქიტექტურა.

ს.დ) სამეფო–ამთავროების წარმოშობა.

ს.ე) პატრონყმობა საქართველოში.

ს.ვ) საქართველოს ერთიანი სახელმწიფო.

ს.ზ) საქართველო XI საუკუნეში - საქართველოს გაერთიანების დასაწყისი - დავით კურაპალატი; ბაგრატ III.

ს.თ) ბიზანტია და საქართველო - გიორგი I, ბაგრატ IV, გიორგი მთაწმინდელი.

ს.ი) საქართველო და თურქ - სელჩუკები - გიორგი II.

ს.კ) საქართველოს გაერთიანება - დავით IV აღმაშენებელი; დავითის მემკვიდრეები - დემეტრე I; გიორგი III.

ს.ლ) თამარ მეფის ეპოქა.

ს.მ) ქართული კულტურა XII-XIII საუკუნეებში: ქალაქები, განათლება, საერო და სასულიერო მწერლობა, საისტორიო მწერლობა, არქიტექტურა, იკონოგრაფია.

ს.ნ) მონღოლთა ბატონობა საქართველოში - მონღოლური მმართველობის დამყარება საქართველოში.

ს.ო) ორმეფობა საქართველოში, ხალხის აღწერა და მონღოლური გადასახადები.

ს.პ) დემეტრე თავ­დადებული.

ს.ჟ) გიორგი V ბრწყინვალე.

ს.რ) თემურ-ლენგის შემოსევები საქართველოში და მისი შედეგები.

ტ) დასავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, რუსეთი ახალ დროში (XV-XIX სს.):

ტ.ა) რენესანსი (მსოფლმხედველობა, მეცნიერება, ხელოვნება);

ტ.ბ) რეფორმაცია (მარტინ ლუთერი, კალვი­ნიზმი, რეფორმაცია ინგლისში, კონტრრეფორმაცია).

ტ.გ) კოლუმბამდელი ამერიკის ცივილიზაციები: (მაია, აცტეკები და ინკები).

ტ.დ) დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები (ვასკო და გამა, კოლუმბი, მაგელანი).

ტ.ე) აბსოლუტიზმი

ტ.ვ) საფრანგეთი - (რიშელიე, მაზარინი, ლუი XIV, მერკან­ტელიზმი);

ტ.ზ) ინგლისი - თიუდორები;

ტ.თ) საღვთო რომის იმპერია - ჰაბსბურგები;

ტ.ი) ესპანეთი - ჰაბსბურგები

ტ.კ) რუსეთის იმპერია - პეტრე I; ეკატერინე II.

ტ.ლ) კოლონიალიზმის დასაწყისი.

ტ.მ) ნიდერლანდების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.

ტ.ნ) ინგლისის რევოლუცია (სამოქალაქო ომი, კრომველი, რევოლუციის შედეგები).

ტ.ო) ორთქლის მანქანა და სამრეწველო გადატრიალება.

ტ.პ) ამერიკის კოლონიზაცია ინგლისელების მიერ; ომი დამოუკიდებლობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა, ჯორჯ ვაშინგტონი, 1787 წლის კონსტიტუცია; სამოქალაქო ომი აშშ-ში.

ტ.ჟ) განმანათლებლობა (ფრანგი განმანათლებლები, ეკონომიკური თეორიები ფიზიოკრატე­ბი, ადამ სმიტი);

ტ.რ) საფრანგეთის დიდი რევოლუცია (აბსოლუტიზმის კრიზისი, მონარქიის დამხობა, იაკობინელთა დიქტატურა, რევოლუციის შედეგები);

ტ.ს) ნაპოლეონის ეპოქა (ნაპოლეონის აღზე­ვება, ნაპოლეონის საგარეო პოლიტიკა და საომარი კამპანიები; კონტინენტური ბლოკადა, 1812 წლის საომარი კამპანია რუსეთში, ბრძოლა ლაიფციგთან, ვატერლოოს ბრძოლა).

ტ.ტ) რევოლუციების ხანა ევროპაში.

ტ.უ) ინდუსტრიული რევოლუცია.

ტ.ფ) იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი - ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი, ესპანეთი.

ტ.ქ) ევროპა XIX საუკუნის მეორე ნახევარში - საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა, გერმანიის გაერთიანება, იტალიის გაერთიანება, ალექსანდრე II-ის რეფორმა.

ტ.ღ) ურბანიზაცია, სოციალური ცვლილებები; მუშათა მოძრაობა, მარქსიზმი);

ტ.ყ) დასავლური კულტურა XVI-XIX სს.

უ) საქართველო XV-XVIII სს:

უ.ა) ალექსანდრე დიდი; გიორგი VIII და ქვეყნის დაშლა სამეფო-სამთავროებად; ბრძოლა ირანისა და ოსმალეთის წინააღმდეგ XVI-XVII სს. (ბრძოლა სიხოისტასთან, ამასიის ზავი, ლუარსაბ I და სიმონ I, სამცხე-საათაბაგოსა და აჭარის ოსმალეთის მფლობელობაში გადასვლა, თეი­მურაზ I და ლუარსაბ II, გიორგი სააკაძე); ვახტანგ VI; თეიმურაზ II და ერეკლე II; სოლომონ I; საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVI-XVIII სს; ქართული კულტურა XV-XVIII სს;

 

ფ) საქართველო XIX საუკუნეში:

ფ.ა) რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების გაუქმება; აჯანყებები ქართლის მთია­ნეთში, კახეთში, იმერეთსა და გურიაში, 1832 წლის შეთქმულება; რუსეთის მთავრობის პოლიტიკა საქართველოში 30-50-იან წლებში; რუსეთ-ირანის ომები და საქართველო; რუსეთ-თურქეთის ომები და საქართველო; ბატონყმობის გაუქმება საქართველოში; 60-70-იან წლების რეფორმები; “თერგდალეულები;” მარქსისტული მოძრაობა საქართველოში; პოლიტიკური მიმდინარეობებისა და პარტიების ჩამოყალიბება; ქართული კულტურა XIX საუკუნეში.

ქ) XX საუკუნე:

ქ.ა) საქართველო და მსოფლიო XX საუკუნის პირველ ნახევარში: I მსოფლიო ომი; რევოლუციები და სამოქალაქო ომი რუსეთში ;

ქ.ბ) პარიზის სამშვი­დობო კონფერენცია;

ქ.გ) საქართველო 1918-1921 წლებში;

ქ.დ) საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში (20-იანი წლების დასაწყისის განმათავისუფლებელი აჯანყებები; კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაცია; პოლიტიკური რეპრესიები...);

ქ.ე) ევროპა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის, ტოტალიტარული სახელმწიფოები - გერმანია, იტალია, საბჭოთა კავშირი.

ქ.ვ) აშშ - დიდი დეპრესია.

ქ.ზ) დასავლური კულტურა XX საუკუნის პირველ ნახევარში.

ქ.თ) II მსოფლიო ომი და საქართველო; II მსოფლიო ომის შედეგები. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლები (შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვა, ომის წარმართვის მეთოდებისა და საშუალებების შეზღუდვა);

ქ.ი) მსოფლიო და საქართველო XX საუკუნის მეორე ნახევარსა და XXI საუკუნის დასაწყისში: ცივი ომი, ცივი ომის დროინდელი კონფლიქტები (მაგ.: კარიბის კრიზისი, ვიეტნამის ომი, ავღანეთის ომი...); პერესტროიკადა სსრკ-ი დაშლა; მსოფლიო და საქართველო პოსტსაბჭოთა ეპოქაში.

ქ.კ) XX საუკუნის დასავლური კულტურა.

ქ.ლ) XX საუკუნის ქართული კულტურა.

გეოგრაფია

ა) გეოგრაფიის შესავალი:

ა.ა) გეოგრაფიის შესწავლის საგანი, ამოცანები, ობიექტი და მიზნები;

ა.ბ) გეოგრაფიული იდეების ჩამოყალიბების (ფორმირების) ისტორია; მოგზაურები და მოგზაურობები; დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები; ქართული გეოგრაფიული აზროვნების განვითარება და გეოგრაფიის ფუძემდებლები.

ა.გ) გეოგრაფიული ცნებები და ტერმინები;

ა.დ) გეოგრაფიის და გეოგრაფიული ცოდნის მნიშვნელობა;

ა.ე) თანამედროვე გეოგრა­ფიული მეცნიერების სისტემა;

ა.ვ) გეოგრაფიული კვლევის მეთოდები: ტრადიციული (აღწერი­ლობითი, შედარებით გეოგრაფიული, კარტოგრაფიული) და თანამედროვე (მათემატიკუ­რი, აეროკოსმოსური, გეოინფორმაციული, მოდელირება); გეოგრაფიული პროგნოზირება;

ა.ზ) მდგრადი განვითარების კონცეფცია.

ბ) სივრცეში ორიენტაცია:

ბ.ა) რუკა, რუკის ენა; გლობუსი; ადგილის გეგმა; კომპასი; ჰორიზონტის მხარეები, გრადუსთა ბადე, გრძედი და განედი, ტროპიკები და პოლარული წრეები;

ბ.ბ) დედამიწის წლიური და დღეღამური მოძრაობა;

ბ.გ) სასაათო სარტყელები, თარიღთა ცვლის ხაზი;

ბ.დ) მასშტაბი; კარტოგრაფიული პროექციები; სხვადასხვა ხელსაწყოთი აზომვების ჩატარება (რუკასა და ველზე).

გ) ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლები:

გ.ა) ატმოსფეროს აგებულება და შედგენილობა; ამინდი და კლიმატი; ტემპერატურის ცვლილება განედის, სიმაღლის და ოკეანესთან სიახ­ლოვის მიხედვით; ქარები, მათი წარმოშობა და გავრცელების კანონზომიერებები; ნალექები, მათი წარმოშობა და გავრცელების კანონზომიერებები;

გ.ბ) ამინდის პროგნოზი; მეტეოროლოგი­ური ხელსაწყოების გამოყენების პრინციპი; კლიმატური სარტყელები; კლიმატის გავლენა მიწათმოქმედებაზე, ტრანს­პორტზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე; ატმოსფეროსთან დაკავშირებული კატასტროფული მოვლენები; ატმოსფეროს დაცვა.

გ.გ) ჰიდროლოგია: მდინარეები, ტბები, მყინვარები, მიწის­ქვეშა წყლები, ჭაობები, წყალსაცავები; მათი მდებარეობა, ძირითადი მახასიათებლები და მნიშვნელობა; გავლენა რელიეფზე, კლიმატზე, მოსახლეობაზე, მეურნეობაზე; წყლის რესურსების მოცულობა, გამოყენება, დაცვა. წყალთან დაკავშირებუ­ლი კატასტროფული მოვლენები;

გ.დ) ზღვებისა და ოკეანეების მდებარეობა და განფენილობა; მარილიანობა, სიღრმე, სრუტეები, ყურეები, მიქცევა-მოქცევა, დინებები, სამეურნეო გამოყ­ენება, დაბინძურება, დაცვა;

გ.ე) დედამიწის შინაგანი აგებულება; ლითოსფეროს ფილების მოძრაობა; დედამიწის ზედაპირის ცვლილება: ვულკანები და მიწისძვრები; რელიეფი, გეოლოგიური პერიოდები (გეოქრონოლოგია), ტექტონიკა, ენდოგენური და ეგზოგენური პროცესები; წიაღისეული რესურსები, რესურსების მდგრადი გამოყენება; აბსოლუტური და შეფარდებითი სიმაღლე, რელიეფის ფორმები და ტიპები, მისი გავლენა კლიმატზე, მცენარეებზე, ცხოველებზე, მეურნეობაზე;

გ.ვ) ნიადაგის ტიპები და ნაყოფიერება, მცენარეთა და ცხოველთა სამყარო. ბუნებრივი ზონები, სიმაღლებრივი სარტყლურობა; სახასიათო ბუნებრივი და ანთროპოგენური ლანდშაფტები; ბიომრავალფეროვნება, მათი დაცვა, კონსერვაცია.

გ.ზ) გეოგრაფიული გარსი და მისი ძირითადი კანონზომიერებები.

დ) საზოგადოებრივი გეოგრაფია:

დ.ა) გეოგრაფიული მდებარეობა და საზღვრები;

დ.ბ) ბუნე­ბრივი რესურსები (გავრცელება, მნიშვნელობა, მდგრადი გამოყენება); ბუნებრივი რესურსე­ბი და მეურნეობის დარგები; რესურსების კლასიფიკაცია ამოწურვადობის მიხედვით; მიწის, წყლის, აგროკლიმატური, ტყის, მსოფლიო ოკეანის რესურსები;

დ.გ) მოსახლეობა: მსოფლიოს დემოგრაფიული ვითარება (ისტორიული წარსულიდან დღემდე); სხვაობები და მსგავსებები ქვეყნების მიხედვით; მოსახელობის რასები, ეთნიკური და რელიგიური სტრუქტურა (გავრცელება); შობადობა, მოკვდაობა, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, შრომითი რესურსები;

დ.დ) რე­გიონების და ქვეყნების სოციალურ-დემოგრაფიული კლასიფიკაცია (სიცოცხლის ხანგრძ­ლივობის, შობადობის, მოკვდაობის, ჯანდაცვის და განათლების დონის მიხედვით); დემო­გრაფიული გადასვლა; დემოგრაფიული პოლიტიკა;

დ.ე) მიგრაცია;

დ.ვ) ურბანიზაცია და განსახლება; მოსახლეობის სიმჭიდროვე; დასახლების ტიპები;

დ.ზ) მეურნეობის დარგები (ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ტრანსპორ­ტი, ვაჭრობა, მრეწველობა, კომუნიკაციები);

დ.თ) პოლიტიკური გეოგრაფია და გეოპოლიტიკა;

დ.ი) მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ფორმირება;

დ.კ) ქვეყნების ტიპოლოგია ტერიტორიის სიდიდის, მოსახლეობის რიცხოვნობის, გეოგრაფიული მდებარეობის, ბუნებრივი რესურსების მიხედვით;

დ.ლ) ქვეყნები მმართველობის ფორმის და ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის მიხედ­ვით;

დ.მ) ქვეყნები საერთაშორისო სტატუსის და საგარეო პოლიტიკური კურსის მიხედვით;

დ.ნ) მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციები (გაერთიანებები);

დ.ო) ქვეყნები სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით (ჰუმანური განვითარე­ბის ინდექსი);

დ.პ) რეგიონებად დაყოფის პრინციპები და ძირითადი რეგიონები; გაეროს ქვეყნების ტიპოლოგია;

დ.ჟ) გლობალიზაციის პროცესი და გლობალიზაციის ინდექსი;

დ.რ) კაცობრიობის მდგრადი განვითარების პერსპექტივა;

დ.ს) უმნიშვნელოვანესი გლობალური პრო­ბლემები: პოლიტიკური, სოციალურ– ეკონომიკური, ბუნებრივი და ანთროპოგენური; მათი მახასათებლები და მოგვარების გზები.

 ე) საქართველოს გეოგრაფია:

ე.ა) ტერიტორიის ფორმირება; მდებარეობა (ფიზგეოგრაფიული, გეოპოლიტიკური, სატრანსპორტო-გეოგრაფიული და სხვა) და საზღვრები; საქართველო და კავკასია; ტერი­ტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა და რეგიონები;

ე.ბ) ბუნება (მნიშვნელოვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლები: რელიეფი, ჰავა, შიგა წყლები; ნიადაგები; მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო);

ე.გ) ბუნებრივი რესურსები;

ე.დ) მოსახლეობა (გეოგრაფია, აღწერა, დემოგრაფია, მიგრაცია, ურბანიზაცია, დასახლების ტიპები); მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური სტრუქტურა;

ე.ე) სახასიათო ბუნებრივი (ზღვის, მთის, ტყის, ბარის) და ანთროპოგენური (აგრარული, ინდუსტრიული) ლანდშაფტები;

ე.ვ) ინფრასტრუქტურა; მეურნეობის დარგები;

ე.ზ) კულტურული მრავალფეროვნება;

ე.თ) საქართველო და ჰუმანური განვითარების ინდექსი; საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ე.ი) გარე­მოსდაცვითი პრობლემები და სტიქიური მოვლენები; ბუნების დაცვა (სამთავრობო და არა­სამთავრობო ორგანიზაციების როლი, დაცული ტერიტორიები, წითელი წიგნი და სხვა).

სამოქალაქო განათლება

ა) საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლები და ძირითადი ცნებები:

ა.ა) სამყაროს, ადამიანისა და საზოგადოების წარმოშობის ძირითადი თეორიები;

ა.ბ) პიროვნული განვითარების კანონზომიერები;

ა.გ) მდგრადი განვითარების თეორია;

ა.დ) საზოგადოების განვითარების კანონზომიერებათა შესახებ ძირითადი თეორიები;

ა.ე) კულტურის არსი, რაობა და მისი მრავალფეროვნება;

ა.ვ) მეცნიერება და მეცნიერული აზროვნების ძირითადი თავისებურებები;

ა.ზ) რელიგია, როგორც კულტურული ფენომენი;

ა.თ) საზოგადოებრივი მეცნიერებების ძირითადი მიმართულებები და ობიექტები.

ბ) საზოგადოებრივ მეცნიერებებში გამოყენებული ძირითადი მეთოდები:

ბ.ა) კითხვები, თეორია, ჰიპოთეზა, გამოცდა და შეფასება

ბ.ბ) დაკვირვება და ექსპერიმენტი;

ბ.გ) მსჯელობაფაქტი და მოსაზრება;

ბ.დ) სოციალური სტატისტიკა და ანალიზი;

ბ.ე) შედარებითი ანალიზი;

ბ.ვ) მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი (აუცილებელი და საკმარისი პირობები)

ბ.ზ) სიტუაციური ანალიზი.

ბ.თ) პრაქტიკული კვლევა (Action Research);

გ) ადამიანის უფლებები და თავისუფლებები:

გ.ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საფუძვლები;

გ.ბ) მათი განვითარების ძირითადი ისტორიული ეტაპები;

გ.გ) უფლებებისა და თავისუფლებების არსი;

გ.დ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კლასიფიკაცია;

გ.ე) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმსაზღვრელი ფუძემდებლური დოკუმენტები.

დ) კონფლიქტი და მშვიდობის მშენებლობა:

დ.ა) კონფლიქტი: მისი მართვა, გადაჭრა, ტრანსფორმაცია, კონფლიქტის ანალიზის ტექნიკები;

დ.ბ) კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სტრატეგიები და ტიპები;

დ.გ) მშვიდობა, როგორც პროცესიმისი არსი და სწავლების სტრატეგიები;

დ.დ) ფორმალური და არაფორმალური სამშვიდობო განათლება.

ე) მშვიდობიანი თანაარსებობა და მრავალფეროვანი გარემო:

ე.ა) უმრავლესობა, უმცირესობები, მოწყვლადი ჯგუფები;

ე.ბ) თანასწორობა და დისკრიმინაცია;

ე.გ) ინტეგრაცია და ასიმილაცია;

ე.დ) სტერეოტიპები;

ე.ე) ტოლერანტობა: მისი არსი და განზომილებები.

ვ) დემოკრატიის არსი და მისი ძირითადი ინსტიტუტები:

ვ.ა) დემოკრატიის მიზნები, ღირებულებათა საფუძვლები და პრინციპები;

ვ.ბ) დემოკრატიის განვითარების ძირითადი ისტორიული ეტაპები;

ვ.გ) დემოკრატიული ინსტიტუტები და მათი მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებაში.

ზ) ძირითადი საზოგადოებრივი ინსტიტუტები და მათი ურთიერთქმედება:

ზ.ა) საზოგადოებრივი ინტერესები და სამოქალაქო საზოგადოება;

ზ.ბ) საზოგადოებრივი ინსტიტუტები და სისტემები;

ზ.გ) სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი კომპონენტები: არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, ინტერესთა ჯგუფები და არაფორმალური საზოგადოებრივი გაერთიანებები;

ზ.დ) სამოქალაქო მონაწილეობა.

თ) მოქალაქეობა და მისი ასპექტები:

თ.ა) მოქალაქეების სოციალური როლები;

თ.ბ) მოქალაქის უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა;

თ.გ) მოქალაქის როლი ქვეყნის დემოკრატიაში;

თ.დ) საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში მოქალაქის ინფორმირებული, დაფიქრებული და ეფექტური მონაწილეობის ფორმები.

თ.ე) სახელმწიფოს კონსტიტუციური დემოკრატიის ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობა.

ი) გლობალური პრობლემები და მისი მოგვარების გზები:

ი.ა) სიცოცხლის უფლება და ბავშვთა სიკვდილიანობა;

ი.ბ) ) სოციალური დაავადებებიალკოჰოლიზმი და ნარკომანია;

ი.გ) არასრულწლოვანთა დამნაშავეობა;

ი.დ) განათლება და მისი ხელმისაწვდომობა;

ი.ე) დევნილები და ლტოლვილები;

ი.ვ) სიღარიბე და მისი დაძლევის გზები;

ი.ზ) ადამიანი და გარემო;

ი.თ) მდგრადი განვითარება და მისი ასპექტები;

ი.ი) არათანაბარი განვითარება და კორუფცია;

ი.კ) ტრეფიკინგი;

ი.ლ) სახელმწიფოს ძლიერების თანამედროვე მახასიათებლები და გლობალიზაცია;

ი.მ) საქართველოს ურთიერთობების პრინციპები მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან;

ი.ნ) საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციები.

კ) სახელმწიფოსა და სამართლის განვითარების ძირითადი თეორიები:

კ.ა) მმართველობა და თვითმმართველობა;

კ.ბ) ძირითადი პოლიტიკური თეორიები და მათი არსი;

კ.გ) სახელმწიფოს ნიშნები, ფუნქციები, მოწყობა;

კ.დ) სახელმწიფოს ტიპები: მმართველობის ფორმები, საზოგადოებრივი წესწყობილება და პო­ლიტიკური რეჟიმები;

კ.ე) სახელმწიფოს წარმოშობა საქართველოში და მისი განვითარების ეტაპები;

კ.ვ) სამართლის წარმოშობა და განვითარება;

კ.ზ) სამართლებრივი სახელმწიფო და მისი მახასიათებლები;

კ.თ) კანონის უზენაესობა და კანონიერება;

კ.ი) სამართლებრივი კულტურა;

კ.კ) საერთაშორისო სამართალი (ჰუმანიტარული, სისხლის სამართალი, გარემოსდაცვითი, ადამიანის უფლებების, შრომის და ..) და მისი მნიშვნელობა;

კ.ლ) საქართველოს სახელმწიფოს კანონმდებლობა და მისი კავშირი საერთაშორისო სამარ­თალთან (საქართველოს კონსტიტუცია).

ლ) ეკონომიკის ძირითადი ცნებები, კატეგორიები და თეორიები:

ლ.ა) ძირითადი ეკონომიკური სისტემები;

ლ.ბ) ეკონომიკური კატეგორიები და კანონზომიერებები;

ლ.გ) ბაზრები და მათი ტიპები;

ლ.დ) ეკონომიკური საქმიანობის ტიპები, სტიმულები და კეთილდღეობა;

ლ.ე) ფული და მისი ფუნქციები;

ლ.ვ) ბიზნესის ორგანიზაცია და დაფინანსება;

ლ.ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის საქონელი და მომსახურება;

ლ.თ) სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება და პოლიტიკა;

ლ.ი) პროფესიონალიზმი და ცოდნის ეკონომიკა;

ლ.კ) ეკონომიკური ურთიერთობების გარემო;

ლ.ლ) სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციები.

    მუხლი 41. სწავლების მეთოდები

ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა:

ა.ა) საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, შესაბამისი ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;

ა.ბ) საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი სასწავლო გეგმის შედგე­ნა, სადაც მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა და რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს, შეხედულებებსა და გამოცდილებას;

ა.გ) საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეებში გააზრებული და საფუძვლიანი ცოდნის შეძენასა და უნარ-ჩვევების გამომუშავება-განვითარებაზე;

ა.დ) მიზნის შესაბამისი შეფასების ისეთი ტიპებისა და ფორმების შერჩევა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება არა მარტო გამოვლინდეს მოსწავლეთა შესაძლებლობანი და შეფასდეს მათი ცოდნა და უნარ-ჩვევები, არამედ ხელი შეეწყოს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას;

ა.ე) შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა და შეფასების ცხრილებისა და სქემების შედგენა შემდეგი ტი­პის აქტივობებისათვის: პრობლემის იდენტიფიკაცია, ინფორმაციის მოძიება, პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების განსაზღვრა და მათი ეფექტურობის შეფასება, ისტო­რიულ-გეოგრაფიული საშუალებების გამოყენება, ისტორიულ-გეოგრაფიული წყაროებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების ანალიზი, ისტორიული და გეოგრაფიული კვლევის დაგეგმვა, ჩატარება და პრეზენტაცია, საზოგადოებრივი მეცნიერებების თემებზე საკლასო დისკუსიებში მონაწილეობა, სხვა­დასხვა ტიპის წერითი დავალებების შესრულება და სხვა;

ა.ვ) სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის საზოგადოებრივი მეცნიერებების და სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან თანამშრომლობა და ერთობლივი სტრა­ტეგიების შემუშავება – ინტეგრირებული გაკვეთილებისა და სხვადასხვა არასაგაკვეთილო აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა;

ა.ზ) საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების პროცესის დაგეგმვისას საფეხურებს შორის უწყვეტობის პრინციპის გათვალისწინება.

ა.თ) სასწავლო პროცესისათვის იმ ტიპის აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს სოციალურ და სამოქალაქო კომპეტენციებს - საკუთარი აზრის დაფიქსირება და დაცვა, განსხვავებული აზრის პატივისცემა და გათვალისწინება, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება, სხვისი უფლებების პატივისცემა, ტოლერანტობა, კონფლიქტების პრევენცია და მოგვარება, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვ.

ბ) სასწავლო პროცესის წარმართვა:

ბ.ა) საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლის მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების გამოყენება;

ბ.ბ) მოსწავლეებში, საზოგადოებრივი მეცნიერებების ცოდნის გაღრმავებისა და უნარების განვითარების მიზნით, თანამედროვე პედაგოგიური მეთოდებისა და აქტივობების გამოყენება.

ბ.გ) აქტივობების იმგვარად წარმართვა, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევითი უნარი, და შეძლონ როგორც სხვათა, ასევე საკუთარი კვლევების კრიტიკული შეფასება;

ბ.დ) მოსწავლეებში საზოგადოებრივი მეცნიერებების საკითხებზე სადისკუსიო და წერითი უნ­არების განვითარებისათვის ხელშეწყობა;

ბ.ე) საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლის პროცესში ყველა მოსწავლის (მათი ინდივი­დუალური თავისებურებების გათვალისწინებით) მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა (ჯგუფურ მუშაობებში და პროექტებში მონაწილეობა, სხვადასხვა ღონისძიებების ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება და სხვ.).

ბ.ვ) საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას საგანთაშორისი კავშირების დამყარება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის ტრანსფერი – ერთ საგანში მიღებული ცოდნის სხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადატანა და გამოყენება.

ბ.ზ) აქტივობების იმგვარად წარმართვა, რომ მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება;

ბ.თ) მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი და მოხერხებული ისტორიულ-გეოგრაფიული საშუალ­ებების, მედია და ტექნოლოგიური რესურსების გამოყენება (საჭიროების შემთხვევაში თავად შექმნა);

ბ.ი) საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლა-სწავლების პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ საკუთარი სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი.

ბ.კ) სასწავლო პროცესის იმგვარად წარმართვა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებას – რუკის, ფოტოს, დიაგრამის, სქემის და ა.შ. საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრების, ინტერპრეტირების და ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის უნარის განვითარება.

გ) შეფასება:

გ.ა) საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერი­უმებისა და სქემების შედგენა და გამოყენება;

გ.ბ) საზოგადოებრივ მეცნიერებებში მოსწავლეთა პროგრესისა და მიღწევების მონიტორინგის წარმართვა;

გ.გ) საზოგადოებრივ მეცნიერებებში მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების აღნუსხვა, ანალიზი და ანგარიშის სახით წარმოდგენა;

გ.დ) მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად შეფასების მონაცემების გამოყენება;

საკუთარი პედაგოგიური საქმიანობის შეფასება; მის მიერ გამოყენებული თანამედროვე სწავლების კონცეფციების, მეთოდებისა და ტექ­ნიკის კრიტიკულად შეფასება.

დ) ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების სწავლება მოსწავლის პიროვნული, კულტურული განვითარებისა და ესთეტიკური აღზრდის უზრუნველსაყოფად:

დ.ა) ისეთი დავალებებისა და აქტივობების შერჩევა ან მოფიქრება, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარის განვითარებაში;

დ.ბ) ისეთი დავალებებისა და აქტივობების შერჩევა ან მოფიქრება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას;

დ.გ) ისეთი დავალებებისა და აქტივობების შერჩევა ან მოფიქრება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეთიკური ღირებულებების გამომუშავებასა და მაღალი გემოვნების განვითარებას;

დ.დ) ისეთი დავალებებისა და აქტივობების შერჩევა ან მოფიქრება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ცოდნაზე დაფუძნებული პატრიოტიზმის განვითარებას;

დ.ე) ისეთი დავალებებისა და აქტივობების შერჩევა ან მოფიქრება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებას.

დ.ვ) ისეთი დავალებებისა და აქტივობების შერჩევა, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

თ) ამოღებულ იქნეს  XVIII თავი;

ი) ამოღებულ იქნეს  XIX თავი;

კ) ამოღებულ იქნეს  XX თავი;

ლ) დაემატოს  XXII თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი XXII

დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის სტანდარტი.

    მუხლი 60. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები

ა) მიმართულება: ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

ა.ა) მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება ჯანსაღი ცხოვრების წესის როლსა და მოზარდის ანატომიურ – ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას შორის;

ა.ბ) პირადი ჰიგიენის, დაზღვევა-დახმარების, თვითდაზღვევისა და უსაფრთხოების წესების (სპორტულ დარბაზში და სპორტულ მოედანზე ვარჯიშისას და საზოგადოდ) დაცვა;

ა.გ) საკუთარი მოძრაობების მართვის ხერხების სისტემური ათვისება და ამ გზით ცხოვრებაში აუცილებელი მოძრაობითი შემძლეობის, ჩვევებისა და მათთან დაკავშირებული ცოდნის შეძენა და პრაქტიკაში რაციონალური გამოყენება;

ა.დ) მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება ჯანსაღი ცხოვრების წესის (ჯანმრთელობის გაკაჟება, ფიზიკური განვითარება, ორგანიზმის ფუნქციურ შესაძლებლობათა გაფართოება, მოძრაობითი უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება) როლსა და საზოგადოებაში პიროვნების წარმატებული ინტეგრაციის (შრომისმოყვარეობა, ზნეობრივი ნორმებისადმი ერთგულება, პატრიოტიზმი, სიმამაცე, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა) პროცესს შორის;

ა.ე) განსაკუთრებული შემთხვევის დროს ადეკვატურად რეაგირება და პირველადი დახმარების აღმოჩენის უნარი.

ა.ვ) მოზარდის საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში შესაძლო საფრთხეების ანალიზი (იცნობს უსაფრთხოების წესებს, სხვადასხვა მოქმედების ხერხებს და ფლობს შესაძლო კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებებს).

ბ) მიმართულება: მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები

ბ.ა) ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოძრაობითი მოქმედებების შესრულების ხერხების წარმოჩენა (მთლიანად ან ელემენტებად, შენელებულ ან ჩვეულებრივ ტემპში);

ბ.ბ) ცალკეული მოძრაობების იზოლირება და ერთმანეთთან შედარება, მათი შეგნებულად მართვა, საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება, ფიზიკური მუშაობის მცირე დროში შესრულება;

ბ.გ) მოძრავი და სპორტული თამაშების წესების ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება;

ბ.დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ინტეგრაცია თანატოლებთან და მათი ჩართვა გუნდურ თამაშებსა და ინდივიდუალურ მოძრაობით მოქმედებებში.

გ) მიმართულება: აქტიური მონაწილეობა

გ.ა) ორგანიზმის გაკაჟებისა და ჯანმრთელობის განმტკიცებისათვის აუცილებელი ფიზიკური აქტივობების დანერგვა და განვითარება;

გ.ბ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი (ტურისტული) ლაშქრობა-ექსკურსიების დროს სავალდებულო წესების, სპეციალური ნორმებისა და მოთხოვნების ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება;

გ.გ) კლასგარეშე აქტივობების (შრომითი, სპორტული, სამხედრო-პატრიოტული, საზოგადოებრივი და სხვა) აღწერა და გამოყენება.

    მუხლი 61. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა

ა) ცხოვრების ჯანსაღი წესის არსი, მისი მთავარი პრინციპები, მათი დანერგვისა და დაცვის აუცილებლობა, შრომით, საოჯახო-საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობა-მონაწილეობა;

ბ) ფიზიკური აღზრდის მიზანი, და ამოცანები ;

გ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საწყისი ცნებები: ფიზიკური აღზრდა, ფიზიკური მომზადება, ფიზიკური კულტურა, ფიზიკური სრულყოფა, ფიზიკური განვითარება, სპორტი, სპორტული წრთვნა;

დ) მოტორული (მოძრაობითი) უნარ-ჩვევების საფუძვლები, რაციონალური ტანადობის განვითარების და კუნთური მასის ზრდის მასტიმულირებელი ვარჯიშები, მათი პრაქტიკული მნიშვნელობა, სარგებლიანობა, რიგითობა, სიხშირე რიტმი, მოცულობა და ა.შ. (ინდივიდუალური და ჯგუფური ვარჯიშების კომპლესები მოძრაობითი უნარიანობის განვითარების შესაძლებლობათა მიხედვით);

ე) სპორტის და ოლიმპიური თამაშების საინტერესო ფაქტები, ქართველ სპორტსმენთა სპორტული მიღწევები და სხვა;

ვ) მოძრაობითი მოქმედებების სწავლების საშუალებები და მეთოდები; სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოზარდებთან მუშაობის სპეციფიკა;

ზ) მოძრავი თამაშების ჩატარების მეთოდიკა; თამაშის მომზადება, თამაშის დაწყება და მისი ხელმძღვანელობა, თამაშის ორგანიზებულად დამთავრება;

თ) ფიზიკური ვარჯიშები- ფიზიკური აღზრდის ძირითადი სპეციფიკური საშუალება (შინაარსი და ფორმა).ფიზიკურ ვარჯიშთა ტექნიკა; მოძრაობის მახასიათებლები, მოძრაობითი მოქმედებების ტექნიკურად შესრულების ზოგადი წესები, ფიზიკურ ვარჯიშთა კლასიფიკაცია, ვარჯიშთა ეფექტურობის დამოკიდებულობა მათი გამოყენების პირობებზე;

ი) ფიზიკური აღზრდის მეთოდების სტრუქტურული საფუძვლები (დატვირთვა და დასვენება, როგორც ფიზიკური აღზრდის მეთოდების სპეციფიკური კომპონენტები; ზუსტად რეგლამენტებული ვარჯიშის მეთოდები; თამაშობითი და შეჯიბრებითი მეთოდები; სიტყვიერი და თვალსაჩინო ზემოქმედების საშუალებათა გამოყენების მეთოდები);

კ) სპორტულ გამაჯანსაღებელი (მაგ. ტურისტული) ლაშქრობა-ექსკურსიების მნიშვნელობა და ორგანიზება (ლაშქრობის ხასიათი, მისი სირთულე და სახეობა, მარშუტის მანძილი, გზისა და რელიეფის ხასიათი, წლის პერიოდი, კლიმატური პირობები, მოსწავლეთა რაოდენობა და მათი ფიზიკური და ტექნიკური მომზადება, უზრუნველყოფა საჭურველ-კაზმულობით, კვების პროდუქტებით, სატრანსპორტო საშუალებით და სხვა);

ლ) ფიზიკური აღზრდის მეთოდური პრინციპები ( დიდაქტიკური პრინციპები);

მ) სპორტული ტერმინოლოგია;

ნ) სწავლების პროცესის წინაპირობები და ეტაპები (სწავლების პირველდაწყებითი ეტაპი, გაღრმავებული სწავლების ეტაპი, ცოდნის განმტკიცებისა და შემდგომი სრულყოფის ეტაპი);

ო) ფიზიკური თვისებები (ძალა, გამძლეობა, სისწრაფე, სიმარჯვე, კოორდინაციული და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი სხვა უნარიანობა); ამოცანები, საშუალებები და მათი განვითარების მეთოდები;

ჟ) გაკვეთილის განმსაზღვრელი ნიშნები; ამოცანების დასახვა გაკვეთილზე; გაკვეთილის სტრუქტურა (ნაწილები); დატვირთვის რეგულირებისა და მოვარჯიშეთა ორგანიზაციის მეთოდიკა; საინტერესო და სახალისო გაკვეთილის განსაზღვრელი პირობები; სასწავლო გეგმის მიხედვით გაკვეთილების დაგეგმვა და აღრიცხვა;

რ) ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გადახრების მქონე მოსწავლეებთან მეცადინეობების თავისებურებები;

ს) ინდივიდუალური მიდრეკილებისა და თანდაყოლილი მონაცემების სწორი შეფასება და შესაბამისი სპორტის სახეობის შერჩევა ;

ტ) ფიზიკური,ტექნიკური, ტაქტიკური, ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური მომზადება;

უ) რაციონალური კვება; საკვების მნიშვნელობა ბავშვთა ზრდა-განვითარების, ჯანმრთელობის განმტკიცებისა და შრომისუნარიანობის ამაღლებაში; საკვების რაციონის ფიზიოლოგიური მოთხოვნები, საკვების შემადგენლობა (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) და კალორიულობა; საჭირო ვიტამინების სადღეღამისო ნორმები; კვების რეჟიმი, სპორტული დიეტა;

ქ) ბუნებრივი გარემოს გამაჯანსაღებელი ძალები(მზე, ჰაერი,წყალი) და ჰიგიენური ფაქტორები, როგორც ფიზიკური აღზრდის საშუალება. ბუნებრივი ფაქტორების მიზაშეწონილი გამოყენებით ფიზიკური ვარჯიშობის პროცესში ორგანიზმის გაკაჟება და სხვა რთულ პირობებთან ორგანიზმის შეგუება. პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა; ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ჰიგიენა; სხეულის მოვლის წესები და პროცედურები; ჰიგიენური მოთხოვნები სპორტული ტანსაცმლისა და სპორტული ფეხსაცმელების მიმართ; ფიზიკური კულტურისა და სპორტის სამეცადინო ადგილის, სპორტული ინვენტარის, სპორტული დარბაზისა და სათავსოების ჰიგიენის დაცვა;

ღ) ტრავმატიზმის პროფილაქტიკა, რეგულარული სამედიცინო შემოწმების მნიშვნელობა; პირველადი სამედიცინო დახმარება და მისი ორგანიზაცია;

ყ) მავნე ჩვევების გავლენა ადამიანის ფსიქიკასა და ხასიათზე (აპათია, აგრესია, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების გაფანტვა და სხვა);

შ) თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნე ზემოქმედება;

ძ) ადამიანთა ურთიერთობა, თანაცხოვრების პრინციპების დაცვა, უმწეოთა მიმართ თანაგრძნობა; ტოლერანტობა (უნარშეზღუდული ადამიანების, საპირისპირო სქესის, უფროსი ასაკის პირთა, ეროვნების, რელიგიის და ა. შ. წარმომადგენელთა მიმართ).

    მუხლი 62. სწავლების მეთოდები

ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა:

ა.ა) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პროგრამაზე დაყრდნობით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, შესაბამისი ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;

ა.ბ) ისეთი სასწავლო გეგმის შედგენა, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ასაკობრივ და გენდერულ თავისებურებებს, მათ შემძლეობით უნარიანობას, ინტერესებსა და მოთხოვნილებებს, არსებულ მატერიალურ რესურსებს; უსაფრთხოების წესების დაცვას;

ა.გ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პროგრამის შესაბამისი სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა: სიტყვიერი და თვალსაჩინო ზემოქმედების საშუალებები - დიდაქტიკური თხრობა, საუბარი, განსჯა, ინსტრუქტირება, თანხმლები განმარტება, ძახილები და მიმართვები, სიტყვიერი შეფასება, სიტყვიერი ანგარიში და ურთიერთგანმარტება, თვითახსნა და თვითბრძანება, ნატურალური და შუალობითი დემონსტრირება, საგნობრივ-მოდელური და მაკეტური დემონსტრირება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით დემონსტრირება და სხვა.

ა.დ) მოძრაობათა სწავლების პროცესის თავისებურებათა იმ კანონზომიერებების განსაზღვრა, რომელთა მიხედვით ხორციელდება მოძრაობითი შემძლეობის, ჩვევებისა და მასთან დაკავშირებული ცოდნის მიზანდასახული ჩამოყალიბება; ფიზიკური ვარჯიშების ტექნიკის დასწავლის, განმტკიცებისა და სრულყოფის ოპტიმალური გზების შერჩევა;

ა.ე) სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ორი ძირითადი მიმართულების-ზოგადმოსამზადებელის და სპეციალიზებულის ურთიერთკავშირის გათვალისწინება;

ა.ვ) მოსწავლეთა შესაძლებლობების შესაბამისი სხვადასხვა ტიპისა და სირთულის დავალებების (ვარჯიშები, მოძრაობითი მოქმედებები, სიტუაციური ამოცანები) შერჩევა/შედგენა;

ა.ზ) ჰიგიენური და უსაფრთხოების წესების შესწავლისათვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა:

ბ) კომპლექსური ხასიათის სასიცოცხლო მნიშვნელობის მოძრაობითი და მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის აუცილებელი აქტივობების დაგეგმვა:

ბ.ა) მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის განვითარებისათვის შესაბამისი გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა;

ბ.ბ) ამ მიზნების შესაბამისი კომპლექსური ვარჯიშების შერჩევა/შემუშავება; უხეში შეცდომების აცილების მიზნით სპეციალური ტრენაჟორების, დამხმარე საშუალებების, სპორტული იარაღებისა და ინვენტარის გამოყენება;

ბ.გ) მოსალოდნელი შედეგის შინაარსისა და მიზნების რუკის შედგენა, რომელშიც აისახება შედეგის მისაღწევად საჭირო ვარჯიშები (თავის, კისრის, გულ-მკერდის, მუცლის, ქვემო და ზემო კიდურების კუნთები, სასუნთქი აპარატი და სხვა), მათი თანმიმდევრობა, ინტენსივობა და ა.შ.;

ბ.დ) ამ რუკაზე დაყრდნობით სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ვარჯიშების შერჩევა/შემუშავება, რომლებიც მოსწავლეებს ეტაპობრივად განუვითარებს კომპლექსურ, სასიცოცხლო მნიშვნელობის მოძრაობით და მოტორულ უნარ-ჩვევებს;

ფიზიკური აღზრდის და სპორტის საგნობრივ პროგრამაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩასართავად ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა;

გ) სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი კომპლექსური ხასიათის ჯგუფური აქტივობების დაგეგმვა:

გ.ა) გუნდური თამაშების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი (ტურისტული) ლაშქრობების, სპორტული შეჯიბრებების შერჩევა/შემუშავება;

გ.ბ) სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის სხვა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან თანამშრომლობა და მოძრაობითი აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა.

გ.გ) დაგეგმილ აქტივობათა განხორციელებისათვის საჭირო დროის განსაზღვრა, თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების დაგეგმვა და სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა: ინდივიდუალური, ჯგუფური, გუნდური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა;

    მუხლი 63. სასწავლო პროცესის წარმართვა

ა) დაგეგმილი გაკვეთილების პრაქტიკაში განხორციელება: (პირდაპირი ინსტრუქცია, კოოპერირებული შესწავლა, დისციპლინათშორისი ინსტრუქციები), რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლეთა მოტივაცია და წარმატებულობა;

ბ) მრავალფეროვანი აქტივობებისა და სტრატეგიების გამოყენება მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების მიზნით - სახალისო პრობლემური სიტუაციების, მოსწავლის ინტერესებთან და პირად გამოცდილებასთან დაკავშირებული პრობლემების, საკითხების, ვარჯიშთა კომპლექსების გამოყენება;

გ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს ყოველი მოსწავლის ჩაბმას აქტივობებში (მათ შორის არასათანადო ფიზიკური მდგომარეობის მქონე და სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდების): დიფერენცირებული მოთხოვნების წაყენება მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით;

დ) შესაბამისი რესურსების (სპორტული ინვენტარი, სპორტული იარაღები, მოწყობილობები, კომპიუტერი, ვიდეომასალა, ექსპერტების მოწვევა და სხვა) შერჩევა და ამა თუ იმ სამოძრაო და მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის აუცილებელი მოქმედებებისა თუ ვარჯიშების შესასრულებლად ნათელი და ამომწურავი ინსტრუქციების მიცემა.

    მუხლი 64. შეფასება

ა) განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით;

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერი­უმებისა და სქემების შედგენა და გამოყენება;

ბ) მოსწავლეთა პროგრესისა და მიღწევების მონიტორინგის წარმართვა;

გ) მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების აღნუსხვა, ანალიზი და ანგარიშის სახით წარმოდგენა;

დ) მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად შეფასების მონაცემების გამოყენება;

საკუთარი პედაგოგიური საქმიანობის შეფასება;

    მუხლი 65. ფიზიკური აღზრდის სწავლების შედეგად მოსწავლის პიროვნული განვითარების უზრუნველყოფა

ა) მოსწავლეთათვის ისეთი აქტივობების/ამოცანების (პრობლემური საყოფა­ცხოვრებო სიტუაციური ამოცანების გადაჭრა, ვარჯიშების კომპლექ­სების შემუშავებაში, სპორტულ ღონისძიებებში, ინტერდისციპლინარულ აქტივო­ბებში მონაწილეობა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ტურისტული ლაშქრობების და სხვა ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა) შეთავაზება, რომელიც ხელს შეუწყობს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, ფიზიკური და ფსიქიკური უნარების განვითარებას და ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

ბ) ისეთი აქტივობების შერჩევა/შედგენა, რომელიც ასახავს რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციას და საშუალებას მისცემს მოზარდებს, დაუკავშირონ საკუთარი გამოცდილება არსებულ სოციოკულტურულ გარემოსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სხვადასხვა ტიპის ცხოვრების წესს; ამოიცნონ და გააანალიზონ მსგავსება-განსხვავებები, დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები, გამოიტანონ დასკვნები და მოახდინონ შეფასებები.

გ) მოსწავლეების მოთხოვნილებებზე (კონკრეტული მოსწავლისა და კლასის შესაძლებლობებზე, მიღწევებზე, წარუმატებლობის მიზეზებზე) ორიენტირებული კვლევის წარმოება. ამ მიზნიდან გამომდინარე, კოლეგებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა, რაც უზრუნველყოფს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მაქსიმალურ მიღწევას; ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების შესწავლა-სწავლების პროცესისთვის საჭირო გაკვეთილების დაგეგმვა იმგვარად, რომ გამოიწვიოს მოსწავლეთა მაქსიმალური დაინტერესება, მოტივაციის აღძვრა; ხელი შეუწყოს დასახული მიზნების თანმიმდევრულად მიღწევას, კლასის ორგანიზებას, მართვას, მოსწავლეთა შემოწმებისა და შეფასებისათვის საჭირო ხერხებისა და მეთოდების წარმატებით გამოყენებას.

დ) იმ საშუალებების, მეთოდებისა და ხერხების თანმიმდევრულად გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ სწავლების აუცილებელ ეფექტს.

მ) დაემატოს XXIII თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი XXIII

დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის სტანდარტი

    მუხლი 66. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები

 

ა) მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები:

ა.ა) ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების გამოყენება ნამუშევარში იდეის, შინაარსის, ხასიათის, განწყობილების გადმოსაცემად (კომპოზიციური განაწილება, ფერი, კოლორიტი, ფაქტურა, განათება; შესრულების მანერა: მონასმი, ხაზი, ფორმა; დეტალი: პოზა, ჟესტი, გამომეტყველება, აქსესუარები და ა.შ.);

ა.ბ) ნამუშევრის შექმნისას კომპოზიციური განაწილების პრინციპების (მთლიანობა, წონასწორობა, პერსპექტივა, პროპორცია, ხედვის წერტილი, ჰორიზონტის ხაზი, თავშეყრის წერტილი, წინა და უკანა პლანი, მასშტაბი, სიმეტრია,) გამოყენება;

ა.გ) ნამუშევრის შექმნისას ცივი და თბილი, კონტრასტული ფერების, ფერთა გრადაციის გამოყენება (კოლორიტი, ფერის ინტენსივობა, ნახევარტონი, ფერი (ძირითადი, შედგენილი და სხვა);

ა.დ) სხვადასხვა მხატვრული ხერხის (შუქ-ჩრდილი, შტრიხი, ლაქა, ბლიკი და ა.შ.) საშუალებით საგანთა მოცულობის გამოსახვა;

ა.ე) სხვადასხვა მხატვრული ხერხის (შუქ-ჩრდილი, კონტრასტი, კომპოზიციური განაწილება, სხვადასხვაგვარი მონასმი, ფაქტურა, ლაქა, კოლორიტი და ა.შ.) და ეფექტების გამოყენებით ასოციაციების, ემოციების, იდეების გადმოცემა;

ა.ვ) სხვადასხვა ტექნიკის, პროცედურის (ტრადიციული ხელსაქმის სხვადასხვა სახეობის, ფერწერის, გრაფიკის, კოლაჟის, აპლიკაციის და ა.შ,) გამოყენება;

ა.ზ) კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება დიზაინის შესაქმნელად, პრეზენტაციის ჩასატარებლად;

ა.თ) სასკოლო რესურსის შექმნა (თეატრალური რეკვიზიტები სასკოლო სპექტაკლებისთვის, სასკოლო სტენდები, წიგნების აკინძვა, რუკები და სხვ.) და ადეკვატური გამოყენება;

ა.ი) ექსპერიმენტის ჩატარება ნამუშევრის შექმნისას (ხელოვნების ელემენტების, პრინციპების, სხვადასხვა მასალის, ტექნიკისა და პროცედურის გამოყენებით);

ა.კ) შემოქმედებითი იდეების პროდუცირების უნარი (მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების და მოსწავლეთა შესაძლებლობების შეთავსებით სხვადასხვა ტიპის თემების, აქტივობების, პროექტების ორგანიზება, ლოგიკური, შედეგზე ორიენტირებული თანმიმდევრობის დაგეგმვა და განხორციელება);

ა.ლ) მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, კომფორტული, შემოქმედებითი და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებისა და შემოქმედების მოტივირებას;

ა.მ) სასწავლო რესურსების ორგანიზება; მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინება, თვითგამოხატვის საშუალების მიცემა, საინტერესო ამოცანების და აქტივობების შეთავაზება და სხვა);

ა.ნ) მოსწავლეების დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის ორგანიზება (მოსწავლეთა ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა, ფუნქციების ადეკვატურად განაწილება, მეწყვილეთა ურთიერთდახმარების წახალისება).

ბ) მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში:

ბ.ა) ხელოვნების ნიმუშის, ავტორის, ეპოქის ამოცნობა;

ბ.ბ.) სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების (მაგ.: ძველი აღმოსავლეთი, ანტიკური ხანა, შუა საუკუნეები, XV–XIX საუკუნეების დასავლეთ ევროპა) გარჩევა - ანალიზი, მსჯელობა სხვადასხვა ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებზე, (კომპოზიციური განაწილება, კოლორიტი, ხაზი, ფორმა, შესრულების მანერა), თემატიკაზე, ეპოქათა შორის გავლენაზე და შემოქმედის ინდივიდუალობაზე. (ამ კუთხით ეგვიპტური, ანტიკური, შუა საუკუნეებისა და სხვა ეპოქის ხელოვნების შედარებითი ანალიზი, ნამუშევრის შინაარსის დაკავშირება ისტორიულ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ კონტექსტთან (მაგ. დელაკრუას „თავისუფლება ბარიკადებზე“);

ბ.გ) სხვადასხვა მხატვრული სტილი, სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნების (ფორმა – მოცულობითი/ბრტყელი, გარემო – რეალური/ირეალური, პროპორციები, მასშტაბი – რეალური/უტრირებული, დარღვეული, და სხვ.) და ძირითადი მიმდინარეობების გარჩევა-ანალიზი; მსჯელობა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უახლეს კონცეფციებზე და ფორმებზე (ტექნოლოგია, თეორიები, გამომსახველობითი ხერხები, მასალა, რა ცვლილებები ხდებოდა ხელოვნებაში (ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა, არქიტექტურა, დიზაინი და ა.შ.) და რომელი მიმდინარეობები არსებობდა XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე);

ბ.დ) სახვითი ხელოვნების დარგებისა და ჟანრების ამოცნობა-დახასიათება, მსჯელობა მათი წარმოშობისა და განვითარების ისტორიის შესახებ;

ბ.ე) სხვადასხვა ეპოქაში არსებული დომინანტური ხელოვნების დარგების ეპოქალური ანალიზი;

ბ.ვ) მსჯელობა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დარგებზე, მათი წარმოშობისა და განვითარების ისტორიაზე, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების დამზადების ტექნოლოგიასა და მასალაზე;

ბ.ზ) მსჯელობა-ანალიზი ქართული ხელოვნებისა და კულტურის შესახებ;

ბ.თ) კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტში გააზრების უნარი;

ბ.ი) ხელოვნების ნაწარმოების შინაარსის ამოცნობა და დაკავშირება ცხოვრებისეულ, ლიტერატურულ, ისტორიულ, რელიგიურ სიუჟეტებთან; ნაწარმოების შინაარსისა თუ დეტალების სხვა საგნებში განვლილ სასწავლო მასალასთან დაკავშირება;

გ) მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია:

გ.ა) ხელოვნების ნიმუშის ანალიზი და შეფასება:

გ.ბ) მსჯელობა ხელოვნების ნაწარმოების იდეის, შინაარსის, დანიშნულების, ფუნქციის შესახებ. ხელოვნების ნაწარმოების (ფერწერული ტილო, გრაფიკული ნამუშევარი, ფილმი, წარმოდგენა, პლაკატი, ნახატი, ქანდაკება, მემორიალი და სხვა) ამ კუთხით ანალიზი.

გ.გ) მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ არის გამოყენებული ხელოვნების ელემენტები და პრინციპები ნამუშევარში იდეის, შინაარსის, ხასიათის, განწყობილების გადმოსაცემად (კომპოზიციური განაწილება, ფერი, კოლორიტი, ფაქტურა, განათება; შესრულების მანერა: მონასმი, ხაზი, ფორმა; დეტალი: პოზა, ჟესტი, გამომეტყველება, აქსესუარები და ა.შ.);

გ.დ) მსჯელობა სხვადასხვა მხატვრული სტილისა და ძირითადი მიმდინარეობების შესახებ (გოთური, რომანული, მანიერიზმი, ბაროკო, როკოკო, კლასიციზმი, რეალიზმი, იმპრესიონიზმი, ავანგარდიზმი (ფოვიზმი, ფუტურიზმი და სხვა).

გ.ე) მოსწავლის წახალისება აზრის, იდეის გამოთქმისთვის; მოსწავლეთა თემატურ დისკუსიაში ჩაბმა და მათი აზრის ადეკვატური შეფასება.

გ.ვ) სათანადო ტერმინოლოგიის გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში განმარტება.

გ.ზ) სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა–ორგანიზება: კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, საკლასო და სასკოლო გამოფენა, თემატური პრეზენტაცია, ზეიმი, სპექტაკლი, ექსკურსიები მუზეუმებში, გალერეებში, ქალაქგარეთ.

    მუხლი 67. დაწყებითი და საბაზო საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის პროფესიული ცოდნა

ა) სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:

ა.ა) ხაზი, შტრიხი, მონასმი, ფერი (ძირითადი, შედგენილი, კონტრასტული ფერები, კოლორიტი, ფერის ინტენსივობა, ნახევარტონი), შუქ-ჩრდილი, ფაქტურა, ფორმა, მოცულობა; პროპორციები; კომპოზიციური განაწილების საფუძვლები: მთლიანობა, სივრცე (ხედვის წერტილი, ჰორიზონტის ხაზი, პერსპექტივა, თავშეყრის წერტილი, წინა და უკანა პლანი) სიმეტრია, რიტმი, წონასწორობა, კონტრასტი.

ბ) ტექნიკა და პროცედურა:

ბ.ბ.) ფერწერის, გრაფიკის სხვადასხვა ტექნიკა, ძერწვა, აპლიკაცია, ქაღალდის პლასტიკა, მოზაიკა, კოლაჟი, კონსტრუქცია, ანაბეჭდი, კომპიუტერული ტექნოლოგიები; დეკორატიულ-გამოყენებითი საგნების დამზადება ქაღალდის, თიხის, ქსოვილის, ხის, ლითონის და სხვა (მაგ. ბუნებრივი) მასალით.

გ) საქართველოს ხელოვნება და კულტურა:

გ.ა) ინფორმაცია ქართული ხელოვნების შესახებ (საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლების შესახებ, სახვითი ხელოვნების ქართველ მოღვაწეებსა და მათ შემოქმედებაზე); ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგები: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, არქიტექტურა, კედლის მხატვრობა, კერამიკა, მინანქარი, ოქრომჭედლობა, ჭედურობა და სხვ. ამ ჭრილში საქართველოს სხვადასხვა კუთხის თავისებურება, ხალხური რეწვა.

დ) მსოფლიოს ხალხთა ხელოვნება და კულტურა:

დ.ა) სხვადასხვა ეპოქის ხელოვნება (პირველყოფილიდან პოსტმოდერნიზმამდე), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგების ანალიზი;

დ.ბ) ეპოქის ისტორიული, სოციალური, რელიგიური და პოლიტიკური კონტექსტი და მისი გავლენა მომდევნო პერიოდის ხელოვნებაზე;

დ.გ) თანამედროვე ხელოვნების კონცეფციები, მიმდინარეობები და ფორმები (ტექნოლოგიები, თეორიები, გამომსახველობითი ხერხები, მასალა) ხელოვნების როლი საზოგადოების ცხოვრებაში.

დ. დ) სხვადასხვა მხატვრული სტილი და ძირითადი მიმდინარეობები ხელოვნებაში:

დ.ე) ბიზანტიური, გოთური, რომანული, ბაროკო, როკოკო, მოდერნი; კლასიციზმი, რეალიზმი, რომანტიზმი, იმპრესიონიზმი, აბსტრაქციონიზმი, კუბიზმი, ფოვიზმი, ფუტურიზმი და სხვა.

ე) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უახლესი კონცეფციები და ფორმები:

ე.ა) ტექნოლოგია, თეორიები, გამომსახველობითი ხერხები, მასალა, ცვლილებები ხელოვნებაში (ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა, არქიტექტურა, დიზაინი და ა.შ.) და რომელი მიმდინარეობები ცვლიდა ერთმანეთს XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე.

ვ) სახვითი ხელოვნების დარგების და ჟანრების წარმოშობისა და განვითარების ისტორია.

ვ.ა) ხელოვნების ისტორიის ელემენტარული საფუძვლები; კონკრეტული ჟანრის სხვადასხვა ეპოქის ან ავტორის ნამუშევართა შედარებითი ანალიზი.

ზ) გამოყენებითი ხელოვნების დარგები.

ზ.ა) მატერიალური კულტურის ისტორიის ელემენტარული საფუძვლები; ცალკეული დარგების განვითარების ისტორია, დანიშნულება, სპეციფიკა, მასალა, ისტორიული და თანამედროვე ნიმუშები.

    მუხლი 68. სწავლების მეთოდები

ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა:

ა.ა.) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა და სასწავლო პროცესის დაგეგმვა; დასახული მიზნების შესაბამისი, სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მქონე დავალებების და სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა, რათა მოსწავლეები ეტაპობრივად მოემზადონ დასახული გრძელვადიანი მიზნის განსახორციელებლად;

ა.ბ) სასწავლო მიზნის განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების (პრაქტიკული, საინტერპრეტაციო, ანალიზის, კვლევის, საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო და სხვ.) დადგენა და ხელოვნების საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი სასწავლო გეგმის შედგენა, სადაც მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა და რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს, შეხედულებებსა და გამოცდილებას;

ა.გ) აქტივობების დაგეგმვა, რომელიც ხელს უწყობს: მოსწავლეთა შემოქმედებით საქმიანობას, ხელოვნების ნიმუშების აღქმის უნარის ჩამოყალიბებას, ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლას, გარემოს ესთეტიკური აღქმისა და მოწესრიგების უნარების გამომუშავება-განვითარებას;

ა.დ) სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვა (მაგ.: პროექტი, აქტივობა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერდისციპლინური აქტივობები/პროექტები), მიზნების განსაზღვრა, სხვა საგნებთან კავშირის დადგენა, მიზნების შესაბამისი იდეის/თემისა და დავალების შერჩევა, მონაწილეთა რაოდენობისა და ფუნქციების, განხორციელების ეტაპების, გზებისა და საშუალებების განსაზღვრა;

ა.ე) გაკვეთილისათვის შერჩეული სავარჯიშოების/დავალებების განსახორციელებლად საჭირო დროის განსაზღვრა, თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების დაგეგმვა და სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა: ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა; შეფასების მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრა.

ბ) სასწავლო პროცესის წარმართვა:

ბ.ა) გაკვეთილების ჩატარება გეგმის მიხედვით;

ბ.ბ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას გასაცნობი მასალის მიმართ: მასალის და აქტივობის შერჩევისას მოსწავლეთა შესაძლებლობისა და ინტერესების გათვალისწინება, წინმსწრები სამოტივაციო აქტივობების შემუშავება – ვარაუდების გამოთქმა, მოსწავლის პირად გამოცდილებასთან შინაარსის/ინფორმაციის დაკავშირება, მოსწავლის ცოდნის გააქტიურება, საინტერესო ამოცანების დასმა, აზრის გამოთქმის, მსჯელობის წახალისება და სხვა;

ბ.გ) მოსწავლეთა მოტივირება სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩასაბმელად: მოსწავლის ინტერესებთან და მის პირად გამოცდილებასთან დაკავშირებული თემების/ საკითხების შერჩევა, თვითგამოხატვისა და არჩევანის (თემა, მასალა, გამომსახველობითი ხერხები და სხვ.) საშუალების მიცემა, საინტერესო დავალებების შეთავაზება და სხვა;

ბ.დ) ხელოვნების საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების ისეთი ეფექტური სტრატეგიების გამოყენება, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეებისათვის ამოცანების/პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევის განვითარებაზე:

ბ.ე) მოსწავლეებისთვის გრძელვადიანი პროექტის დაგეგმვა და ეტაპობრივად განხორციელება: მიზნის განსაზღვრა, იდეების გენერაცია-დახარისხება, დაგეგმვა, მოდელებზე დაკვირვება, საჭირო მასალის თავმოყრა/მოძიება, ჩანახატის, ესკიზის შექმნა მომავალი ნამუშევრისათვის, შედეგის გაუმჯობესება-გადამუშავება, თვითშეფასების/თანაშეფასების, მეწყვილესთან აზრის გაცვლის, ურთიერთდახმარების გზით და სხვა;

ბ.ვ) ისეთი ხერხების გამოყენებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეული მოსწავლის ჩაბმას საკლასო აქტივობებში: დიფერენცირებული მოთხოვნების წაყენება მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, სხვადასხვა ტიპის და სირთულის ამოცანების დასმა, კლასში პასუხების/მოსაზრებების შედარება-გაანალიზების ხელშეწყობა, საკამათო საკითხებზე დისკუსიის წახალისება და სხვა;

    მუხლი 69. შეფასება

ა) განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით: მოსწავლის კომპეტენციის შემოწმება ცოდნის ათვისების სამივე დონეზე (I.ოპერაციის წვდომა; II. ოპერაციის გავარჯიშება; III. ოპერაციის დაუფლება), კონკრეტული პრობლემების წარმომშობი მიზეზების გამოვლენა და სათანადო აქტივობების დაგეგმვა მათ აღმოსაფხვრელად;

ბ) განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება ცოდნის ათვისების მესამე დონეზე;

გ) მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად სასწავლო პროცესში შეფასების მრავალფეროვანი კომპონენტების გამოყენება;

დ) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების და ხერხების შერჩევა/შემუშავება;

ე) მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების შემუშავების, თვითშეფასებისა და თანაშეფასების პროცესში; ხელშეწყობა, რომ მათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ

ვ) სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, აღმოფხვრან ხარვეზები, მოიძიონ პრობლემათა გადაჭრის გზები და სხვა;

ზ) მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად შეფასების მონაცემების გამოყენება;

თ) მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების აღნუსხვა, ანალიზი და ანგარიშის სახით წარმოდგენა;

ი) საკუთარი პედაგოგიური საქმიანობის შეფასება;

კ) შეფასებისა და თვითშეფასების მონაცემების გამოყენება მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად.”

ნ) დაემატოს XXIV თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XXIV

დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი მუსიკაში

    მუხლი 70. დაწყებითი, საშუალო და საბაზო საფეხურის მუსიკის მასწავლებლის პროფესიული უნარები

ა) მიმართულება: პრაქტიკული უნარ-ჩვევები

ა.ა) სიმღერა (მუსიკალური სახეების განსახიერება ნაწარმოების შესრულების დროს; გამართული სოლფეჯირების უნარები სოლო, ვოკალური და საგუნდო პარტიების შესრულების და სწავლების უნარები);

ა.ბ) საკრავის/საკრავების ფლობა იმ ფარგლებში, რომელიც საშუალებას მისცემს შეასრულოს საგნის პროგრამით გათვალისწინებული მუსიკალური ნაწარმოები;

ანსამბლური მუსიცირების ფორმების ფლობა;

ა.გ) გუნდის, ანსამბლის ხელმძღვანელობა, თვლაზე დამყარებული დირიჟორობა (რეპერტუარის შერჩევა, სწავლება, შესრულება);

ა.დ) სასკოლო დადგმების ორგანიზება (მუსიკალური რეჟისურის საფუძვლების ცოდნა; მუსიკალური ღონისძიებების, მათ შორის, კონცერტი/წარმოდგენა, მუსიკალური სპექტაკლი, ლექცია-კონცერტი, ვიქტორინა, მეჯლისის ორგანიზება და მხატვრული გაფორმება ჩანაწერით, ცოცხალი შესრულებით);

ა.ე) თემატური ღონისძიებების გამართვა (სასკოლო სპექტაკლების მუსიკალური გაფორმება, სანოტო ალბომის მომზადება; სკოლაში ცნობილი კომპოზიტორის, მომღერლის, შემსრულებლის მიწვევა, შეხვედრის ორგანიზება და წარმართვა; ტექსტის შერჩევა მელოდიისათვის; მუსიკის შერჩევა ტექსტისათვის);

ა.ვ) მუსიკალური ენის ელემენტების გამოყენება (სანოტო სისტემის ახსნის, სიმღერის, დაკვრის, მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისა და ანალიზის, მუსიკის ჩაწერის, მელოდიის ჰარმონიზაციის დროს);

ა.ზ) სპეციალური მუსიკალური ლიტერატურის გამოყენება;

ა.თ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ინტერნეტი, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამები) და აპარატურის (მაგნიტოფონი, დიქტოფონი, ფოტო, ვიდეო, ტელე-აპარატურა, კომპიუტერი), გამოყენება: რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოების, მუსიკალური კომპოზიციის შესრულების დროს; სხვადასხვა სახის ჩანაწერის დემონსტრაციისთვის, მიღწეული შემოქმედებითი შედეგის აუდიო, ვიდეო და ფოტოფაილებით დასაფიქსირებლად, რესურსების მოსაძიებლად.

ბ) მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

ბ.ა) სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ქრესტომათიული ნიმუშების ამოცნობა, ამ ნაწარმოებების მუსიკალურ-თემატური მასალის გადმოცემა სხვადასხვა ხერხით(სიმღერა, დაკვრა) და მათი ზოგადი დახასიათება (სახელწოდება, ავტორი, ეპოქა, ჟანრი, სტილი);

ბ.ბ) მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების სმენითი ანალიზი, დახასიათება (ეპოქა, ჟანრი, სტილი, ფორმა, გამომსახველობითი საშუალებები);

ბ.გ) მუსიკალური ნაწარმოების შესრულების შეფასება; სხვადასხვა ინტერპრეტაციის

შედარება;

ბ.დ) თანამედროვე ქართული მუსიკალურ-კულტურული ცხოვრების მიმოხილვა;

ბ.ე) ადგილობრივი კულტურული ცხოვრების მიმოხილვა;

ბ.ვ) მუსიკალური ტერმინოლოგიის გამოყენება საუბრის დროს და საჭიროების შემთხვევაში განმარტება;

ბ.ზ) ინფორმაციის (მუსიკალურ-დიდაქტიკური მასალები, რეპერტუარი, ლიტერატურა) მოძიება სხვადასხვა წყაროებიდან თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;

გ) მიმართულება: მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში

გ.ა) ქართული და მსოფლიო მუსიკალური კულტურის წარმომადგენლების, კომპოზიტორებისა და შემსრულებლების, შესახებ მსჯელობა;

გ.ბ) სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებს (ქართული და მსოფლიო მუსიკალური კულტურის ცნობილი ნიმუშები) შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებებზე მსჯელობა და კულტურულ - ისტორიულ კონტექსტთან დაკავშირება;

გ.გ) მუსიკალური მიმდინარეობები (მაგ., ბაროკო, კლასიციზმი, ვენის კლასიკური სკოლა, იმპრესიონიზმი და სხვ.);

გ.დ) ერთი და იმავე ეპოქის ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნაწარმოებებს შორის პარალელის გავლება.

    მუხლი 71. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მუსიკის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა

ა) სასიმღერო რეპერტუარი

ა.ა) ერთხმიანი, ორხმიანი, სამხმიანი სიმღერები;

ა.ბ) ხალხური, კლასიკური, თანამედროვე მუსიკის რეპერტუარი.

ბ) მუსიკის თეორია

ბ.ა) მუსიკალური ანბანი (სანოტო სისტემა, მუსიკალური დამწერლობა, მუსიკალური ენის ელემენტები, ძირითადი მუსიკალური ტერმინები, დინამიური ნიუანსები, შესრულების ხერხები და ა.შ.);

ბ.ბ) ჰარმონიის საკითხები (მაჟორულ-მინორული სისტემა, ძირითადი ფუნქციები, მელოდიის ჰარმონიზაცია);

ბ.გ) მუსიკალური ნაწარმოებების ფორმის საკითხები (მარტივი ფორმები, რონდო, კუპლეტური, ვარიაციული, სონატური ალეგრო.);

ბ.დ) საკრავთმცოდნეობის საკითხები (ბგერის მიღება სხვადასხვა საკრავზე, სპეციფიკური საშემსრულებლო ხერხები (ფლაჟოლეტი, პიციკატო და სხვ.), საორკესტრო ჯგუფები.

სხვადასხვა ეპოქის (ბაროკო, კლასიციზმი, რომანტიზმი, იმპრესიონიზმი და სხვ.) სტილური მიმართულებები;

ბ.ე) მუსიკალური ხელოვნების ძირითადი ჟანრები, მათი წარმოშობა და განვითარების გზა;

ბ.ვ) მუსიკალური ხელოვნების გამოჩენილი წარმომადგენლები (შემოქმედებითი პორტრეტები), ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები - შექმნის ისტორია, ლიტერატურული პირველწყარო, ისტორიული კონტექსტი; მუსიკის როლი ხელოვნების სხვა დარგებში (თეატრი, კინო).

გ) ქართული მუსიკა

გ.ა) ქართული მუსიკის ისტორია, მისი ძირითადი მიმართულებები (ხალხური მუსიკა, პროფესიული მუსიკა), ჟანრები (მაგ. საოპერო, სიმფონიური, საგუნდო მუსიკა, ქალაქური სიმღერა, საესტრადო მუსიკა და სხვა), წარმომადგენლები, ნაწარმოებები; ქართული ხალხური და პროფესიული მუსიკის დამახასიათებელი თავისებურებები; პარალელები და ქართული ხელოვნების სხვა დარგებთან.

დ) საშემსრულებლო ხელოვნება

დ.ა) მუსიკალური ნაწარმოების შესრულების თავისებურებები;

დ.ბ) მამაკაცთა და ქალთა ხმები;

დ.გ) მუსიკალური საკრავები (ხალხური, პროფესიული);

დ.დ) მუსიკალური კოლექტივის სახეები (გუნდი, ანსამბლი, ორკესტრი, საოპერო, საბალეტო დასი);

დ.ე) მსოფლიოს გამოჩენილი მუსიკოს-შემსრულებლები, მუსიკალური, მუსიკალურ-თეატრალური კოლექტივები;

დ.ვ) ქართული საშემსრულებლო ხელოვნება (სამგალობლო სკოლები, მომღერალი ოჯახები, საშემსრულებლო კოლექტივები, საშემსრულებლო სკოლები, ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები).

ე) მუსიკოსის პროფესია

ე.ა) კომპოზიტორი, დირიჟორი, ლოტბარი, რეგენტი, მუსიკოს-შემსრულებელი, მუსიკისმცოდნე, პედაგოგი, მუსიკასთან დაკავშირებული სხვა პროფესიები.

    მუხლი 70. სწავლების მეთოდები

ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა:

ა.ა) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა და სასწავლო პროცესის დაგეგმვა; დასახული მიზნების შესაბამისი, სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მქონე დავალებების და სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა, რათა მოსწავლეები ეტაპობრივად მოემზადონ დასახული გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად;

ა.ბ) ამ მიზნის განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების (პრაქტიკული, საინტერეპრეტაციო, ანალიზის, კვლევის, საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო და სხვ.) დადგენა და მუსიკის საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი სასწავლო გეგმის შედგე­ნა, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროცესში მოსწავლის აქტიურ მონაწილეობას, მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს, შეხედულებებსა და გამოცდილებას;

ა.გ) სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ჯგუფური აქტივობების დაგეგმვა (მაგ., კონცერტი, მეჯლისი, პროექტი, წარმოდგენა, აქტივობა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით): მიზნების განსაზღვრა, სხვა საგნებთან კავშირის დადგენა, მიზნების შესაბამისი იდეის/თემის და დავალების შერჩევა, მონაწილეთა რაოდენობის დადგენა, მუსიკალური მონაცემების გათვალისწინებით მოსწავლეთა ფუნქციების განსაზღვრა, განხორციელების ეტაპების, გზების და საშუალებების შერჩევა;

ა.დ) შერჩეული სავარჯიშოების/დავალებების განსახორციელებლად საჭირო დროის განსაზღვრა, თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების დაგეგმვა და სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა: ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა; შეფასების მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრა.

ბ) სასწავლო პროცესის წარმართვა:

ბ.ა) შედეგზე და მოსწავლის მუსიკალური მონაცემების განვითარებაზე და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვა:

გაკვეთილის ჩატარება გეგმის მიხედვით;

ბ.ბ) ისეთი შემოქმედებითი და მეთოდური მიდგომების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას გასაცნობი მასალის მიმართ: მასალის შერჩევისას მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინება, წინმსწრები სამოტივაციო აქტივობების შემუშავება – ვარაუდების გამოთქმა, მოსწავლის პირად გამოცდილებასთან დაკავშირება, მოსწავლის ცოდნის გააქტიურება, საინტერესო ამოცანების დასმა, აზრის გამოთქმისა და მსჯელობის წახალისება და სხვა;

ბ.გ) მოსწავლეთა მოტივირება პრაქტიკულ აქტივობაში ჩასაბმელად: მოსწავლის ინტერესებთან და პირად გამოცდილებასთან დაკავშირებული თემების/ საკითხების შერჩევა, თვითგამოხატვის, არჩევანის (შესასრულებელი ნაწარმოები, ჟანრი, თემატიკა, და სხვა) საშუალების მიცემა, საინტერესო დავალებების შეთავაზება და სხვა;

ბ.დ) მოსწავლეებისათვის ამოცანების/პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისათვის სათანადო უნარების განვითარება: მიზნის განსაზღვრა, იდეების გენერაცია-დახარისხება, დაგეგმვა, მუსიკალურ-გამომსახველობით ხერხებზე დაკვირვება, საჭირო მასალის მოძიება/თავმოყრა, გეგმის ჩანაწერის შექმნა დამოუკიდებლად და/ან თანამშრომლობის გზით და სხვა;

ბ.ე) სწავლა-სწავლების პროცესში ისეთი სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს მოსწავლეებში ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას და განვითარებას;

ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის ჩაბმას საკლასო აქტივობებში: მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით დიფერენცირებული მოთხოვნების წაყენება, სხვადასხვა ტიპის და სირთულის ამოცანების დასმა, კლასში პასუხების/მოსაზრებების შედარება-გაანალიზების ხელშეწყობა, საკამათო საკითხებზე დისკუსიის წახალისება და სხვა;

    მუხლი 71. შეფასება

ა) განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით: მოსწავლის კომპეტენციის შემოწმება ცოდნის ათვისების სამივე დონეზე (I. ოპერაციის წვდომა; II. ოპერაციის გავარჯიშება; III. ოპერაციის დაუფლება), კონკრეტული პრობლემების გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და სათანადო აქტივობების დაგეგმვა მათ აღმოსაფხვრელად;

ბ) განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება ცოდნის ათვისების მესამე დონეზე;

სასწავლო პროცესში შეფასების მრავალფეროვანი კომპონენტების გამოყენება,

მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად;

გ) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების და ხერხების შერჩევა/შემუშავება;

დ) მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების შემუშავების, თვითშეფასების და თანაშეფასების პროცესში;

ე) მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად შეფასების მონაცემების გამოყენება;

მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების აღნუსხვა, ანალიზი და ანგარიშის სახით წარმოდგენა;

ვ) საკუთარი პედაგოგიური საქმიანობის შეფასება;

ზ) შეფასებისა და თვითშეფასების მონაცემების გამოყენება მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად.”

ო) დაემატოს XXV თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი XXV

დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

ისტ-ის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები და ცოდნა უზრუნველყოფს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) სწავლების პროცესში ეფექტიან გამოყენებას; მოსწავლის ძირითად ისტ კომპეტენციების განვითარებას და მის მიერ ისტ-ის ინტეგრირების უნარებს სასწავლო, საყოფაცხოვრებო თუ სოციალურ აქტივობებში.

    მუხლი 72. დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები

ა) მიმართულება: ძირითადი ცნებები და ოპერაციები

ა.ა) ინფორმაციის მოძიება, კვლევა და ანალიზი ისტ-ის გამოყენებით;

ა.ბ) ინფორმაციის ორგანიზება, შენახვა და გაზიარება ისტ-ის გამოყენებით;

ა.გ) ისტ-ის გამოყენების უპირატესობის და შეზღუდვების გაცნობიერება; ასევე, ინტერნეტის და ქსელური ტექნოლოგიების განვითარების ზეგავლენა საზოგადოებაზე.

ბ) მიმართულება: ციფრული საშუალებების მართვა (ტექნიკური კომპეტენციები).

ბ.ა) კოპიუტერული მოწყობილობის ჩართვა, გადატვირთვა, გამორთვა; ძირითადი პერიფერიული მოწყობილობების - მაუსის, კლავიატურის, მონიტორის, პრინტერის, სკანერის, პროექტორის გამოყენება. ძირითადი და პერიფერიული მოწყობილობების მიერთება; ელექტროენერგიის სარეზერვო წყაროების გამოყენება;

ბ.ბ) შესაბამისი პორტების დანიშნულების ცოდნა და შესატყვისი გამოყენება;

ბ.გ) ”ნეთბუქების” და პორტატული ციფრული მოწყობილობების თავისებურებების გარჩევა.

ბ.დ) გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის და უტილიტების ინსტალაცია კომპიუტერზე.

ბ.ე) მარტივი კომპიუტერული ქსელების გამართვა, გამოყენება. ისტ მოწყობილობების ადეკვატური შერჩევა და გამოყენება სასწავლო ამოცანის გადასაჭრელად. ისტ მოწყობილობების ტექნიკური მხარდაჭერა სამომხმარებლო დონეზე.

გ) მიმართულება: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო რესურსების შექმნა და გამოყენება

გ.ა) ციფრული სასწავლო მასალის (მათ შორის: ტექსტური, აუდიო-ვიდეო ფაილის, მულტიმედიური პრეზენტაციის, სასწავლო ხასიათის ვებგვერდის და/ან ბლოგის) შექმნა ისტ-ის გამოყენებით.

გ.ბ) ტექსტური, ვიდეო, აუდიო რედაქტორების, პრეზენტაციების და ვებ-პუბლიკაციების შესაქმნელი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება.

გ.გ) ვებ სივრცეში არსებული რესურსების, ონლაინ რედაქტორებისა და საგანმანათლებლო მასალების გამოყენება.

გ.დ) სხვადასხვა ტიპის ციფრული მასალების ეფექტიანი პრეზენტაცია. გაკვეთილის დაგეგმვა ისტ-ის ადეკვატური გამოყენებით.

გ.ე) მარტივი პროცესების ავტომატიზაცია სამომხმარებლო პროგრამების გამოყენებით; ციფრული მოდელების და სიმულაციების გამოყენება, მათ შორის, სხვადასხვა შესატანი პარამეტრების ცვლილებით.

გ.ვ) თავისუფლად გავრცელებადი (ღია) საგანმანათლებლო რესურსების მოძიება, გამოყენება/დამუშავება, მორგება.

გ.ზ) ისტ რესურსების სასწავლო ამოცანისადმი ადეკვატურობის და სარგებლიანობის შეფასება. ციფრული რესურსების მისადაგება სასწავლო პროცესში განხორციელებული აქტივობისადმი. სხვადასხვა საგნებში ციფრული რესურსების და ისტ ინტეგრირებული სწავლების მოდელებისა და მეთოდების გარჩევა.

დ) მიმართულება: e - ეთიკა

დ.ა) ციფრული რესურსებისა და ინსტრუმენტების გამოყენება უსაფრთხოების, კანონისა და ეთიკურობის დაცვით;

დ.ბ) ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში მიღებული ეთიკური ნორმების დაცვა ისტ-ის გამოყენებისას;

დ.გ) საკუთარი და სხვისი პერსონალური ინფორმაციის დაცვა, შესაბამისი ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობის ცოდნა;

დ.დ) პატივისცემა საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების მიმართ და წყაროების შესაბამისი დოკუმენტირება/მითითება;

დ.ე) ღია საგანმანათლებლო რესურსების ლიცენზიის გარჩევა (მაგ.:Greative commons ნაირსახეობები) და მათი გამოყენება საკუთარი რესურსების გამოქვეყნებისას.

ე) მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია

ე.ა) ისტ-ის გამოყენების სფეროების ცოდნა, მისი უპირატესობების გაცნობიერება;

ე.ბ) საკომუნიკაციო საშუალებების შერჩევა, მათ შორის მობილური მოწყობილობების, ელექტრონული ფოსტის, ინტერნეტ-ფორუმების და სხვა;

ე.გ) კომუნიკაცია ისტ-ის გამოყენებით, მათ შორის, მოსწავლეებთან და მშობლებთან;

ე.დ) ისტ-ის საშუალებების გამოყენება სოციალური აქტივობისას, აგრეთვე, სოციალურ და პროფესიულ ქსელებში მოღვაწეობისას (მაგალითად: მოსწავლეების მშობლებთან კომუნიკაცია, საგანმანათლებლო ფორუმებში მონაწილეობა, საგანმანათლებლო პორტალების გამოყენება რესურსების გაცვლა / გაზიარების მიზნით, ბლოგების შექმნა);

ე.ე) ეფექტიანი კვლევითი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებების ფლობა – მათ შორის, ელექტრონული ბიბლიოთეკების, ენციკლოპედიებისა და საცავების გამოყენება, კვლევა ინტერნეტის საშუალებით, მოძიებული მასალის სისტემატიზაცია, დამუშავება, ანალიზი;

ე.ვ) გავრცელებული საძიებო სისტემის გამოყენება; საძიებო ფრაზების სინტაქსის, გაფართოებული ძიების მეთოდების ფლობა. საჭიროების შემთხვევაში სათარგმნი პროგრამების და/ან ვებსერვისების ეფექტიანი გამოყენება უცხო ენაზე მოცემული მასალის აღსაქმელად;

ე.ზ) ინფორმაციის სანდოობის ხარისხის განსაზღვრა; სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის შედარება, დახარისხება;

ე.თ) ინფორმაციის მოძიებისთვის სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობის გამოყენება (მაგ.: კომპიუტერი, მობილური ტელეფონი/სმარტფონი და პორტატული ტექნიკა);

ე.ი) ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება სხვადასხვა ინტერესისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა საჭიროების მიხედვით (მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მოსწავლეთათვის).

ვ) დაწყებითი, საბაზო /და საშუალო საფეხურის ისტ-ის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა.

ვ.ა) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ძირითადი ცნებები და ოპერაციები;

ვ.ბ) ინფორმაცია. ინფორმაციის ერთეულები. მისი შენახვა და გაზიარება. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. გლობალიზაცია და ინფორმაციული საზოგადოება;

.გ) ისტ-ის გამოყენების ფსიქო-ემოციური ეფექტები.

ზ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების დანიშნულება, მათი მოქმედების ძირითადი პრინციპები და მოხმარების წესები.

ზ.ა) კომპიუტერი და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები (პროცესორი, მეხსიერება, შეტანა-გამოტანის მოწყობილობები, პერიფერიული ტექნიკა, მონაცემთა შენახვის გარე მოწყობილობები, სხვ). კლავიატურის სტრუქტურა; თაგვის, თაჩპედის, სხვა სენსორული მოწყობილობის მახასიათებლები. ქსელისა და პერსონალური კომპიუტერის ტექნიკური უსაფრთხოების მნიშვნელობა და უსაფრთხოების დაცვის ძირითადი წესები.

თ) ოპერაციული სისტემები და მათი სტრუქტურა

თ.ა) ოპერაციული სისტემის დანიშნულება. ოპერაციული სისტემის გრაფიკული ინტერფეისი;

თ.ბ) ფაილების სისტემის იერარქია და ორგანიზება. საქაღალდეები, „ფანჯრები”; ინფორმაციის მოწესრიგებულად და დაცულად შენახვა ფაილების სისტემის გამოყენებით; ფაილების ტიპების გავრცელებული სტანდარტები. პროგრამული და მონაცემთა ფაილები.

ი) პროგრამული უზრუნველყოფა

ი.ა) ოპერაციული სისტემის თანმდევი ძირითადი პროგრამები (ფაილების მენეჯერი, ინტერნეტ-ბრაუზერი, უტილიტები, სხვ.);

ი.ბ) გავრცელებული პროგრამული საოფისე პაკეტების (მაგალითად: MS Office, Ope№ Office) ძირითადი პროგრამები (ტექსტური რედაქტორი, ელექტრონული ცხრილები, საპრეზენტაციო პროგრამები, ელექტრონული ფოსტის კლიენტი). აუდიო, ვიდეო რედაქტორები, სხვა გამოყენებითი პროგრამები (მაგალითად Adobe Acrobat).

ი.გ) პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, დეინსტალაცია.

კ) კომპიუტერული ქსელები

კ.ა) მსგავსება და განსხვავება კომპიუტერული ქსელების ტიპებს შორის (მაგალითად: ლოკალური ქსელი, ინტრანეტი, ინტერნეტი); ამ სახის ქსელებში ნავიგაციისა და ინფორმაციის გაცვლის ხერხები;

კ.ბ) უსადენო და საკაბელო ქსელები; მათი ტექნიკური შესაძლებლობები და უსაფრთხოება.

ლ) ინფორმატიკის საფუძვლები

ლ.ა) ალგორითმები, მათემატიკური ლოგიკა; რიცხვთა პოზიცირების სისტემები, სიმბოლოები, კოდირება, კომპიუტერული ენები; ადამიანის და კომპიუტერის ურთიერთქმედება; პროცესების ავტომატიზაცია; მონაცემთა ბაზები; პროგრამირების ელემენტები.

მ) ინტერნეტი

მ.ა) ინტერნეტის სტრუქტურა და ინტერნეტში მონაცემთა მიღება-გადაცემასთან დაკავშირებული ცნებები და ტერმინები (მაგალითად: ინტერნეტ რესურსის მისამართი, ვებ-გვერდი, IP მისამართი; დომენური სახელები დაბოლოებები - .edu, .com, .net, .org, .gov - და მათთან დაკავშირებული რესურსები). მონაცემთა გაცვლის პროტოკოლები.

მ.ბ) ელექტრონული ფოსტა. ელფოსტის პროტოკოლები, სამომხმარებლო პროგრამები და ვებდაფუძნებული სერვისები;

მ.გ) ჰიპერბმულები და ჰიპერტექსტი. ინტერნეტში გამოქვეყნების საგამომცემლო პროგრამები და ვებ-ინსტრუმენტები. საოფისე პროგრამების ინტერნეტში განთავსებული სერვისები (მაგ: Google Docs, Microsoft Office Live);

მ.დ) სოციალური ქსელები და მათი სტრუქტურა. ინფორმაციის გავრცელება-გაზიარება სოციალურ ქსელებში. უპირატესობები და შეზღუდვები.

ნ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კონტენტი (შიგთავსი)

ნ.ა) ისტ-ის კონტენტის კლასიფიკაცია. საგანმანათლებლო ისტ საშუალებები და პროდუქტები (მაგ: სიმულაციები, მოდელები, ვირტუალური ლაბორატორიები, აუდიო-ვიდეო მასალა, მულტიმედია, თამაშები); მათი ტექნიკური მოთხოვნები და სხვადასხვა მოწყობილობასთან ან/და ოპერაციულ სისტემასთან თავსებადობა;

ნ.ბ) ისტ კონტენტის ლიცენზიები: კერძო-კომერციული, საზოგადოებრივი საკუთრება (Public Domain), ღია-თავისუფლად გავრცელებადი (Creative Commons ძირითადი ლიცენზიები);

ნ.გ) ისტ კონტენტის ავტორიზაციის (შექმნის) და გამოქვეყნების ინსტრუმენტები;

ნ.დ) ისტ კონტენტის შეზღუდვები (მაგ.: კონტენტში დაუშვებელია დისკრიმინაციული ელემენტების, ასაკისადმი შეუფერებელი შინაარსი, აგრესია; კონტენტის კლასიფიკაციის ზოგიერთი სისტემის/აღნიშვნის ცნობა);

ნ.ე) საგანმანათლებლო ელექტრონული პორტალები.

ო) მონაცემთა შენახვა და დაცვა

ო.ა) მონაცემთა არქივირება და სარეზერვო ასლების შექმნა. მოხმარებლის იდენტიფიკაცია. პაროლების სისტემა. ავთენტიფიკაციის საშუალებები როგორც კომპიუტერის ან/და პორტატული ციფრული მოწყობილობის გამოყენებისას, ასევე ინტერნეტ სერვისებში და სოციალურ ქსელებში; ავტორიზაცია (სხვადასხვა ტიპის რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმაციაზე და სერვისებზე წვდომის დონის განსაზღვრა);

ო.ბ) ასაკობრივი შეზღუდვები სოციალურ ქსელებში და ჩატებში გასაწევრიანებლად; ინტერნეტის კონტენტის ფილტრაციის საშუალებები.

    მუხლი 73. სწავლების მეთოდები

ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა:

ა.ა) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, შესაბამისი ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;

ა.ბ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი სასწავლო გეგმის შემუშავება, სადაც მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა და რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს და გამოცდილებას;

ა.გ) ისტ-ის საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეებში შესაბამისი ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება- განვითარებაზე;

ა.დ) სასწავლო პროცესისათვის იმ ტიპის აქტივობების დაგეგმვა, რომელიც მოსწავლეებს განუვითარებს ციფრულ (კომპიუტერულ) წიგნიერებას;

ა.ე) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლისას სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა: ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა; თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების დაგეგმვა; განსახორციელებელი აქტივობებისადმი ისტ. ინსტრუმენტებისა და რესურსების შერჩევა/მისადაგება; გაკვეთილისათვის შერჩეული სავარჯიშოების/დავალებების განსახორციელებლად საჭირო დროის განსაზღვრა;

ა.ვ) სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის ისტ-ის პედაგოგთა თანამშრომლობა სხვა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან-ინტეგრირებული გაკვეთილებისა და სხვადასხვა არასაგაკვეთილო აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა;

ა.ზ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის ტიპის დავალების მომზადებისას შესაფერისი ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა;

ა.თ) სხვადასხვა თაობების მიერ ციფრული საშუალებების გამოყენების, ასევე ინფორმაციის აღქმისა და გადამუშავების განსხვავებების გაცნობიერება და მისი გათვალისწინება სასწავლო პროცესის დაგეგმვისას;

ა.ი) კლასის ორგანიზება ტექნიკური საშუალებების ეფექტიანად გამოყენების მიზნით;

ა.კ) შესაფერისი ისტ ინსტრუმენტების და მათი ინტეგრირების სტრატეგიის შერჩევა სასწავლო პროცესის მოსამზადებლად;

ა.ლ) ციფრული რესურსების მომზადებისას მათი ურთიერთავსებადობის საკითხების გათვალისწინება.

ბ) ელექტრონული სწავლების ძირითადი პრინციპები - ელექტრონული სწავლება

ბ.ა) ელექტრონული სწავლების ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების ფლობა და გამოყენება სასწავლო პროცესში: შერეული სწავლება (Blended learning); სწავლის მართვის სისტემები (LMS, VLE), სწავლების პროცესის აგება/წარმართვა ვირტუალური საშუალებით (ვებ 2.0.-ს, თავისუფალი საგანმანათლებლო რესურსების, სწავლის მართვის სისტემების საშუალებით).

გ) 1-1-ზე კომპიუტერული სწავლების მეთოდების ფლობა და გამოყენება

გ.ა) 1-1-ზე ელექტრონული სწავლების თავისებურებები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში; კლასის მართვა და დავალებების განაწილება 1-1-ზე სწავლებისას; ციფრული მასალების შექმნა, შენახვა და შეფასება ზოგადი და/ან სპეციფიკური პროგრამული უზრუნველყოფით; ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებები, თანამშრომლობითი და თანასწორებისგან (peer-to-peer) სწავლების მეთოდები; დამოუკიდებლად სწავლების მოტივირება.

დ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების წარმართვა:

დ.ა) ისტ-ის სწავლების სტრატეგიების გამოყენება მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებებისათვის, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების საშუალებით, ხელმისაწვდომი ციფრული რესურსებითა და ხელსაწყოებით;

დ.ბ) ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც მთლიანად კლასის, ასევე მცირე ჯგუფებისა და ინდივიდუალური აქტივობებისთვის და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

დ.გ) სასწავლო ხასიათის ან/და შინაარსის ციფრული თამაშების მოძიება /შერჩევა / შექმნა გამოყენება; ელექტრონული თამაშების კლასიფიკაცია; სასწავლო შინაარსისადმი მოტივაციის გაზრდა თამაშების ელემენტების გამოყენებით. კლასის ეფექტიანი მომზადება და დებრიფინგი;

დ.დ) ისტ-ზე დაფუძნებული თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის ტიპის დავალების მომზადებისას შესაფერისი ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა/ გამოყენება; მოსწავლეებისათვის სრულყოფილი ინსტრუქციების ჩამოყალიბება;

დ.ე) მოსწავლეებთან სასწავლო პროცესის შემდგომი უკუკავშირი ისტ-ის გამოყენებით მიღებულ ცოდნა/გამოცდილებაზე რეფლექსირების უზრუნველსაყოფად;

დ.ვ) მასალის შერჩევისას მოსწავლეთა შესაძლებლობისა და ინტერესების გათვალისწინება; მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებელი ხერხების გამოყენება, წინმსწრები სამოტივაციო აქტივობების შემუშავება – ვარაუდების გამოთქმა, მოსწავლის პირად გამოცდილებასთან შინაარსის/ინფორმაციის დაკავშირება, არსებული ცოდნის გააქტიურება, საინტერესო ამოცანების დასმა, აზრის გამოთქმისა და მსჯელობის წახალისება და სხვა;

დ.ზ) ისტ-ის დახმარებით ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩაბმას საკლასო აქტივობებში: დიფერენცირებული მოთხოვნების წაყენება მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, სხვადასხვა ტიპის და სირთულის ამოცანების დასმა, კლასში პასუხების/მოსაზრებების შედარება-გაანალიზების ხელშეწყობა, საკამათო საკითხებზე დისკუსიის წახალისება და სხვა;

დ.თ) ისტ-ის სწავლებისას გამოყენებითი ასპექტის აქცენტირება და დემონსტრირება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან (მაგ.: ძირითადი სამთავრობო/სახელმწიფო ელექტრონული სერვისების დემონსტრირება, ელექტრონული ბანკინგის, ელექტრონული მაღაზიის, ფინანსური კალკულაციების ჩვენება, სხვ.).

    მუხლი 74. შეფასება

ა) შეფასების მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრა;

ბ) ციფრული კომუნიკაციის საშუალებების, მარტივი სატესტო დავალებებისა და ვირტუალური სასწავლო გარემოს გამოყენება შეფასებისა და უკუკავშირისთვის;

გ) მობილური და პორტატული მოწყობილობების გამოყენება ინდივიდუალური შეფასებისას/ტესტირებისას;

დ) შეფასება სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი მიზნების 4 დონის მიხედვით. ისტ საშუალებებით შეფასების სქემებსა და რუბრიკების ელექტრონულ ფორმატში შექმნა/ გამოყენება;

ე) ისტ საშუალებების გამოყენებით მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების აღნუსხვა და ანგარიშის სახით წარმოდგენა;

ვ) ისტ-ის სწავლების შედეგების დამოუკიდებლად გაუმჯობესების ხელშეწყობა: მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების შემუშავების, თვითშეფასებისა და თანაშეფასების პროცესში; ხელშეწყობა, რომ მათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, აღმოფხვრან ხარვეზები, მოიძიონ პრობლემათა გადაჭრის გზები და სხვა;

ზ) შეფასებისა და თვითშეფასების მონაცემების გამოყენება მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად.

    მუხლი 75. პროფესიული განვითარება

ა) ისტ-ის საშუალებების გამოყენება პროფესიული განვითარებისთვის, აგრეთვე სოციალურ და პროფესიულ ქსელებში მოღვაწეობისას;

ბ) ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა და განახლება;

გ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებების და დისტანციური სწავლების გამოყენება საკუთარი პროფესიული ზრდისთვის; სხვადასხვა ინტერნეტფორუმების, საგანმანათლებლო პორტალებისა და სოციალური ქსელების გამოყენება საგანმანათლებლო ტექნოლოგიების, ციფრული მასალების და პედაგოგიური მიდგომების გასაზიარებლად და გასაცნობად;

დ) პროფესიული ცოდნის განახლება, ახალი ტექნოლოგიური საშუალებებისა და ისტ-ზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების რეგულარული გაცნობა;

ე) პროფესიული სტანდარტების ცოდნა და ამ სტანდარტების საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირება და მორგება.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი