„ქურთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქურთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.146.016019
  • Word
6
06/02/2012
ვებგვერდი, 14/02/2012
010260020.35.146.016019
„ქურთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქურთას მუნიციპალიტეტი

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №6

2012 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

,,ქურთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,ქურთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №14 დადგენილებაში (სსმ, №15, 24/08/2010; 010260020.35.146.000403) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება;

ბ) განათლებისა და კულტურის განყოფილება;

გ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილების ფუნქციები

სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;

დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ე) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

ვ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

გ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შენაარსის მე-6 მუხლი:

,,მუხლი 6. სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციები

სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;

დ) ახალგაზრდული ღონისძიებების დაგეგმვა და მოწყობა;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     გ. ნებიერიძე