„ტექნიკური რეგლამენტის “საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 4 აგვისტოს N90 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტექნიკური რეგლამენტის “საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 4 აგვისტოს N90 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 06/02/2012
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 300170000.54.066.016022
  • Word
26
06/02/2012
ვებგვერდი, 09/02/2012
300170000.54.066.016022
„ტექნიკური რეგლამენტის “საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 4 აგვისტოს N90 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №26

2012 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირე­ბის წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 4 აგვისტოს 90 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „ტექნიკური რეგლამენტის საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირე­ბის წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესა­ხებ” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 4 აგვისტოს 90 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“ პუნქტი ამოღებული იქნესж

ბ) „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

„გ) საავიაციო სატვირთო ტერმინალი (შემდეგ – ტერმინალი) – ობიექტი, სადაც ხორციელდება ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღება, შემოწმება, დამუშავება, გაფორმება, შენახვა და გაცემა;“ж

გ) „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიკატი (შემდეგ – ტერმინალის სერტიფიკატი) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდეგ – სააგენტო) მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელი აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უფლება აქვს განახორციელოს ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღება, შემოწმება, დამუშავება, გაფორმება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატვირთო ტერმინალის სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მეწარმე იურიდიულ პირს არა აქვს უფლება განახორციელოს სატვირთო ტერმინალის საქმიანობა, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული ტერმინალის სერტიფიკატი.“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ტერმინალის მიერ რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვის მომსახურება ხორციელდება „ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის“ საფუძველზე.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) შენობა-ნაგებობების და/ან მიწის ნაკვეთის (ან მათი ნაწილის), აგრეთვე სხვა ფართის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც უნდა განხორციელდეს ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;

) ინფორმაცია იმ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებზე, მოწყობილობებზე და მექანიზმებზე (ტვირთის ასაწონი მოწყობილობები, საავიაციო უშიშროებაზე ტვირთის შემოწმების ტექნიკური საშუალებები და მოწყობილობები, სპეციალური და თვითმავალი ტვირთამწევი საშუალებები და მექანიზმები, ტვირთის ტრანსპორტირების საშუალებები, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) სატვირთო კონტეინერების ჩატვირთვის (გადმოტვირთის) საშუალებები), რომლებიც გამოყენებული იქნება ტერმინალში, ტვირთის (მათ შორის, სახიფათო ტვირთის) მიღების, შემოწმების, დამუშავების, გაფორმების, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვის (გადმოტვირთვის), შენახვის და გაცემის ტექნოლოგიური პროცესების განსახორციელებლად;

დ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ასლები იმ საავტომობილო ტრანსპორტზე, რომლებიც გამოიყენება საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ტვირთის ჩატვირთვის (გადმოტვირთვის), ტექნოლოგიური პროცესების განსახორციელებლად;

) საავიაციო უშიშროების პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს იკაოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედობებისგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის სახელმძღვანელოს“ (DOC 8973/7) მოთხოვნებს;

) საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირისა და სავიაციო უშიშროების პერსონალის სია და მათი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები (სერტფიკატები);

) იმ პერსონალის სია და მათი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები (სერტიფიკატები), რომლებმაც უნდა განახორციელონ სახიფათო ტვირთის მომსახურება. აღნიშნული საბუთები უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (DOC 9284-A№/905) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 23 ივნისის №56 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ მოთხოვნებს;

თ) ტერმინალში სახიფათო ტვირთის განლაგების სქემა (სახიფათო ტვირთის მომსახურების შემთხვევაში);“.

4. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტერმინალის ტერიტორიას მთელ პერიმეტრზე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2,44 მეტრი სიმაღლის კაპიტალური მასალით აგებული შემოღობვა, რომელზეც დამონტაჟებული იქნება მჩხვლეტავი მავთულხლართი, გარე განათება, დამცავი სიგნალიზაციის სისტემა და გამაფრთხილებელი ნიშნები;“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებული იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახიფათო ტვირთის მომსახურება უნდა განხორციელდეს, იკაოს ,,საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (DOC 9284-A№/905) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 23 ივნისის №56 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ტერმინალი აღჭურვილი უნდა იყოს, ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღების, შემოწმების, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვის), შენახვისა და გაცემის ტექნოლოგიური პროცესების უზრუნველსაყოფი შემდეგი საშუალებებით:

ა) სპეციალური და თვითმავალი ავტომტვირთავი;

ბ) თვითმავალი ურიკები ტვირთის ტრანსპორტირებისათვის;

გ) საჰაერო ხომალდიდან (ხომალდში) ტვირთის ჩატვირთვის (გადმოტვირთვის) უზრუნველსაყოფად სატვირთო ავტოტრანსპორტი;

დ) საჰაერო ხომალდიდან (ხომალდში) სატვირთო კონტეინერების ჩატვირთვის (გადმოტვირთვის) უზრუნველსაყოფად სპეცავტოტრანსპორტი (ტვირთის კონტეინერული გადაზიდვების შემთხვევაში);

ე) იზოლირებული ფართი სახიფათო ტვირთის მომსახურებისათვის;

ვ) სპეციალური იზოლირებული ოთახი ან განცალკევებული ნაგებობა რადიოაქტიური ნივთიერებების მომსახურებისათვის, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს (რადიოაქტიური სახიფათო ტვირთების მომსახურებისას);

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სიზუსტეზე შემოწმებული ტვირთის ასაწონი მოწყობილობა(ები), რომლებიც საჭიროა ტერმინალის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;

თ) კავშირგაბმულობის საშუალებები ტექნოლოგიური პროცესების უზრუნველსაყოფად;

ი) საავიაციო უშიშროების უზრუნველ­საყო­ფად, ტვირთის შესამოწმებელი სპეციალური მოწყობილობა (სტაციონალური და პორტატიული) და სხვა ტექნიკური საშუალებები.“;

ე) მე-7 პუნქტის „ა“ და „ბ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახიფათო ტვირთის მომსახურების განმხორციელებელი პერსონალი, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ იკაოს ,,საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (DOC 9284-A№/905) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 23 ივნისის №56 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესაბამისად გაცემული სახიფათო ტვირთის მომსახურების სერტიფიკატი;

ბ) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 1 აგვისტოს №84 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადებისა და სერტიფიცირების წესის“ მოთხოვნებით დადგენილი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი;“.

5. მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო სამი დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილია თუ არა დადგენილი წესით განცხადება და ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

2. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო, განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების შესახებ სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ აღმოფხვრის ხარვეზს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

3. განცხადების, მასზე თანდართული საბუთების და შემცველი ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტოს მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისია ადგილზე ეცნობა ტერმინალის ფაქტობრივ მდგომარეობას.

4. ტერმინალის ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების შედეგების შესახებ სასერტიფიკაციო კომისია ადგენს დასაბუთებულ დასკვნას, რომელსაც წარუდგენს სააგენტოს დირექტორს. სასერტიფიკაციო კომისიის დასკვნა შეიძლება იყოს:

ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. დადებითი შეფასებისას დასაშვებია უმნიშვნელო ხარვეზების არსებობა, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს ეძლევა ვადა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზები უშუალოდ უარყოფითად არ მოქმედებს ფრენის უსაფრთხოებაზე და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე და განმცხადებელზე შეიძლება გაიცეს სერტიფიკატი;

ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.“.

6. მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასერტიფიკაციო კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ტერმინალის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე და გასცემს შესაბამისი სახის ტერმინალის სერტიფიკატს.

2. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ტერმინალის სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, თუ სასერტიფიკაციო კომისიის დასკვნის თანახმად, განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს და ნაკლოვანებები არ იქნა გამოსწორებული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.“.

7. მე-8 მუხლის:

ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე, თუ:

ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს ტერმინალის სერტიფიკატის გაცემისათვის დადგენილ მოთხოვნებს (სასერტიფიკაციო მოთხოვნებს);

ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

 2. ტერმინალის სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეჩერდება დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ შემთხვევაში, თუ ტერმინალის სერტიფიკატის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის მიყენება, სერტიფიკატის მფლობელს შეიძლება მიეცეს უფლება ერთი თვის ვადით გააგრძელოს სერტიფიკატით გათვალისწინებული საქმიანობა სააგენტოს ზედამხედველობით.’’.

8. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. სერტიფიკატის მფლობელის უფლება-მოვალეობები

1. სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს:

ა) განახორციელოს ტვირთის/ სახიფათო ტვირთის მიღება, შემოწმება, დამუშავება, გაფორმება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა;

ბ) მოითხოვოს ტერმინალის საქმიანობის შესახებ სააგენტოში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები.

2. ტერმინალის სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია:

ა) ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღება, შემოწმება, დამუშავება, გაფორმება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა;

ბ) გადასცეს შესაბამის სამსახურს მონაცემები საჰაერო ხომალდის კომერციული დატვირთვის გასაანგარიშებლად;

გ) შეინარჩუნოს ტერმინალი, მისი მოწყობილობები და დანადგარები სასერტიფიკაციო მოთხოვნების დონეზე;

დ) არ დაუშვას სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების სხვა პირისათვის გადაცემა;

ე) წერილობით აცნობოს სააგენტოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილებების თაობაზე, ცვლილებების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეავსოს ობიექტის უსაფრთხოების დეკლარაცია;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში გააჩნდეს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა;

თ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.”.

9. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 10. სასერტიფიკაციო უწყებრივი რეესტრი

1. ტერმინალის სასერტიფიკაციო უწყებრივ რეესტრს აწარმოებს სააგენტო.

2. ტერმინალის სასერტიფიკაციო უწყებრივ რეესტრში შეიტანება ტერმინალის სერტიფიკატის გაცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის შეჩერების და განახლების, აგრეთვე სერტიფიკატში ცვლილებების შეტანის და სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები.

3. ტერმინალების სასერტიფიკაციო უწყებრივი რეესტრის მონაცემები საჯაროა.“.

  მუხლი 2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. დავითაძე