დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1205 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 10/01/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370.120.000.05.001.001.012 |
საქართველოს კანონი
„მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-5 მუხლის:
ა) მე-15 პუნქტს სიტყვების „და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(სამელიორაციო ინფრასტრუქტურა)“;
ბ) მე-16 პუნქტს სიტყვების „ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ლოკალური სისტემა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(სამელიორაციო ინფრასტრუქტურა)“.
გ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. სამელიორაციო ასოციაცია – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აქტით შექმნილი, პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საჯარო სამართლის კორპორაცია). სამელიორაციო ასოციაციებია:
ა) წყალმომხმარებელთა ასოციაცია, რომელიც იქმნება ირიგაციის ან/და საძოვრების გაწყლოვანების სისტემების ზონაში არსებული მიწის მფლობელთა მიერ;
ბ) დრენაჟის მომხმარებელთა ასოციაცია, რომელიც იქმნება დრენაჟის სისტემების ზონაში არსებული მიწის მფლობელთა მიერ.“.
დ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. ასოციაციის მომსახურების ტერიტორია – ასოციაციის წევრთა მიერ განსაზღვრული მელიორირებული მიწის ფართობი, რომელიც უნდა მოიცავდეს ერთ ჰიდროტექნიკურ ერთეულს მაინც“.
ე) მე-19 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებს სიტყვის „ნაგებობები“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან/და ლოკალური სისტემები“;
ვ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. გამგეობა – ასოციაციის მმართველი და წევრთა კრების წინაშე პასუხისმგებელი ორგანო; გამგეობას ირჩევენ წევრთა კრებაზე ასოციაციის წევრთაგან არა უმეტეს 4 წლის ვადით, არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით, რომელთაც არა აქვთ დავალიანება ასოციაციის მიმართ. გამგეობის (ასოციაციის) თავმჯდომარეს ირჩევენ გამგეობის წევრები თავიანთ წევრთაგან და იგი წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში.“.
2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამელიორაციო ასოციაციას დაფუძნებიდან ორი კვირის ვადაში უვადო უზუფრუქტის ხელშეკრულებით უსასყიდლოდ გადაეცემა მისი მომსახურების ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საკუთრების სამელიორაციო ინფრასტრუქტურა.“.
3. მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამელიორაციო სისტემებით და ჰიდროტექნიკური ნაგებობებით სარგებლობის (გამოყენების) პირობები“.
4. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამელიორაციო ასოციაციების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების დაფარვა ხდება ასოციაციის წევრების და არაწევრების მიერ გადახდილი სამელიორაციო მომსახურების საფასურიდან და საწევრო შენატანებიდან.“.
5. მე-12 მუხლის:
ა) პირველი წინადადებიდან და მე-16–17 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის მეშვეობით“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სამელიორაციო ასოციაციების ჩამოყალიბებაში ხელის შეწყობა, უფასო კონსულტაციების გაწევა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მათზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.“;
გ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. 121 მუხლის:
ა) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ასოციაციის დაფუძნება, წყლის მართვისა და სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ხდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აქტით. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო სამელიორაციო ასოციაციის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის დამფუძნებელთა განცხადების მიღებიდან ორი კვირის ვადაში. დაფუძნებაზე უარი უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული და ითვალისწინებდეს გასაჩივრების შესაძლებლობასა და წესს. უარის გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში. ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მფლობელი (მესაკუთრე, მოიჯარე ან სხვა) ფიზიკური და იურიდიული პირი. ასოციაციაში გაწევრიანება უსასყიდლოა. მისი დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები სარგებლობენ თანაბარი სტატუსით. ასოციაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა ასოციაციის წევრთა კრება.“.
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოსთან და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციის შესაბამის რაიონულ სამსახურთან შეთანხმებული ასოციაციის მომსახურების ტერიტორიის რუკა (სიტუაციური გეგმა), საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის რაიონულ სამსახურთან შეთანხმებული ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებულ მიწის მფლობელთა სია და ინფორმაცია დაკავებული ფართობის შესახებ. მომსახურების ტერიტორიის საზღვრები თანხმდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოსთან (ჰიდროტექნიკური ერთეულის მდებარეობის მიხედვით), რომელსაც წარედგინება გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი, ამ კანონით განსაზღვრული დოკუმენტაცია. ადგილობრივი მმართველობის ორგანო 10 დღის ვადაში ათანხმებს მომსახურების ტერიტორიის საზღვრებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის რაიონულ სამსახურებთან და განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში იღებს შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას. შეთანხმებაზე უარი უნდა დასაბუთდეს წერილობით და ითვალისწინებდეს გასაჩივრების შესაძლებლობასა და წესს. შეთანხმებაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ასოციაციის მომსახურების ტერიტორიის საზღვრების შესათანხმებლად რამდენიმე მოთხოვნის არსებობისას (რომლებშიც ერთი და იგივე ჰიდროტექნიკური ერთეული ფიგურირებს) გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია წარდგენილ იქნეს ასოციაციის მომსახურების ტერიტორიის ყოველ ჰიდროტექნიკურ ერთეულზე მიწის მფლობელთა საერთო რაოდენობის მინიმუმ 51 პროცენტის (რომლებიც ფლობენ ტერიტორიის არანაკლებ 51 პროცენტს) წერილობითი თანხმობა ასოციაციის დაფუძნებასა და მასში გაწევრიანებაზე.“.
7. 122 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 122. სამელიორაციო ასოციაციის საქმიანობა და მართვა
1. წყლის მართვისა და სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სამელიორაციო ასოციაციის საქმიანობის საგანია:
ა) ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებულ მიწის მფლობელთა ასოციაციაში მაქსიმალური ოდენობით გაწევრიანება, ასოციაციის წევრთა უპირატესი მომსახურება, ხოლო არაწევრთა –ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურება;
ბ) სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი ან/და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით წყალგანაწილების კვანძში მიწოდებული წყლის მიღება-აღრიცხვა და მიწის მფლობელთა შორის რაციონალურად განაწილება-აღრიცხვა, მომსახურების საფასურის ამოღება და წყალმიმწოდებელ ორგანიზაციებთან ანგარიშსწორება;
გ) ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესება (ხელახლა აღჭურვა-რეაბილიტაცია), მშენებლობა, ექსპლუატაცია, მოვლა-პატრონობა და დაცვა;
დ) ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწების მელიორაციული მდგომარეობის შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და სავარგულების მაღალინტენსიური გამოყენების მიზნით სამელიორაციო ღონისძიებების განხორციელება.
2. გამგეობის მოვალეობანია:
ა) ასოციაციის წევრთა მფლობელობაში არსებული მელიორირებული მიწების რეესტრის წარმოება;
ბ) ასოციაციის მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნიკური, საფინანსო, საბუღალტრო საქმიანობის ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა, ანგარიშების შედგენა, ბიუჯეტის პროექტის მომზადება და წევრთა კრებაზე განხილვა;
გ) უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული შიდასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სარწყავი, დამშრობი და გაწყლოვანების ქსელის, მარტივი ტიპის დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების, სატუმბი სადგურების, ჭაბურღილებისა და ლოკალური სისტემების მოვლა-შენახვისა და საექსპლუატაციო ღონისძიებების ხარჯების განსაზღვრა და ტერიტორიულ ბიუჯეტში გასათვალისწინებლად მათი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში წარდგენა;
დ) თესვის, წყალსარგებლობისა და წყალგანაწილების კალენდარული გეგმა-განრიგის, ასოციაციის მომსახურებით მოსარგებლეთა სიის შედგენა (უპირატესი მომსახურების მოსარგებლეთა გათვალისწინებით) და წევრთა კრებაზე დასამტკიცებლად წარდგენა, მომდევნო ჯერადობის რწყვის დაწყებამდე დავალიანების არმქონე მიწის მფლობელის (წევრის და არაწევრის) მოთხოვნის დაკმაყოფილება წყლის მიწოდებაზე;
ე) ასოციაციის წევრებისათვის სამელიორაციო მომსახურების საცალო ტარიფის, ხოლო არაწევრებისათვის სახელშეკრულებო საფასურის (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საცალო ტარიფის ორმაგ ოდენობას) განსაზღვრა და წევრთა კრებაზე დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც არ შედის წევრთა კრების ფუნქციებში.
8. 123 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს სიტყვების „წევრობის შემთხვევაში ფლობდეს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მინიმუმ ერთ ხმას და“, ხოლო „დ“ ქვეპუნქტს სიტყვების „ისარგებლოს უპირატესი მომსახურებით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „წევრთა მეათედის წერილობითი თანხმობის საფუძველზე“.
9. 125 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2–3 პუნქტები.
10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი და 191 მუხლი:
„თავი IX1
გარდამავალი დებულება
მუხლი 191. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტი
სამელიორაციო ასოციაციების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ შეიმუშაოს ნორმატიული აქტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება სამელიორაციო ასოციაციების სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 21 დეკემბერი.
№1205_Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები