ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ

  • Word
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2012
ძალაში შესვლის თარიღი 23/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 17/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.140.016035
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
6
03/02/2012
ვებგვერდი, 09/02/2012
210070000.35.140.016035
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/02/2012 - 13/02/2015)

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №6

2012 წლის 3 თებერვალი

დ. ასპინძა

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ მე-5 მუხლის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ, საქართველოს კანონის ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები და განაკვეთები დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 თებერვლის 3 დადგენილება ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე               ა. მელიქიძე

 

დანართი

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:

1. ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელი

მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან

ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

4. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი.

მუხლი 2. დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:

1. ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელი

განისაზღვროს მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 3 (სამი) ლარის ოდენობით;

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის

განისაზღვროს მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარის ოდენობით თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის 10 (ათი) ლარის ოდენობით, თვეში ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

– სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;

– თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

– თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

– სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით;

ლატარიების მოწყობაზე ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;

აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში 9 000 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი

განისაზღვროს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 4. განთავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

მუხლი 5. ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვალოს ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ ,,საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენის დღიდან.