დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.145.016021 |
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2012 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. ,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ, 13.01.2012; 280120000.35.145.016019) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების ანოტაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“;
ბ) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.“;
გ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 იანვრის №3 დადგენილება.“.
2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ . ჭავჭავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები