დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.102.016047 |
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2012 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1. „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 იანვრის №7 დადგენილებაში (სსმ, 24.01.2011; 010.250.040.35.102.016.018) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულება (დანართი №1)“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულება“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციიათ:
„მუხლი 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.“.
6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა
1. ტერიტორიული ორგანო შედგება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისა და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.
2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებით და თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობრივი ინსტრუქციით.
3. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.
4. ტერიტორიული ორგანოს მოხელეების სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ს. გურჩიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები