„ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.146.016020
  • Word
7
06/02/2012
ვებგვერდი, 14/02/2012
010250000.35.146.016020
„ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქურთას მუნიციპალიტეტი

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №7

2012 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

,,ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №20 დადგენილებაში (სსმ, №15, 24/08/2010; 010250000.35.146.000409) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქურთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქურთის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს ქურთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქურთის ტერიტორიული ორგანოს დებულება (დანართი №1).“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქურთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქურთის ტერიტორიული ორგანოს დებულება“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. ქურთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქურთის ტერიტორიული ორგანო“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქურთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქურთის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა

1. ტერიტორიული ორგანო შედგება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის  –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისა და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.

2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებით და თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობრივი ინსტრუქციით.

3. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.

4. ტერიტორიული ორგანოს მოხელეების სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

5. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ მოქმედებს ნოტარიუსი, უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ ,,ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანოტარო მოქმედებათა განხორციელებას“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     გ. ნებიერიძე