საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/12/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 31/12/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.014
  • Word
1212
21/12/2001
სსმ, 36, 31/12/2001
200.000.000.05.001.001.014
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. 29-ე მუხლის მე-17 ნაწილს სიტყვების „იურიდიული პირის მიერ“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „კალენდარული წლის შედეგების მიხედვით“.

2. 54-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადამხდელის გადაწყვეტილებით თითოეული ჯგუფის საამორტიზაციო ანარიცხების ოდენობა გამოიანგარიშება საგადასახადო წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებით ბალანსთან არა უმეტეს ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული ამორტიზაციის ნორმების ფარგლებში ფაქტობრივი დარიცხვის შესაბამისად.”.

3. 96-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დასაბრუნებელი ტარის ღირებულება არ შეიტანება გადასახადით დასაბეგრ თანხაში, გარდა საცალო ვაჭრობისა, სადაც დასაბეგრი ბრუნვა მცირდება იმ თანხით, რომელსაც გამყიდველი უხდის მომხმარებელს ტარის დაბრუნების დროს.”.

4. 194-ე მუხლს 13 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 ნაწილი:

„14. ამ მუხლის 11 და 12  ნაწილების მიზნებისათვის არამადნეული სამშენებლო მასალების წიაღისეულის სასაქონლო პროდუქციად ითვლება წიაღიდან ამოღებული და სარეალიზაციოდ გამზადებული წიაღისეული, მიუხედავად იმისა თვით წიაღით მოსარგებლის მიერ ხდება მისი გამოყენება, თუ სხვა პირს გადაეცემა შემდგომი სარგებლობისთვის.“.

5. 268-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ. საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს – საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, მხოლოდ გადამხდელთა საგადასახადო ვალდებულებებისა და მათთან დაკავშირებულ ნაწილში.“.

6. 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 47–59-ე ნაწილები:

„47. სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო (მუნიციპალური) პროგრამების დაფინანსებით მიღებული არა აქვთ სახსრები და მათ  ერიცხებათ ამ კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციები და საურავები, შეუჩერდეთ (ბიუჯეტიდან მიუღებელი თანხების მოცულობაზე) ამ საურავების დარიცხვა ბიუჯეტიდან აღნიშნული დავალიანების დაფარვამდე.

48.  საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო (მუნიციპალური) პროგრამებით მომუშავე ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებისათვის საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში  მომსახურების მოცულობა განისაზღვროს ბიუჯეტიდან ფაქტობრივად ანაზღაურებული ღირებულების მიხედვით.

49. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული თანხების საფუძველზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით მიწოდებული სამუშაოების, მომსახურებისა და საქონლის ღირებულების აუნაზღაურებლობის გამო წარმოქმნილ საბიუჯეტო ვალდებულებებზე, მათ ფაქტობრივ დაფინანსებამდე, შეუჩერდეთ ჯარიმებისა და საურავების დარიცხვა, ხოლო სასამართლოები უფლებამოსილნი არიან შეაჩერონ შესაბამისი გაკოტრების საქმეების წარმოება და სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება.

50. 2002 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ბაზრების ორგანიზებას, მათი საქმიანობის ამ ნაწილში დამატებული ღირებულების გადასახადის, მოგების (ფიზიკური პირების შემთხვევაში საშემოსავლო), ეკონომიკური საქმიანობისა და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადების ნაცვლად დაიბეგრონ ერთიანი ფიქსირებული, კომბინირებული გადასახადით ბაზრის ორგანიზებისათვის.

51. ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია ბაზრის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ადგილები. ამ მუხლის მიზნებისათვის, ბაზარი არის სასოფლო-სამეურნეო, სასურსათო და სამრეწველო პროდუქციის სავაჭრო კომპლექსი, რომელიც შედგება მიმდებარე ტერიტორიისაგან იზოლირებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული სტაციონარული და არასტაციონარული სავაჭრო ადგილებისაგან, ცენტრალიზებული სამეურნეო მომსახურებითა და მართვით, რომლის საქმიანობის ძირითად სახეს სავაჭრო ადგილების გაქირავება წარმოადგენს.

52. ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადის გამოანგარიშებისას, ამ მუხლის მიზნებისათვის ერთ სტაციონარულ სავაჭრო ადგილად (მათ შორის, ავტომანქანებიდან ვაჭრობის შემთხვევაში) ითვლება ფართობი 6მ2-მდე, 6მ2-დან 10მ2-მდე, 10მ2-დან 15მ2-მდე, 15მ2-დან 20მ2-მდე, დახლის შემთხვევაში – 3მ2-მდე, ამასთან, არა უმეტეს 2 მეტრი სიგრძის მონაკვეთის სარეალიზაციო მხარით, ძვირფასი ქვებისა და ლითონების შემთხვევაში – შესაბამისად 2მ2-მდე, არა უმეტეს 1 მეტრი სიგრძის მონაკვეთის სარეალიზაციო მხარით.

53. გადასახადი ბაზრის ორგანიზებისათვის განისაზღვროს ყოველთვიურად ერთ სავაჭრო ადგილზე შემდეგი ოდენობით:

 

 

საქმიანობის სახე

მოსახლეობის რაოდენობა

30000-მდე

30000-დან

100000-მდე

100000-დან

1000000-მდე

1000000

და მეტი

1

2

3

4

5

ა) ბაზრების ერთ სტაციონარულ სავაჭრო ადგილზე:

15მ2-დან 20მ2-მდე

10მ2-დან 15მ2-მდე

6მ2-დან 10მ2-მდე

6მ2-მდე

 

15

10

10

5

 

30

25

25

20

 

50

45

40

35

 

80

70

60

45

  ბ) დახლი

5

15

25

35

  გ) სხვა

5

10

20

30

 

54. 20მ2-ზე მეტი ფართობის სტაციონალური სავაჭრო ადგილის გადასახადი ბაზრის ორგანიზებისათვის განისაზღვროს ამ მუხლის 53-ე ნაწილში მოცემულ ცხრილში მითითებული 20მ2 ფართობის სავაჭრო ადგილის ძირითადი გადასახადის პროპორციულად.

55. სანტექნიკური და ნახმარი ნივთებით ვაჭრობისას სავაჭრო ადგილი ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადით იბეგრება ამ მუხლის 53-ე ნაწილში მოცემული ცხრილით განსაზღვრული გადასახადების მიმართ შემასწორებელი კოეფიციენტით 0.6 (მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა 6მ2 ფართობზე მეტ ერთ სტაციონარულ სავაჭრო ადგილზე ქ. თბილისში განლაგებულ ბაზრებში).

56. ბაზარი, რომელიც მდებარეობს დასახლებულ პუნქტში, სადაც 30 ათასამდე მცხოვრებია, და მუშაობს არასრულ თვეს (მხოლოდ კვირის განსაზღვრულ დღეებში), გადასახადს ბაზრის ორგანიზებისათვის იხდის ამ მუხლის 53-ე ნაწილში განსაზღვრული გადასახადიდან გამომდინარე, ნამუშევარი დღეების შესაბამისად.

57. მოქმედ ბაზარზე განლაგებული უმოქმედო სავაჭრო ადგილი ან უმოქმედო ბაზარი მისი ადმინისტრაციის მოთხოვნით ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადის გამოანგარიშების მიზნისათვის ექვემდებარება კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანას. ასეთ შემთხვევაში ის აღარ იქნება გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადის გაანგარიშებისას. კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანილი ბაზარი, მაღაზია, საწყობი, კონტეინერი, ფარდული და ჯიხური დაილუქება შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ლუქით. ცალკეული სავაჭრო ადგილის კონსერვაციის შემთხვევაში, კონსერვირებული სავაჭრო ადგილი ექვემდებარება დემონტაჟს (გარდა კაპიტალურად ნაგები სავაჭრო ადგილისა, რომლის დემონტაჟი საჭიროებს სოლიდურ სახსრებს). კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანა ან მოხსნა ხორციელდება ბაზრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რის შესახებაც იგი ვალდებულია აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს წინასწარ, დეკლარაციის წარდგენისას;

58. გადასახადი ბაზრის ორგანიზებისათვის გადაიხდება ბაზრის ორგანიზატორის მიერ ყოველთვიურად, შესაბამისი საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე, რისთვისაც გადამხდელები საგადასახადო ორგანოში წარადგენენ დეკლარაციას.

59. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად მოამზადოს და ერთ თვეში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა პროექტები სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის ამ მუხლის 50–58-ე ნაწილებით განსაზღვრული გადასახადებით მიღებული შემოსავლების განაწილების შესახებ.”.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 21 დეკემბერი.

№1212_I