დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.114.016098 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2012 წლის 31 იანვარი
დაბა ჩოხატაური
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №5 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 34-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,34. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარება, ადგილობრივი გადაზიდვების რეგულირება“.
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) სპეციალისტი – საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების საკითხებში – ახორციელებს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შედგენისას საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას“.
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) სპეციალისტი – მუნიციპალური ტრანსპორტით გადაზიდვების რეგულირების საკითხებში – ახორციელებს ტრანსპორტის სფეროს რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების მომზადებას, დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაციას“.
მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,ნ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) სპეციალისტი – გზებისა და ხიდების საკითხებში – ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამების პროექტების მომზადებას და დამტკიცებული პროგრამების განხორციელების კოორდინაციას“.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები