დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 10/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.08.002.016437 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №98
2012 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
„ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №96, მუხ. 1055) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა არა უმეტეს შვიდისა (გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თითოეული 15 000 ლარის ოდენობით. პრემია ენიჭება:“;
ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა არა უმეტეს ათისა (გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თითოეული 10 000 ლარის ოდენობით. პრემია ენიჭება:“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები