დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2011 წლის გამოშვების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 08/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.11.004.016012 |
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №2
2012 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
2011 წლის გამოშვების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ი” ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1. გადახდის კანონიერი საშუალების სახით მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები 2008 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტის იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2011“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის ხელმოწერებით.
მუხლი 2. 2011 წლის გამოშვების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.
მუხლი 3. საქართველოს ტერიტორიაზე 2011 წლის გამოშვების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 15 თებერვლიდან.
საბჭოს თავმჯდომარე გ. ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები