„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 220090000.22.033.016317
  • Word
43
09/02/2012
ვებგვერდი, 10/02/2012
220090000.22.033.016317
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №43

2012 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

 „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 994 ბრძანებაში (სსმ III, 31.12.2010, 172, მუხლი 2552) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 145-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 238-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 252-ე მუხლის პირველი ნაწილის, 256-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 2571 მუხლის მე-3 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 269-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 271-ე მუხლის პირველი და მე-10 ნაწილების და 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ წესს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 711 მუხლი:

     „მუხლი 711. საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოფხვრა

1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ამ მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში.

2. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირისათვის საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, არ დგება ამ წესის №30 დანართით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

3. პირისათვის საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადის განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით, 281-ე მუხლის პირველი ნაწილით და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა აღმოსაფხვრელად პირს განესაზღვრება 2 სამუშაო დღის ვადა.

5. პირისათვის საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადის განსაზღვრა ფიქსირდება „საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოფხვრის ვადის განსაზღვრის აქტით” (დანართი №302) (შემდგომში აქტი), რომელიც დგება წერილობითი ფორმით ორ ეგზემპლარად, რომლიდანაც ერთ-ერთი ბარდება პირს.

6. აქტში მითითებული უნდა იყოს:

ა) შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;

ბ) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი;

გ) პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო /პირადი ნომერი;

დ) საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლის/ნაწილის მითითებით);

ე) საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა;

ვ) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

ზ) პირის ხელმოწერა.

7. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსის, პირისათვის საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადის განსაზღვრის და აქტის ჩაბარების დროის თაობაზე ინფორმაციას, შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით დაუყოვნებლივ ასახავს ერთიან ელექტრონულ ბაზაში.

8. თუ პირი უარს აცხადებს აქტის ჩაბარებაზე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ერთიან ელექტრონულ ბაზაში შესატანი ინფორმაციის შესაბამის ველში კეთდება სათანადო აღნიშვნა და დამატებით მიეთითება აქტის ჩაბარებაზე უარის თქმის მიზეზები ან/და პირის განმარტება მათი არსებობის შემთხვევაში.

9. აქტით განსაზღვრული ვადის მოქმედების პერიოდში პირს იმავე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

10. აქტით განსაზღვრული ვადის მოქმედების პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აღარ არსებობს პირის მიმართ იმავე საგადასახადო სამართალდარღვევისთვის საგადასახადო სანქციის დაკისრების საფუძველი, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.”.

ბ) 711 მუხლის შემდეგ დაემატოს დანართი №302 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გვინდაძე

დანართი №302

                                                                                ---------------------------------------------                                                                                                            საგადასახადო ორგანოს დასახელება

საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოფხვრის ვადის განსაზღვრის

აქტი №--

1. ----------- ------------------------------- 20--- წ.    2. --------------------------------------------------

 შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)                                              შედგენის ადგილი

3.---------------------------------------------------------------------------------------------------------------

              საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი

4. -------------------------------------------------------------------------------------------------- ------------

                    პირის დასახელება/სახელი , გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი

5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––------------

საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლის/ნაწილის მითითებით)

6. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

       საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადა

     ----–––––––––––––––––––––--------------------------------

     საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

-------------------------------------------------------------------

 პირის ხელმოწერა

შენიშვნა: ------------------------------------------------------------–––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------------------------