დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.114.016099 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2012 წლის 31 იანვარი
დ. ჩოხატაური
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №6 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.1 სამსახურის სტრუქტურა:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი;
გ) სპეციალისტი – სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში;
დ) სპეციალისტი – მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში;
ე) მძღოლები – უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის გადაადგილებას“.
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 3.5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3.5 სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე უფროსის მოვალეობას ასრულებს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი“.
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს 3.8 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3.8 მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი – ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას. ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე“.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები