შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2012
ძალაში შესვლის თარიღი 03/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016079
  • Word
0
10/11/2011
ვებგვერდი, 15/02/2012
480610000.03.030.016079
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობა, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი,

ისწრაფვიან რა, შეინარჩუნონ და გააძლიერონ სოლიდარობისა და თანამშრომლობის სულისკვეთება, გამოთქვამენ მზადყოფნას გაატარონ ზომები უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ,

სურთ რა, თანამშრომლობისა და ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, ხელი შეუწყონ უკანონოდ მყოფ პირთა რეადმისიას,

მიზნად ისახავენ რა დაიცვან ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ, კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვის უფლება, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისო შეთანხმებებითა და მხარეთა სახელმწიფოების შიდა კანონმდებლობით, იმ პირთათვის, რომლებიც ექვემდებარებიან დაბრუნებას,

ხელმძღვანელობენ რა იმ პირთა საქმეების ინდივიდუალური განხილვის პრინციპით, რომლებიც ექვემდებარებიან რეადმისიას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

განმარტებები

ამ შეთანხმების მიზნებისათვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე” ნიშნავს იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც რეადმისიის ან რეადმისიასთან დაკავშირებული ტრანზიტული ოპერაციების განხორციელების მოთხოვნას წარუდგენს მეორე ხელშემკვრელ მხარეს;

ბ) „მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე” ნიშნავს იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელსაც მიმართავს მეორე ხელშემკვრელი მხარე, რეადმისიის ან რეადმისიასთან დაკავშირებული ტრანზიტული ოპერაციების განხორციელების მოთხოვნით;

გ) „უკანონოდ მყოფი პირები” ნიშნავს იმ პირებს, რომლებიც არ, ან ვეღარ ასრულებენ რომელიმე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ან ყოფნის კანონიერ მოთხოვნებს;

დ) „მესამე ქვეყნის მოქალაქე” ნიშნავს იმ პირს, რომელსაც არ გააჩნია არც ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეობა, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებს.

    მუხლი 2

საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე და იმ ფორმალობათა დაცვის გარეშე, რომლებიც წინამდებარე შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული, განახორციელებს ნებისმიერი უკანონოდ მყოფი პირის რეადმისიას იმ პირობით, თუ დამტკიცდება, ან დამაჯერებლად ივარაუდება, რომ მას გააჩნია, ან მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლისას გააჩნდა მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეობა. იგივე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებაც, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, შეუწყდათ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეობა, ისე რომ არ მიუღიათ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეობა, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების რაიმე გარანტია.

2. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის განაცხადის საფუძველზე, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს რეადმისიას დაქვემდებარებულ პირებს აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტებით 3 (სამ)-თვიანი მოქმედების ვადით, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად.

3. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე განახორციელებს საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ასეთი პირის იმავე პირობებით კვლავ რეადმისიას, თუ შემდგომი შემოწმების შედეგად გაირკვევა, რომ არ იყო შესრულებული ამ მუხლით გათვალისწინებული რეადმისიის პირობები.

    მუხლი 3

მოქალაქეობის დადგენა ან ვარაუდი

1. მოქალაქეობა დადგენილად ითვლება მოქმედი პასპორტის ან მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ საკუთარ მოქალაქეებზე, თუ ეს დოკუმენტები ნამდვილად ეკუთვნის მფლობელს. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები აღიარებენ პირის მოქალაქეობას, ხოლო პირის გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.

2. მოქალაქეობა დამაჯერებლად ივარაუდება, თუ ეფუძნება რომელიმე შემდეგ დოკუმენტს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ვადა გასულია:

ა) სამხედრო ბილეთი, საჯარისო დოკუმენტი ან მისი ასლი;

ბ) მეზღვაურის რეგისტრაციის დოკუმენტი ან მისი ასლი;

გ) მართვის მოწმობა ან მისი ასლი;

დ) დაბადების მოწმობა ან მისი ასლი;

ე) სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ან მისი ასლი;

ვ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

ზ) პირის ვინაობის წერილობითი დადასტურება.

მოქალაქეობის დადგენა ან ვარაუდი არ შეიძლება ეფუძნებოდეს ყალბ დოკუმენტაციას.

3) წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირის რეადმისიისთვის საჭიროა რეადმისიის მოთხოვნის წარდგენა მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოებისთვის.

4) თუ პირის მოქალაქეობის დადგენა ან დამაჯერებელი ვარაუდი შეუძლებელია ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს აღნიშნულ პირთან გასაუბრების ჩატარებას მისი მოქალაქეობის დადგენის მიზნით.

ზემოაღნიშნულ გასაუბრებასთან დაკავშირებული ყველა თანხა ანაზღაურდება მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ.

5) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მტკიცებულება დადგენილად ჩაითვლება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ მისი დადასტურების შემთხვევაში.

    მუხლი 4

მესამე ქვეყნის მოქალაქეთა რეადმისია

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე და იმ ფორმალობათა დაცვის გარეშე, რომლებიც წინამდებარე შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული, განახორციელებს ნებისმიერი უკანონოდ მყოფი მესამე ქვეყნის მოქალაქის რეადმისიას, იმ პირობით, თუ მას გააჩნია მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული მოქმედი ვიზა და/ან ბინადრობის ნებართვა და თუ იგი მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შევიდა უშუალოდ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან.

2. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული რეადმისიის ვალდებულება არ ვრცელდება შემდეგ პირებზე:

ა) მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომლის სახელმწიფოსაც აქვს, ან იმ დროს, როდესაც მესამე ქვეყნის მოქალაქე შევიდა მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ჰქონდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარესთან;

ბ) მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომლის სახელზეც, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების ან მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, ამ მხარის მიერ გაიცა ვიზა ან ბინადრობის ნებართვა;

გ) მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" კონვენციისა (ჟენევა, 1951 წ. 28 ივლისი) და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" შესწორებული ოქმის (ნიუ-იორკი, 1967 წ.-ის 31 იანვარი) თანახმად;

დ) მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ გაძევებულ იქნა თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან მესამე ქვეყანაში. 

ე) მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან ხელმოწერილი აქვს რეადმისიის შეთანხმება.

3. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მტკიცებულებებს კანონიერი ძალა გააჩნია, ეს მტკიცებულებები ჩაითვლება დადგენილად, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ მათი დადასტურების შემდეგ.

4. მას შემდეგ, რაც მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე მიიღებს რეადმისიის მოთხოვნას, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს რეადმისიას დაქვემდებარებულ პირს აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტებით 3(სამი) თვის მოქმედების ვადით, მიუხედავად ამ პირის სურვილისა.

5. მიუხედავად ამისა, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე მოგვიანებით განახორციელებს საკუთარ ტერიტორიაზე ნებისმიერი მესამე ქვეყნის იმ მოქალაქის რეადმისიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ რეადმისიის მოთხოვნებს.

  6. ხელშემკვრელი მხარეები ყველა ღონეს იხმარენ იმისათვის, რომ უზრუნველყონ მესამე ქვეყნის მოქალაქეთა დაბრუნება თავიანთი წარმოშობის ქვეყნებში მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის რეადმისიის მოთხოვნის გაგზავნამდე.

    მუხლი 5

ვადები

1. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე რეადმისიის მოთხოვნას უპასუხებს დაუყოვნებლივ, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არა უმეტეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში. რეადმისიის მოთხოვნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ უნდა ეცნობოს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს.

2. რეადმისიის მოთხოვნა ჩაითვლება მიღებულად, თუ მას არ მოჰყვება პასუხი წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში.

3. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დააბრუნებს იმ პირს, რომლის რეადმისიასთან დაკავშირებითაც მიღწეულ იქნა თანხმობა. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები წერილობით და წინასწარ აცნობებენ მეორე ხელშემკვრელ მხარეს საბოლოო გადაცემის თარიღს.

    მუხლი 6

ტრანზიტი

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, დაუშვებს მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ტრანზიტს კომპეტენტური ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ იმ პირობით, თუ გარანტირებულია მგზავრობის გაგრძელება ტრანზიტის სხვა სახელმწიფოებში და დაშვება საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოში. ტრანზიტის განაცხადის ფორმა მოცემულია წინამდებარე შეთანხმების დანართში.

2. მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ტრანზიტზე შესაძლოა უარი ითქვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ტრანზიტის ქვეყანაში ან საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში პირს ემუქრება არაჰუმანური მოპყრობა, ან სიკვდილით დასჯა, ან მისი სიცოცხლე, ან თავისუფლება საფრთხეშია მისი ეროვნების, რელიგიური მრწამსის, რასობრივი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო.

 3. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სატრანზიტო განაცხადზე გაცემულ იქნა დადებითი პასუხი, ნებისმიერი პირი, რომლის ტრანზიტზეც გაცემულ იქნა თანხმობა, შეიძლება უკან დააბრუნონ, თუ მოგვიანებით გაირკვევა, რომ ამ მუხლის 1-2 პუნქტის დებულებათა პირობები არ შესრულებულა. ამ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა განახორციელოს აღნიშნული პირის რეადმისია.

    მუხლი 7

ინფორმაციის გაცვლა და დაცვა

    

1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით გადაცემული პირადი მონაცემები ექვემდებარება შეგროვებას, დამუშავებასა და დაცვას ქვეყნების შიდა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი პირად მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირთა დაცვის შესახებ კონვენციის შესაბამისად (1981 წლის 28 იანვარი).

    მუხლი 8

ხარჯები

1. ყველა სახის სატრანსპორტო ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებით მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო საზღვრამდე ან საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე, ასევე, წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-4 მუხლის მე-5 პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში მოხსენიებული პირების დაბრუნებასთან დაკავშირებით, დაფარავს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე.

2. ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა მე-3 მუხლის შესაბამისად მოქალაქეობის დადგენასთან დაკავშირებით, დაფარავს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე.

    მუხლი 9

საიმპლემენტაციო დებულებები

დეტალური ინფორმაცია მოცემულია წინამდებარე შეთანხმების დანართში.

    მუხლი 10

თანამშრომლობის პრინციპები

1. ხელშემკვრელი მხარეები დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებაში. ისინი რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას საიმიგრაციო მოთხოვნების თაობაზე.

2. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან და იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის ორმხრივი კონსულტაციების ჩატარებისა და მოსაზრებათა გაცვლის გზით.

3. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ორივე ხელშემკვრელი მხარის ექსპერტთა შეხვედრა წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან იმპლემენტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტის მიზნით.

4. ხელშემკვრელი მხარეები, თავიანთი შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში, ითანამშრომლებენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაბრუნებულ პირთა რეინტეგრაციის მიზნით.

    მუხლი 11

სხვა ვალდებულებები

წინამდებარე შეთანხმება არ ეხება ხელშემკვრელ მხარეთა სხვა ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო შეთანხმებებიდან, კერძოდ:

ა) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი (1966 წლის 16 დეკემბერი) და ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპის კონვენცია (1950 წლის 4 ნოემბერი) და მისი ოქმები, რომლებიც ძალაშია ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის;

ბ) ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენცია (ჟენევა, 1951 წლის 28 ივლისი);

გ) ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ოქმი (ნიუ-ორკი, 1967 წლის 31 იანვარი);

დ) ექსტრადიციის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებები.

    მუხლი 12

შეჩერება

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება ეროვნული უშიშროების, საჯარო წესრიგის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს დებულება არ ეხება წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლს.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მეორეს შეთანხმების შეჩერების ან ამგვარი შეჩერების გაუქმების შესახებ. შეჩერება ან შეჩერების გაუქმება ძალაში შევა ასეთი შეტყობინების მიღებიდან მეორე დღეს.

    მუხლი 13

ცვლილებები და დამატებები

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და შეადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

  

    მუხლი 14

დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ, რომლის საფუძველზეც ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აცნობებენ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება ნებისმიერ დროს მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. ამ შემთხვევაში შეთანხმება წყვეტს მოქმედებას ამ შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ.

შესრულებულია ქ. თბილისში 2011 წლის 10 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ნორვეგიულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს

მთავრობის სახელით

 

 

ნორვეგიის სამეფოს

მთავრობის სახელით

 

 

 

                                                                                           დანართი I

საიმპლემენტაციო დებულება

1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, კომპეტენტური ორგანოები არიან:

ა) საქართველოსთვის:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

მისამართი: თბილისი, 0190, კახეთის გზატკეცილის 38-ე კმ

ტელეფონი: (+995 32) 418515, 418517

ფაქსი: (+995 32) 418515,

ელ-ფოსტა: patrol.police@mia.gov.ge

 

ბ) ნორვეგიის სამეფოსთვის, იუსტიციის სამინისტროსა და პოლიციის სახელით:

პოლიციის ეროვნული საიმიგრაციო სამსახური (Politirts Utlendgsenhet)

P.O.Box 8102 Dep

N-0032 Oslo, Norway

ტელეფონი: +47 22 34 24 00

ტელეფაქსი: +47 22 34 24 80

ელ-ფოსტა: Politirts Utlendgsenhet@politiet.no

იმიგრაციის დირექტორატი (Utlendingsdirektotatet)

P.O.Box 8108 Dep

N-0032 Oslo, Norway

ტელეფონი: +47 23 35 15 00

ტელეფაქსი: +47 23 35 15 01

ელ-ფოსტა: udi@udi.no

2. წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, გამოყენებულ იქნება შემდეგი სასაზღვრო გამტარი პუნქტები:

) საქართველოსთვის:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

 

) ნორვეგიის სამეფოსთვის:

ოსლოს აეროპორტი გარდერმოენი

ოსლო (ცენტრალური სარკინიგზო სადგური და ნავსადგური)

ჰალდენი (გადაკვეთის პუნქტი სვინესუნდი)

 

 

 

ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აცნობებენ კომპეტენტური ორგანოების შეცვლის ან წინამდებარე დანართში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

3. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პირდაპირი შესვლა შესაძლებელია დადგინდეს ან ივარაუდებოდეს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

) თვითმფრინავის, მატარებლის, ავტობუსის ან ნავის ბილეთები, რომლებიც ადასტურებს კონკრეტული პირის ყოფნას და მის გადაადგილებას მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

) მგზავრთა სიები თვითმფრინავის, მატარებლის, ავტობუსის ან ნავის რეისებზე, რომლებიც ადასტურებს კონკრეტული პირის ყოფნას და მის გადაადგილებას მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

) ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ კონკრეტულმა პირმა ისარგებლა კურიერის ან ტურისტული სააგენტოს მომსახურებით;

) ნებისმიერი სახის დოკუმენტი, სერტიფიკატი და მოწმობა (მაგ.: სასტუმროს ანგარიშები, ექიმთან/სტომატოლოგთან ვიზიტის ჩანაწერები, საჯარო/კერძო დაწესებულებებში შესვლის საშვები, მანქანის ქირავნობის ხელშეკრულებები, საკრედიტო ბარათის ქვითრები), რომლებიც ადასტურებს კონკრეტული პირის ყოფნას მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

4. გამომდინარე იქიდან, რომ ნორვეგიასა და საქართველოს შორის არ არსებობს საერთო საზღვარი და არ მოქმედებს პირდაპირი რეისები, ფრაზა შევიდა მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირდაპირ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან” (მუხლი 4, პირველი პუნქტი) გულისხმობს პირებს, რომლებმაც იმგზავრეს საჰაერო ტრანზიტით მესამე ქვეყნის გავლით.

 

 

დანართი II

                       

რეადმისიის განაცხადი

საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის

უკანონოდ მყოფ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად

 

 A. პირადი მონაცემები

1. სრული სახელი (გახაზეთ გვარი):                 (ფოტოსურათი)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

2. ქალიშვილობის გვარი:

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

3. დაბადების ადგილი და თარიღი:

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

4. წარმოშობის ან მუდმივი ადგილსამყოფლის სახელმწიფოში საცხოვრებელი ადგილის მისამართი

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

5. მოქალაქეობა და ენა:

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

6. სამოქალაქო სტატუსი:დაოჯახებული დასაოჯახებელი განქორწინებული ქვრივი

თუ დაქორწინებულია, მეუღლის სახელი და გვარი: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

შვილების სახელები და ასაკი (თუ ჰყავს): . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ..

                                                              . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

                                                             . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

                                                             . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

7. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (სიმაღლე, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები, სხვ):

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

8. სხვა სახელი (ადრინდელი სახელი, მეტსახელი, რომელსაც იყენებს ან რომლითაც ცნობილია ან შერქმეული სახელი):

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუ დაქორწინებულია: მეუღლის სახელი

შვილების სახელები და ასაკი (თუ ჰყავს): . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

9. ბოლო მისამართი მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში:

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

B. თანდართული მტკიცებულებები

1. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

      (პასპორტის ნომერი)             (გაცემის თარიღი და ადგილი)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

      (გამცემი ორგანო)                  (ვადის გასვლის თარიღი)

2. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

  (პირადობის მოწმობის ნომერი)       (გაცემის თარიღი და ადგილი)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

      (გამცემი ორგანო)                  (ვადის გასვლის თარიღი)

3. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

  (მართვის მოწმობის ნომერი)       (გაცემის თარიღი და ადგილი)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

      (გამცემი ორგანო)                  (ვადის გასვლის თარიღი)

4. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 (სხვა ოფიციალური დოკუმენტის ნომერი)    (გაცემის თარიღი და ადგილი)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

      (გამცემი ორგანო)                  (ვადის გასვლის თარიღი)

 

C. გადასაცემ პირთან დაკავშირებული სპეციალური გარემოებები

 

1. ჯანმრთელობის მდგომარეობა

(მაგ., სპეციალური სამედიცინო მეთვალყურეობის საჭიროება; დაავადების ლათინური სახელწოდება):

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

2. მითითება თუ პირი განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს

(მაგ., ეჭვმიტანილია მძიმე დანაშაულის ჩადენაში; ავლენს აგრესიას):

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

D. შენიშვნები

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რეადმისიის საფუძვლები (შეთანხმების შესაბამისი მუხლის მითითება)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

(მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს ხელმოწერა)

დანართი III

                       

ტრანზიტის განაცხადი

საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის

უკანონოდ მყოფ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად

A. პირადი მონაცემები

1. სრული სახელი (გახაზეთ გვარი):                 (ფოტოსურათი)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

2. ქალიშვილობის გვარი:

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

3. დაბადების ადგილი და თარიღი:

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

4. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (სიმაღლე, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები, სხვ.):

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

5. სხვა სახელი (ადრინდელი სახელი, მეტსახელი, რომელსაც იყენებს ან რომლითაც ცნობილია ან შერქმეული სახელი):

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

6. მოქალაქეობა და ენა:

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

B. სატრანზიტო ოპერაცია

 

1. ტრანზიტის ტიპი

 □ საჰაერო ტრანსპორტით საზღვაო ტრანსპორტით სახმელეთო ტრანსპორტით

2. საბოლოო დანიშნულების სახელმწიფო

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

3. ტრანზიტის სხვა შესაძლო ქვეყნები

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

4. სასაზღვრო გამტარი პუნქტები, თარიღი, გადაცემის დრო და შესაძლო ესკორტირება

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

5. დაშვება გარანტირებულია ტრანზიტის ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში და საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოში (მუხლი 6, პირველი პუნქტი)

  □ დიახ    □ არა

 

C. შენიშვნები

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

(მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს ხელმოწერა) (ბეჭედი/შტამპი)

 

 

 

 

დანართი IV

საქართველოს მიერ გაცემული დაბრუნების სერტიფიკატ

 

 

 

დანართი V

პოლიციის ეროვნული საიმიგრაციო სამსახური

ნორვეგია

 


Laissez Passer

 


სახელმწიფო

ნორვეგია

რეგისტრაციის ნომერი

ვარგისია მხოლოდ ერთჯერადი მგზავრობისთვის

. . . დან . . . მდე

სახელი და გვარი:               ფოტო

შერქმეული სახელი:        

                           

დაბადების თარიღი:

სიმაღლე:

დამახასიათებელი ნიშნები:

მოქალაქეობა:

საცხოვრებელი ადგილის მისამართი ადგილსამყოფელ ქვეყანაში (თუ ცნობილია)

ბეჭედი/შტამპი  დოკუმენტის გამცემი ორგანო: პოლიციის ეროვნული

საიმიგრაციო სამსახური

     გაცემის ადგილი:

     გაცემის თარიღი:

     ხელმოწერა: . . . . . . . . . . . . . . .

 


შენიშვნები: