დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 89 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 07/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.08.002.016435 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №89
2012 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხთა სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2011 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები