,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების და პირობების განსაზღვრის შესახებ~ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების და პირობების განსაზღვრის შესახებ~ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.115.016070
  • Word
03
31/01/2012
ვებგვერდი, 14/02/2012
330130000.35.115.016070
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების და პირობების განსაზღვრის შესახებ~ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №03

2012 წლის 31 იანვარი

დ. ლენტეხი

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ  შენობა-ნაგებობათა სახეობების და პირობების განსაზღვრის  შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის 42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:

    მუხლი 1

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების და პირობების განსაზღვრის შესახებ“ „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის 42 დადგენილება (სსმ www.matsne.gov.ge 09.01.2012) ცვლილებების გათვალისწინებით ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის დადგენილების) 65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით შესაძლებელია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით და ლენტეხის მუნიციპალიტეტის სხვა დადგენილებით კონკრეტულ ტერიტორიაზე აკრძალული ან შეზღუდული არ არის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი.

2. თუ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი ხორციელდება ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, დამატებითი დოკუმენტაციის სახით სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრებისა) გამგეობაში წარმოდგენილ იქნეს შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.

    მუხლი 2

1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსებისთვის/მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის აღება სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრებისა) , თუ ასაშენებელი/დემონტაჟისთვის განკუთვნილი შენობა -ნაგებობა მდებარეობს:

) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდასახელმწიფო საავტომობილო გზების ორივე მხარეს მიმდებარე 100-მეტრიან ზოლში;

ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ზონებში შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი აკრძალულია ან შეზღუდულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“  ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟის შემთხვევაში, თუ ანტრესოლი, კიბე, ვიტრინა, კარი, ფანჯარა და სხვა ღიობები არ უკავშირდება შენობის ფასადის ცვლილებას, მათი მოწყობა/დემონტაჟი ხორციელდება შესაბამისი ნებართვის აღების გარეშე, საქართველოს მთავრობის დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა და 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                       ვ. ქურასბედიანი