დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №19 დადგენილებაში „გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016067 |
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
20 12 წ ლის 30 იანვარი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №19 დადგენილებაში „გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქარ თველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 63-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №19 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელიც მოიცავს:
ბ.ა) საბიუჯეტო საგეგმო განყოფილებას;
ბ.ბ) ადგილობრივი ფინანსების მართვისა და ხაზინის განყოფილებას;
ბ.გ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას;
ბ.დ) მატერიალურ-ტექნიკური შესყიდვის და აღრიცხვის განყოფილებას;
ბ.ე) ადგილობრივი შესყიდვების განყოფილებას.“ .
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური, რომელიც მოიცავს:
ვ.ა ) ეკონომიკისა და ტურიზმის განყოფილებას;
ვ.ბ ) ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილებას.“ .
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე ნ . ხუცაიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები