„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016295
  • Word
29/ნ
06/02/2012
ვებგვერდი, 09/02/2012
430010000.22.022.016295
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 29/ნ

2012 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 210211, 21/02/2011, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016055) დამტკიცებულ:

1. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აბიტურიენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ, ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.“;

ბ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 15. რეგისტრაცია

1. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის განცხადება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების მიზნით, დაინტერესებული პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში - სამსახურის ვებგვერდის) გამოყენებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, პირი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტნიშნა ნომერი), ელექტრონულ მისამართს და შესაბამის ველში აღნიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.

5. პირს, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეობის საფასური.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ ცენტრი პირს გაუგზავნის შეტყობინებას ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.

7. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს:

ა) ტექნიკურ მონაცემებს:

ა.ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;

ა.ბ) აბიტურიენტის თაობაზე არსებული სხვა ინფორმაციას;

 ბ) ერთიანი ეროვნული გამოცდის დაგეგმვისთვის საჭირო მონაცემები:

ბ.ა) აბიტურიენტის მიერ ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალი. საგანთა ჩამონათვალში აბიტურიენტს უფლება აქვს მიუთითოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა და საგამოცდო საგნის ერთი ენა;

ბ.ბ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა;

ბ.გ) იმ აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საიდენტიფიკაციო კოდი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება;

ბ.დ) ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

8. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეცნობება ელექტრონულ მისამართის მეშვეობით.

9. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცენტრის მიერ დაშვებულია შეცდომა ცენტრი აბიტურიენტის მიმართვის შემთხვევაში ასწორებს მას. თუ აბიტურიენტმა შესაბამისი წლის 20 აპრილამდე არ მიმართა ცენტრს, ძალაში რჩება საგანმანათლებლო პროგრამების ის რეიტინგული ჩამონათვალი, რომელიც ელექტრონულ მისამართზე გაეგზავნა აბიტურიენტს.

10. აბიტურიენტს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები, გარდა ტექნიკური მონაცემებისა.

11. ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.

12. აბიტურიენტთა შესახებ საბოლოო მონაცემთა შეგროვების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, თითოეულ აბიტურიენტზე გაიცემა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება:

ა) ჩასაბარებელი გამოცდების ნუსხა;

ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც აბიტურიენტი აპირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას;

გ) გამოცდის/გამოცდების ჩატარების თარიღები, რეგისტრაციის დაწყების დრო.“;

გ) 30-ე მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აბიტურიენტს უფლება აქვს ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი პროცედურების შესაბამისად ელექტრონული ფორმით წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.“;

გ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდნენ შემდეგი რედაქციით:

„3. საპრეტენზიო განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა ხორციელდება ამ დებულების მე-15 მუხლით დადგენილი პროცედურებით ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის შემდეგ.

4. აბიტურიენტის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.“.

2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დებულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე.“;

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრი განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი უნარების გამოცდის ტესტის მაქსიმალურ ქულასა და საგამოცდო დროს.“;

ბ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური ქულების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები ცენტრის მიერ შესაძლებელია გამრავლდეს ერთსა და იმავე რიცხვზე.“;

გ) მე-8 მუხლის:

გ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა1“ ქვეპუნქტი:

„ა.ა1) აბსოლუტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ სტუდენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს გრანტი აკადემიური პროგრამის დასაფინანსებლად.“;

გ.ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ცენტრის მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ცენტრის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას განსაზღვრული ფორმის შესაბამისად გადასცემს ცენტრს.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი