განჩინება სპს ,,მურუსიძე-სხილაძის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება სპს ,,მურუსიძე-სხილაძის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/1457
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 03/02/2012
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/1457
03/02/2012
ვებგვერდი, 08/02/2012
განჩინება სპს ,,მურუსიძე-სხილაძის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

  გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

   2012 წლის 3 თებერვალი

ქ. ქუთაისი

   ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ განიხილა სპს ,,მურუსიძე-სხილაძის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

:

  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გაიხსნა სპს ,,მურუსიძე-სხილაძის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება.

 2012 წლის 02 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სპს ,,მურუსიძე-სხილაძის“ გაკოტრების მმართველმაიმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა თამთა გაბრიაძემ და წარმოადგინა სპს ,,მურუსიძე-სხილაძის“ საბოლოო ანგარიში;

  აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს სპს ,,მურუსიძე-სხილაძის“ კრედიტორთა კრება.

 სასამართლომ იხელმძღვანელა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, 42-ე მუხლებით და

:

1. მოწვეულ იქნეს სპს ,,მურუსიძე-სხილაძის“ კრედიტორთა კრება 2012 წლის 10 თებერვალს, 15:00 საათზე.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის . №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. კრებაზე განხილულ იქნ შემდეგი საკითხი:

) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე        . აბუსერიძე