„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 02/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016082
  • Word
7
01/02/2012
ვებგვერდი, 13/02/2012
010260020.35.113.016082
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2012 წლის 1 თებერვალი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს 10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №10 დადგენილებაში (სსმ 13, 18/08/2010 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  010260020.35.113.000313.) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

 1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,’’ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.

 2. მე-13 მუხლს დაემატოს მე-14 და მე-15 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „14. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) შესაბამის ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდებას;

ბ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაციას და დაინტერესებული უწყებებისათვის/პირებისათვის მიწოდებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას;

ვ) მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელების ხელშეწყობას;

ზ) საინფორმაციო ბიულეტენების, ბუკლეტების შედგენა, გამოცემა და გავრცელება;

თ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, მათი სისტემატიზაცია და ანალიზი;

 ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

15. სამსახურის შემადგენლობა:

 სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მთავარი სპეციალისტებისაგან.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          ა. მამეშვილი