,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 22/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.115.016068
  • Word
01
31/01/2012
ვებგვერდი, 14/02/2012
210020010.35.115.016068
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №01

2012 წლის 31 იანვარი

დ. ლენტეხი

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის 43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის 43 დადგენილებაში (სსმ www.matsne.gov.ge 09.01.2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15,000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარი;

გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3,750 ლარი;

დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30,000 ლარი;

ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%;

ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1,000 ლარი.;

ბ) ამოღებული იქნეს დადგენილების მე-2 მუხლი.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            ვ. ქურასბედიანი