დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 24 დეკემბრის N107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.114.016102 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2012 წლის 31 იანვარი
დაბა ჩოხატაური
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 24 დეკემბრის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 24 დეკემბრის №107 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 თავს დაემატოს მე-12 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: ,,12. სპეციალისტი სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში – უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების ინფორმირებას სამოქალაქო თავდაცვის საკითხებზე და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე“.
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 თავიდან ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები