ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

  • Word
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 06/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.116.016064
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2
31/01/2012
ვებგვერდი, 14/02/2012
370020000.35.116.016064
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/02/2012 - 29/02/2012)

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2012 წლის 31 იანვარი

ქ. ცაგერი

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის 603 ბრძანებულების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დადგინდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართი 1 შესაბამისად.

2. დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს “სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 თებერვლის 33 დადგენილება.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე მ .ლეთოდიანი

დანართი 1

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

ქ. ცაგერის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN =IMG XI TL X C XK, სადაც:

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG – არის ქ. ცაგერის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,3-ს;

გ) I TL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ქ. ცაგერში ზონირება არ ხორციელდება) ;

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს ;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 30-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ცაგერში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

I TL

C

K

CN

0,3

1

0,24

30

2,16

 

3. ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებების მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ცაგერისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 1,08 ლარს.

4. ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ცაგერისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს – 0,54 ლარს.

5. ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის 287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ცაგერისათვის დადგენილი ფასის 75%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,62 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული წესი.