დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასურის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 31/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.132.016096 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/02/2012 - 25/02/2020)
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №6
2012 წლის 31 იანვარი
ქ. ბათუმი
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასურის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილების მე-7 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისას, თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასური დადგინდეს პარკირების საერთო ადგილებისათვის განსაზღვრული ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის.
2. პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისას, თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასური, პარკირების საერთო ადგილებისათვის განსაზღვრული ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის დადგინდეს დროის შემდეგი მონაკვეთის მიხედვით – 365 დღე – 50 (ორმოცდაათი) ლარი.
3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები