დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.164.016061 |
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2012 წლის 27 იანვარი
ქ. ყვარელი
„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. „ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის №17 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ა.ა) მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება (ბიურო).
ბ) საფინანსო სამსახური;
გ) შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური;
დ) ზედამხედველობის სამსახური;
ე) ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახური;
ვ) არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;
ზ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
ი) სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახური;
კ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ზანდარაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები