ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 04/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.164.016060
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
8
27/01/2012
ვებგვერდი, 10/02/2012
010260020.35.164.016060
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/02/2012 - 25/07/2014)

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №8

201 2 წლი27 იანვარი

ქ. ყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად , ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1. დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის               თანდართული დებულება .

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 დეკემბრის №26 დადგენილება ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ .

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .

საკრებულოს თავმჯდომარე             ბ . ზანდარაშვილი

დანართი

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

    მუხლი 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური

1. დებულება განსაზღვრავს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის (შემდგომში ,,სამსახური’’) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას.

 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოს კონსტიტუციის’’, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

    მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები:

ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;

ბ) მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა;

გ) გამგეობის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი;

დ) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ე) არქივის წარმოება;

ვ) დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა;

ზ) საკრებულოს, გამგებლის დავალებების და მათ მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;

თ) გამგეობის თათბირების ორგანიზება;

ი) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირება;

კ) სამართლებრივი აქტების და პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;

ლ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების კომპიუტერიზაცია და ინფორმაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელება;

მ)  საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება;

ნ) გამგეობის სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების და შტამპების გამოყენების კონტროლის უზრუნველყოფა;

ო) გამგეობაში შინაგანაწესის შესრულების უზრუნველყოფა;

    მუხლი 3.სამსახურის სტრუქტურა

 ადმინისტრაციული სამსახური მოიცავს მოქალაქეთა მომსაურების განყოფილებას ( ბიურო)

1. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ( ბიუროს) ფუნქციებია:

ა) წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება-ჩაბარება;

ბ) საჯარო ინფორმაციის მიწოდება;

გ) მოქალაქეთათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემა;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მოქალაქეთათვის.

2. განყოფილების ( ბიუროს) უფროსი:

ა) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებული  განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;

დ) სამსახურის უფროსს აბარებს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს წინადადებებს შტატების, მუშაობის ორგანიზების, განყოფილების მოსამსახურეების პრემირების, მატერიალური სტიმულირების ან მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ;

ვ) შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან განყოფილების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხზე;

) ასრულებს ამ დებულებით და გამგეობის დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს .

    მუხლი 4. სამსახურის მართვა და ორგანიზება

1.  სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.

2.  სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;

ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს ადმინისტრაციის სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინრი პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ ;

გ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

დ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ .

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას მოვალეობის შესრულება გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს.