„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 04
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 12/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016083
  • Word
04
27/01/2012
ვებგვერდი, 13/02/2012
010260020.35.136.016083
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი

ხულო მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №04

2012 ლის 27 იანვარი

დაბა ხულო

„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის 24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის 24 დადგენილებაში (სსმ, 39, 18.10.2010.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო სამსახური;

გ) ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური;

დ) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური;

ე) სახანძრო-სამაშველო სამსახური;

ვ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ზ) მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

თ) ზედამხედველობის სამსახური;

ი) შიდა აუდიტის სამსახური“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვის, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ღონისძიებათა გატარების უზრუნველყოფა.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე