,,ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 24 სექტემბრის N109 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 06/02/2012
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 21/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 310010010.54.066.016023
  • Word
27
06/02/2012
ვებგვერდი, 09/02/2012
310010010.54.066.016023
,,ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 24 სექტემბრის N109 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №27

2012 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

,,ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 24 სექტემბრის 109 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

მუხლი 1 . ,,ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 24 სექტემბრის 109 ბრძანებით (სსმ, 04.10.2007, №138, მუხ. 1513) დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდ გ – სააგენტო ).

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. სსსკ უფლებამოსილია, ამ წესის 47-ე მუხლით დადგენილი სარეაბილიტაციო ვადის ამოწურვამდე, დაუშვას ავიასპეციალისტი საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო გამოკვლევაზე ვარგისობის დადგენის მიზნით, თუ ავიასპეცი ლისტის მიერ წარდგენილი იქნება გამო ანმრთელების დამ დასტურებელი სათანადო სამედიცინო დოკუმენტები.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10

  განსაკუთრებულ შემთხვევებში (სტიქიური უბედურება, ხანგრძლივი მივლინება და სხვა), სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამ წესით დადგენილი ვადა შეიძლება სსსკ- ს გადაწყვეტილებით გადავადდეს არა უმეტეს ერთი თვით , რაც სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს.“

4. მე-12 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ავიასპეციალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო გამოკვლევას ატარებს სსსკ. სსსკ შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, თუ ეს დაწესებულება აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. გადაწყვეტილების ასლი შვიდი დღის ვადაში მიეწოდება სააგენტოს. სააგენტოს ასევე, მიეწოდება გადაწყვეტილებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება. სსსკ- ს შემადგენლობითა და წევრთა კვალიფიკაციით სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ ,,წესების” VII თავით განსაზღვრული საავიაციო-სამედიცინო ექსპერტიზის მოცულობა. სსსკ- ს თავმჯდომარეს და წევრებს უნდა გააჩნდეთ სპეციალობის შესაბამისი ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატი.

2. სსსკ- ს თავმჯდომარეს, აგრეთვე კომისიის შემდეგ წევრებს: თერაპევტს, ნევროპათოლოგს, ქირურგს, ოტოლარინგოლოგს და ოფ ალმოლოგს, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის №1 დანართის შესაბამისად, დამატებით უნდა გააჩნდეთ საავიაციო მედიცინაში მომზადების სერტიფიკატი, რომლის გამცემი ორგანიზაცია აღიარებული უნდა იყოს იკაოს ან სააგენტოს მიერ.

5.მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კანდიდატის მიერ სსსკ-სათვის მიწოდებული ნებისმიერი მცდარი ინფორმაცია ეცნობება სააგენტო ს.

6. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. იმ ოქმის ასლი, რითაც ავიასპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის უვარგისობა დგინდება, 3 დღის ვადაში ეგზავნება სააგენტოს“ .

7. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. დავითაძე

დანართი №1

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

სამედიცინო სერტიფიკატის მიღების

გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარეს, ბ-ნ (ქ-ნ)

 --------------------------------------------------------------------------------------------------------

კანდიდატის სახელი, გვარი ----------------------------------------------------------------------

მცხოვრები -------------------------------------------------------------------------------------------

მოქალაქეობა------------------. დაბადების თარიღი---------------------------------------------

სამედიცინო სერტიფიკატის კლასი და მოქმედების ვადა-------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

სპეციალობა --------------------------. თანამდებობა--------------------------.

საერთო ნაფრენი ---------------------- სთ. ნაფრენი ბოლო 12 თვის განმავლობაში

---------------------------------------------------------------------------------------------------------

(ოდენობა, სხ- ს ტიპი)

საავიაციო მოვლენა კომისიათაშორის პერიოდში ------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------- სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადა და მიზეზი ----------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

განმცხადებლის დაავადებების ჩამონათვალი--------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

მუდმივად (პერიოდულად) ვიღებ შემდეგ სამკურნალო საშუალებებს: --------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

(პრეპარატის დასახელება, მიღების დაწყების თარიღი)

----------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

გთხოვთ მომცეთ --------------------- კლასის სამედიცინო სერტიფიკატი.

კანდიდატის ხელმოწერა ------------ თარიღი -------------

სამედიცინო სერტიფიკატის მიღების კანდიდატის მონაცემების სისწორეს ვადასტურებ:

ავიასაწარმოს ექიმის ხელმოწერა ------------ თარიღი ----------------