„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 12/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.136.016082
  • Word
03
27/01/2012
ვებგვერდი, 13/02/2012
010250020.35.136.016082
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №03

2012 წლის 27 იანვარი

დაბა ხულო

„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №23 დადგენილებაში (სსმ, №39, 18.10.2010.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71  მუხლი:

    „მუხლი 71. ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება

ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიზნებია:

ა) ახალგაზრდა თაობის განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა;

ბ) ახალგაზრდებისათვის ხელშეწყობა მათი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში;

გ) სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის საქმეში ახალგაზრდა თაობის მონაწილეობის ხელშეწყობა;

დ) ახალგაზრდების ინფორმირებულობა მიმდინარე პროცესების შესახებ, მათთვის შესაბამისი ტექნიკური პირობების შექმნა, რათა მათ ისარგებლონ კომუნიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიებით და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებაში;

ე) ახალგაზრდებისათვის თავისუფალი დროის მიზანმიმართულად დაგეგმვისა და გამოყენების ხელშეწყობა;

ვ) შესაბამისი საგრანტო პროგრამების შემუშავება და ურთიერთობის დამყარება სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან;

ზ) ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                   ნ. თავართქილაძე