დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირების გავლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 152-უ.ს.რ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 02/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირების გავლის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ამ დადგენილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის სტაჟიორობის კანდიდატთა შერჩევა და მიღება განხორციელდეს საჯარო კონკურსის გზით, არა უგვიანეს მიმდინარე წლის 29 თებერვლისა.
2. საჯარო კონკურსის გამოცხადება განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდისა და მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი (ელექტრონული) საშუალებებით. საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირებას გაივლიან 2012 წლის 5 მარტიდან 5 თვის ვადით.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თითოეული კომისიის აპარატში საჯარო კონკურსის გზით შერჩეულ სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვროს 2 სტაჟიორით, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დეპარტამენტებში – თითო სტაჟიორით.
4. ამ დადგენილების პრინციპების გათვალისწინებით, ეთხოვოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 2010 წლის 28 დეკემბრის №138 ბრძანებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირების გავლის წესში.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის
მოადგილე ნ. ზოსიძე
ჩაქვი,
2012 წლის 2 თებერვალი
№152-უ.ს.რ.ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები