დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.153.016095 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/02/2012 - 01/07/2013)
მცხეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №11
2012 წლის 6 თებერვალი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს ქ. მცხეთაში ერთსაფეხურიანი ზონირება, რომელშიც გამოიყოფა სამი ზონა: ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული.
2.1. ცენტრალურ ზონაში (ბებრისციხიდან სადგურის ხიდამდე) მიწის ნორმატიული ფასი – 30 ლარი;
2.2. შუალედურ ზონაში (ღართიკარი და სადგურის დასახლება) მიწის ნორმატიული ფასი – 27,2 ლარი;
2.3. პერიფერიულ ზონაში (ნარეკვავი, არმაზი, მუხადგვერდი, კარსანი) მიწის ნორმატიული ფასი – 24,5 ლარი;
3. სოფლებში მიწის ნორმატიულ ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონის ნორმატიული ფასის 35 % ანუ 9,5 ლარი.
4. დასახლებათა შორის არეალში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონის ნორმატიული ფასის 28% ანუ 7,6 ლარი.
5. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 85 % ანუ 23,1 ლარი.
6. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ახალი ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 1 ოქტომბრის №32 დადგენილება.
7 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე ა . კალანდაძე
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2012 წლის 6 თებერვლის №11 დადგენილების დანართი
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K, სადაც:
CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნორმატიული ფასი ქ.მცხეთის შუალედურ ზონაში.
IMG – არის ქ. მცხეთის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,63-ს;
ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ქ. მცხეთის შუალედურ ზონაში. უდრის 1-ს;
C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 180 -ს;
|
ტერიტორია K
| IMG | ITL | C |
| შუალედური ზონის ნორმატიული ფასის % |
C N ლარი |
| I. ქ. მცხეთა მ.შ 1. ცენტრალური 2. შუალედური 3. პერიფერიული II. სოფლებში III. დასახლებათა შორის არეალები IV . საერთაშორისო და შიდასახელმწ. გზების გასწვრივ
| 0.63 - -
-
-
- | 1.1 1 0.9
1
1
1 | 0.24 - -
-
-
- | 180 - -
-
-
- | 110 100 90
35
28
85 | 30 27,2 24,5
9,5
7,6
23,1 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები