გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 040170070.35.166.016054
  • Word
9
27/01/2012
ვებგვერდი, 13/02/2012
040170070.35.166.016054
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  9

201 2 წლის  27  იანვარი                       

ქ. გურჯაანი

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა -ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის  1-ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:

1. დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესი თანდართული სახით (თან ერთვის).

2. დადგენილება ძლაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        ზ . იაგანაშვილი

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესი

ზოგადი ნაწილი

1. შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის ფორმით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის შესაბამისად.

2. შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.

    მუხლი 2

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრა

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობის გაანგარიშების საფუძველია ყველა სახის უძრავი ქონების ფართობი, მდებარეობა, შენობა-ნაგებობის მახასიათებელი (მდგომარეობა), დაკავებული მიწის ფართობი.

2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა გაიანგარიშება ფორმულით:

ქ(წ) = (მნ + ქფ  X  ITL  X  LMg) 0,2

სადაც:

ქ(წ) – არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა;

მნ –  არის მიწის ნორმატიული ფასი და შეადგენს:

ა) ქ. გურჯაანის ცენტრალური ზონისათვის –  7,02 ლარს;

ბ) შუალედური ზონისათვის – 5,40 ლარს ;

გ) პერიფერიული ზონისათვის –  3,78 ლარს ;

დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის –  2.7 ლარს.

ქფ არის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასი, რომელსაც განსაზღვრავს აუდიტი.

ITL არის მუნიციპალიტეტის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და შეადგენს:

ა) ქ. გურჯაანის ცენტრალური ზონისათვის  1, 3 ლარს ;

ბ) შუალედური ზონისათვის 1,0 ლარს ;

გ) პერიფერიული ზონისათვის 0,7 ლარს ;

დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის 0.5 ლარს.

LMg არის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი და შეადგენს 0,45.